Tuesday, September 13, 2011

გალამაზებული ”ჰონდა ინსაითი”

ეს ავტომობილი ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩნდა და თავიდან თითქოს, კონკურენციასაც კი უწევდა ჰიბრიდული სეგმენტის ლიდერ ”ტოიოტა პრიუსს”, მაგრამ შემდეგ მასზე აჟიოტაჟური მოთხოვნა მინელდა და იაპონურ კომპანიაში მიხვდნენ, რომ ბევრი რამ შესაცვლელი იყო. და აი, ფრანკფურტში ”ინსაითის” განახლებული ვერსიაც გამოჩნდა.

დაიხვეწა დიზაინი - შეიცვალა ფარები, რადიატორი, უკანა სპოილერი, რისი წყალობითაც, მძღოლის ხედვის არეც გაფართოვდა. გაუმჯობესდა ინტერიერში გამოყენებული მასალები. ახლა იქ ნაკლები ხმაური და გაზრდილი სივრცეა.
გაუმჯობესება ჰიბრიდულ აგრეგატსაც შეეხო, რომელშიც ბენზინის 1.3-ლიტრიანი (სერია i-VTEC) და ელექტრული ძრავი შედის. ჰიბრიდული სისტემის მოდერნიზაციის შედეგად, როცა 15-დუიმიან ბორბლებზე დგას, ავტომობილი ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 96 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

No comments:

Post a Comment