17 აგვისტო
„ოპელი“
და მისი ბრიტანული ტყუპისცალი „ვოქსოლი“ წარმოებისთვის ახალი თაობის სუბკომპაქტურ „კორსას“
ამზადებენ, რომელიც ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდება. მართალია, მის დებიუტამდე ბევრი
დროა, თუმცა ახალ „კორსაზე“ პირველმა ინფორმაციამ ინტერნეტით უკვე გაჟონა.
ამ ესკიზიდან ჩანს, რომ ახალი „კორსა“, დინამიური შესახედაობის
მქონე „ასტრა GTC-ს“ სტილში შესრულდება. ავტომობილი „ჯენერალ მოტორსის“ წარმოების „გამა
II“
პლატფორმაზე აიგება, რომელსაც ამერიკული კომპანიის ისეთ მოდელებზე უკვე ვხვდებით,
როგორებიცაა „შევროლე ავეო“ და უგზოობის კომპაქტური „ოპელ მოკა“. რა თქმა უნდა, ამ
პლატფორმას შესაბამისი მოდიფიკაცია ჩაუტარდება.
ახალი „ოპელ კორსა“ მეტწილად ევროპაში შემუშავდება
- გერმანელი ინჟინრები უკეთ გაითვალისწინებელ ევროპელი მომხმარებლის გემოვნებას და
სურვილებს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ პლატფორმა „გამა II“ კორეაშია შექმნილი. კორეაშივე
არის შექმნილი ეს ესკიზი, თუმცა დიზაინის საბოლოო დამტკიცებამდე, მას რევიზია
ევროპაში ჩაუტარდება.
„კორსა E“ (ამ ეტაპზე, ავტომობილს ასე
მოიხსენიებენ) ახლანდელი „კორსას“ მთავარ ნაკლს გამოასწორებს, რომელიც
ულტრა-თანამედროვე ძალურ დანადგარებს მოისაკლისებს. ახალი ავტომობილი, 3 და 4-ცილინდრიანი
მცირელიტრაჟიანი ძრავების გამას მიიღებს, რომელთა მუშა მოცულობა, 1.0-დან 1.4
ლიტრამდე იქნება. მისი ტოპ ვერსიისთვის კი 1.6-ლიტრიანი ძრავი შემუშავდება.
ახალი კორსა ძალიან მსუბუქიც იქნება - მისი წონა
1000 კილოგრამს მიაღწევს. მის ყველა ვერსიაზე, საბაზო ეკიპირებაში შევა სისტემა სტარტ-სტოპი.
ყველა ტიპის ძრავს კი (ასევე საბაზო ვერსიაში) 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი
შეუწყვილდება. სხვათა შორის, ამჟამად „ოპელის“ ინჟინრები სრულიად ახალ, ორქუროიან 7-საფეხურიან,
ავტომატურ კოლოფზე მუშაობენ, რომელიც სავარაუდოდ, „კორსასთვის“ არაა განკუთვნილი,
თუმცა შესაძლოა, მყიდველს ოპციის სახით მაინც შესთავაზონ.
„ოპელი“
და „ვოქსოლი“ იმედოვნებენ, რომ წლიურად ნახევარ მილიონამდე „კორსას“ გაყიდვას
შეძლებენ. აქედან დაახლოებით 400 000 ათასი ეროპის ბაზარზე უნდა გაიყიდოს.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment