Friday, August 17, 2012

„ფორდი“ მწვანე ავტომობილების სწრაფ განვითარებაზე ზრუნავს

Ford Invests US$135 Million for the Faster Development of Electric and Hybrid Vehicles
17 აგვისტო

„ფორდს“ მწვანე ავტომობილებთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. მარტო ამ წლის ბოლომდე ბაზარზე ხუთ ასეთ ავტომობილს, მათ შორის, ელექტრულ „ფოკუსს“, ასევე ჰიბრიდულ და პლაგ-ინ ჰიბრიდულ მინივენ C-მაქსსა და საშუალო ზომის სედან „ფიუჟენს“ გამოუშვებს.
ამერიკული კომპანია ამას არ სჯერდება და 135 მილიონი დოლარის ინვესტიციას გაიღებს ახალ ტექნოლოგიებში, რომლებიც ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილების გამოშვების დაჩქარებაში დაეხმარება. ამ საქმეში, ცისფერ ოვალს, ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტების შემუშავება დაეხმარება, ისეთების, რომლებსაც ყველა „მწვანე“ ავტომობილის წარმოებისას გამოიყენებს.
„მომხმარებლებისთვის კარგი ამბავია არამარტო ის, რომ მალე არჩევანი გაიზრდებათ, არამედ ისიც, რომ ჩვენი კომპანია „მწვანე“ ტექნოლოგიების შემუშავების პროცესს დააჩქარებს და ახალი ეკონომიური და ეკოლოგიური პროდუქცია, უფრო მოკლე ვადებში იქნება ხელმისაწვდომი. ამისათვის, ვზრდით იმ საინჟინრო ჯგუფების საშტატო შემადგენლობას, რომლებიც ელექტრომობილებზე მუშაობენ. გაუმჯობესდება შესაბამისი ტექნიკური ცენტრების აღჭურვილობაც“, - ამბობს „ფორდის“ ვიცე პრეზიდენტი ჯოი ბაკაჟი, ვინც კომპანიის ძალური დანადგარების საინჟინრო დივიზიონს კურირებს.
„ფორდმა“ თავის დირბორნის (შტატი მიჩიგანი, დეტროიტის გარეუბანი) კვლევისა და განვითარების მოწინავე ინჟინერიის ცენტრს ახლახანს „ფორდის მოწინავე ელექტრიფიკაციის ცენტრი“ უწოდა. ამ ცენტრში 1000 ინჟინერი იმუშავებს და ელექტრულ სეგმენტში ცისფერი ოვალის დამკვიდრების საქმეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ასევე გაიზრდება ელექტრული ელემენტების ტესტირების შესაძლებლობები. მალე ამოქმედდება სატესტო კომპლექსი, რომელშიც 160 ცალი ინდივიდუალური ეგრეთ წოდებული არხი, ელემენტების ტესტირებას მოემსახურება. ამ არხებში ისეთ პირობებს შექმნიან, როგორშიც ელემენტებს ავტომობიელბზე მუშაობა მოუწევს. ბაკაჟის თქმით, ამ ყველაფრის წყალობით, ჰიბრიდების და ელექტრომობილების შემუშავების და ბაზარზე გამოშვების საშუალო დრო დაახლოებით 25 პროცენტით შემცირდება.
რაც მთავარია, „ფორდი“ იმედოვნებს, რომ დაახლოებით 30 პროცენტით შეამცირებს ჰიბრიდული და ელექტრული სისტემების ღირებულებას, რაც შესაბამისი ავტომობილების გაიაფებას გამოიწვევს და შედეგად, ისინი უფრო კონკურენტულები გახდება.


ასევე წაიკითხეთ

ბასკური „ჰირიკო ფოლდი“ მოქმედებაში (ვიდეო)

No comments:

Post a Comment