Friday, August 17, 2012

„ბუგატი გალიბიერს“ 1000 ცხენის ძალაზე მეტი ექნება

Bugatti Galibier to Have Over 1,000 HP
17 აგვისტო
სამი წლის წინ, „ბუგატიმ“ თავის შტაბ-ბინასთან პირველად გამოაჩინა კონცეპტუალური სედანი „გალიბიერი“, რომელიც მალევე ფრანკფურტის მოტორ შოუზეც წარადგინა. თუმცა შემდეგ ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია ძალიან იშვიათად თუ ჩნდებოდა ინტერნეტ მედიაში.
ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის, ეკონომიკური. ამასთან, „ბუგატის“ ხელმძღვანელობას არც კონცეპტუალური „გალიბიერის“ დიზაინი მოეწონა. ამის გამო, პროექტი ინჟინერთა და დიზაინერთა კომპიუტერებს დაუბრუნდა. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ „გალიბიერის“ შემუშავება გაჭიანურდა. და ახლახანს, გამოცემა „ქარ ენდ დრაივერმა“ გვამცნო, რომ „გალიბიერის“ გამოჩენას 2014 ან 2015 წელს უნდა ველოდოთ.

რაც მთავარია, „ბუგატისა“ და „ბენტლის“ მთავარმა აღმასრულებელმა ვოლფგანგ დიურჰაიმერმა „ქარ ენდ დრაივერთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „გალიბიერის“ შემუშავების პროცესი მაღალი ტემპით მიმდინარეობს. მისი თქმით, სედანი 8.0-ლიტრიანი W16 (W-არქიტექტურის, 16-ცილინდრიანი) ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრე 1000 ცხენის ძალაზე მეტი იქნება. და ეს ყველაზე სწრაფი მანქანა იქნება მათ შორის, რაც კი ბაზარზე არსებობს. უფრო კონკრეტულად კი, „გალიბიერის“ მაქსიმალური სიჩქარე 380 კმ/სთ-ს მიაღწევს.
დიურჰაიმერის ეს გამონათქვამი ცოტა ეჭვს მაინც ბადებს - მალე ბაზარზე „ფერარის“ და „მაკლარენის“ ახალი სუპერ ავტომობილები გამოვა, რომლებიც არნახულად მძლავრები და სწრაფები იქნება. თანაც, ეს შუაძრავიანი სპორტული ავტომობილები იქნება, როცა „გალიბიერი“ მდიდრული ლიმუზინი უნდა იყოს.



ასევე წაიკითხეთ

”აუდი A9” - ჰიბრიდული სპორტული სედანის კონცეპცია

No comments:

Post a Comment