Tuesday, September 13, 2011

”კიას” პირველი უკანაამძრავიანი

ფრანკფურტში კორეული კომპანიისთვის ახალი ეპოქა დაიწყო - კონცეპტუალური GT ”კიას” ისტორიაში პირველი უკანაამძრავიანი ავტომობილია და იმავდროულად, კომპანიის მთავარმა დიზაინერმა პეტერ შრაიერმა, ამ მანქანით, ”კიას” ახალი კორპორატიული სტილის შემუშავება დაიწყო.

საჩვენებელი ავტომობილისთვის ეფექტური სილუეტის მისანიჭებლად, დიზაინრებმა სალონი უკან დასწიეს, წინა ნაწილი კი ”ასტონ მარტინის” სუპერ ავტომობილ ვან-77-ის სტილში გააფორმეს. ასე გაესვა ხაზი იმას, რომ ძრავი წინაა მოთავსებული, წამყვანი კი უკანა ბორბლებია. დაკიდევ, GT ”კიას” ისტორიაში ყველაზე მძლავრი, 3.3-ლიტრიანი V6 ძრავით აღიჭურვა, რომელიც ტურბოკომპრესორის დახმარებით, 389 ცხენის ძალას და 394 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
შრაიერი ამბობს, რომ დიდი სურვილი აქვს, ეს ავტომობილი, ან მისი დერივატივი მალე ”კიას” შოურუმებში იხილოს.

No comments:

Post a Comment