Tuesday, September 13, 2011

”მაზერატი” უგზოობაზე ”კუბანგით” გამოდის

სხვადასხვა მიზეზის გამო, უგზოობის თანამედროვე ავტომობილებს თავიანთი პატრონებისთვის უბადლო მართვადობით და კომფორტით განებივრება არ შეუძლიათ. ამ აზრს იზიარებენ ”მაზერატიშიც”, თუმცა შესაძლოა, მალე სტანდარტები შეიცვალოს და პირველ რიგში, ეს სწორედ ამ იტალიური კომპანიის დამსახურება იქნება.
ასეთი ვარაუდის საბაბს, ”მაზერატის” მიერ ფრანკფურტში წარდგენილი უგზოობის ავტომობილი - ”კუბანგი” იძლევა. ესაა პრემიუმ სეგმენტის უგზოობის სპორტული მოდელი, რომელიც გარდა იმისა, რომ ელეგანტურობით, დახვეწილი სტილით, მდიდრულობით და სპორტული იერით გამოირჩევა, თავის პატრონს შესანიშნავი მართვადობით, ძალიან ეფექტური მუხრუჭებით და საკიდარით და რაც მთავარია, შესანიშნავი ძრავით გაანებივრებს.
რა თქმა უნდა, მწარმოებელი ცდილობს, რომ თავისი უახლესი პროდუქტი, რომლითაც პირველად შეაბიჯებს მისთვის უცხო სეგმენტში და რომელზეც დიდ იმედებს ამყარებს, მაქსიმალურად აღმატებულად წარმოგვიდგინოს. მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ ძრავების შემუშავებაზე სახელოვანი პაოლო მარტინელი მუშაობდა, ადამიანი, ვისაც 30 წელი ”ფერარისა” და ამავე კომპანიის ფორმულა 1-ის გუნდში აქვს გატარებული, თავისთავად, ბევრ რამეზე მეტყველებს და ნდობის ფაქტორს აძლიერებს. სავარაუდოდ, ძრავს 8-საფეხურიან ავტომატურ კოლოფს შეუწყვილებენ.
ჯერჯერობით, ამ ავტომობილის შესახებ, კონკრეტული რიცხვობრივი მონცემები არ გამოქვეყნებულა.

No comments:

Post a Comment