Tuesday, September 13, 2011

ფრანკფურტის მოტორ შოუ 2011


Frankfurt Motor Show
13 სექტემბერი






13 სექტემბერს ფრანკფურტში სტარტი აიღო 64-ე საერთაშორისო საავტმობილო შოუმ, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და პარიზის ავტო შოუს ენაცვლება ხოლმე. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო გამოფენა მსოფლიოში.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ფრანკფურტის შოუ პირველად 1897 წელს ჩატარებულა, ოღონდ მას არა ფრანკფურტმა, არამეს ბერლინის სასტუმრო ბრისტოლმა უმასპინძლა. მასზე მხოლოდ 8 ახალი ავტომობილი გამოფინეს. თუმცა, გამოფენამ საზოგადოების იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ ის ტრადიციული გახდა. უფრო მეტიც, იყო დრო, როცა ის წელიწადში ორჯერაც კი ტარდებოდა.
1951 წელს, გამოფენამ ფრანკფურტში გადაინაცვლა და ქედან მოყოლებული, ის ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო, 63-ე გამოფენა ორი წლის წინ ჩატარდა და მაშინ იქ 780-მა კომპანიამ 206 სიახლე გამოფინა. 64-ე გამოფენაში მონაწილეობას 900-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, მათი სიახლეების რიცხვი კი ჯერ დათვლილი არ არის. სპეციალისტების პროგნოზით, ათი დღის განმავლობაში, გამოფენას მილიონამდე ადამიანი მოინახულებს.

No comments:

Post a Comment