Ford S-MAX could get B-MAX-style doors
17 აგვისტო
გამოცემა „ავტოექსპრესის“ ცნობით, მომავალი თაობის
მინივენი „ფორდ S-მაქსი“, რომელიც ბაზარზე 2014 წელს გამოვა, ალბათ შუა საყრდენის
გარეშე დამზადდება და უფრო პატარა მინივენ „B-მაქსის“ მსგავსად, გასაწევი უკანა კარებით
აღიჭურვება, როგორებსაც „ფორდში“ „იზი აქსესს“ (ადვილი მისადგომი) უწოდებენ.
კარის ტიპი „იზი აქსეს“ დიდ მინივენებსა და ვენებში
ხშირად გამოიყენება. მისი უპირატესობა ისაა, რომ სალონში შესვლას და იქიდან
გამოსვლას აადვილებს. ამასთან, ასეთი კონსტრუქციის გამოყენებისას, შუა საყრდენი
საჭირო აღარაა, რადგან ის სალონში შესვლა/გამოსვლას ხელს უშლის. მაგრამ საყრდენის
არქონა, ძარის ძირის და სახურავის გაძლიერებას მოითხოვს, რაც მანქანას ამძიმებს. „ფორდის“
სტრუქტურა „იზი აქსეს“ კი ისეთია, რომ ძარის გაძლიერების საჭიროებას გამორიცხავს,
რადგან შუა საყრდენის შემცვლელი ელემენტი მასშივეა ინტეგრირებული. ყველა
სიკეთესთან ერთად, კარის სიგანე მეტრნახევარს აღწევს, რაც კონკურენტების მსგავს
კარებთან შედარებით, გაცილებით მეტია.
„ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა
რეაქცია ექნებათ მომხმარებლებს „B-მაქსის“ ანალოგიურ კარზე. შესაძლოა, „S-მაქსისთვის“
ასეთი კარის შემუშავება დაგვიანებულია, თუმცა მიუღწეველი არაფერია“, - ამბობს „B-მაქსის“
პროექტის მთავარი ინჟინერი კლაუს-პეტერ ტამი.
აღსანიშნავია,
რომ კომპაქტვენ „B-მაქსის“ პრემიერა ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე შედგა. სწორედ
ამ ავტომობილზე გამოიყენეს პირველად სისტემა „იზი აქსესი“. სხვათა შორის, მის
კონსტრუქციაში მტკიცე ფოლადი გამოიყენეს, რომელიც ჩვეულებრივ ფოლადზე მსუბუქია.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment