Friday, August 17, 2012

„ტოიოტა“ მალე კომპაქტურ ქროსოვერ RAV4-ს განაახლებს

2013 Toyota RAV4 Compact Crossover: We Take a Look Into the Crystal Ball
17 აგვისტო
ეს ავტომობილი პოპულარობას არ უჩივის. ეგ კი არა, კომპაქტური ქროსოვერების გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მაგრამ მისი შეცვლის დროც მოახლოვდა. „ტოიოტაში“ არ მალავენ, რომ ახალი RAV4-ით ისევ ახალგაზრდა მყიდველთა მოზიდვას ეცდებიან. ყოველ შემთხვევაში, იაპონური კომპანიის ინჟინრებს და დიზაინერებს სწორედ ახალგაზრდული ავტომობილის შემუშავება ჰქონდათ დავალებული.
ამ ავტომობილის შესახებ ჯერ დაზუსტებით ბევრი არაფერია ცნობილი. რამდენჯერმე ინტერნეტით, სატესტო კამუფლირებული პროტოტიპის ფოტოები გავრცელდა. ისიც დაუზუსტებელია, მისი პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე შედგება, თუ ცოტა გვიან, ტოკიოში. სამაგიეროდ, უშეცდომოდ შეიძლება თქმა, რომ მისი გაყიდვები ამ წლის ბოლომდე დაიწყება.
და სანამ ნამდვილ, მეოთხე თაობის „რავ4-ს“ ვნახავთ, გამოცემა „ქარსკუპის“ პარტნიორმა დიზაინერმა ჯონ ბირნსმა, ამ ავტომობილის მისეული ხედვა ფურცელზე გადაიტანა და რა თქმა უნდა, გამოცემამ ის თავის მკითხველს წარუდგინა. ბირნსი ამბობს, რომ თავისი „რავ4“ იმ მსტოვრული ფოტოების მიხედვით შეიმუშავა, რომლებზეც კამუფლირებული ავტომობილია გამოსახული. ამიტომ, მისი ვერსიის განხილვას აზრი არ აქვს.
„ქარ ენდ დრაივერმა“ ამასწინათ გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომლითაც ახალი „რავ4-ის“ (შესაძლო) აგებულება განიხილა. გამოცემის ვარაუდით, ის ახლანდელი, მესამე თაობის ქროსოვერის მოდიფიცირებულ პლატფორმაზე აიგება. მოდიფიცირება შესაძლოა გაბარიტების ზრდაში აისახოს. სხვათა შორის, მსტოვრულ ფოტოებზეც და ბირნსის კომპიუტერულ ფოტოზეც, ავტომობილს ძლიერ დახრილი საქარე შუშა და უკნისკენ დაქანებული სახურავი აქვს. ეს კი იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ „ტოიოტა“ თავის პოპულარულ ავტომობილს განიხილავს, როგორც საქალაქო ქროსოვერს და არა როგორც პრიორიტეტულად უგზოობისთვის განკუთვნილ მოდელს.
რაც შეეხება ძალურ აღჭურვილობას, ამ მხრივ, ადგილი ექნება ევოლუციურ განვითარებას. ანუ, გამაში შევა 4 და 6-ცილინდრიანი ძრავები, რომლებსაც „რავ4-ზე“ ამჟამადაც იყენებენ. 4-საფეხურიან ავტომატურ კოლოფებს კი ალბათ 6-საფეხურიანით შეცვლიან. ასეთი ტრანსმისიით, ავტომობილის საწვავის მოხმარების შემცირება იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ახალ „ტოიოტა RAV4-ს“ ბაზარზე ისეთი სერიოზული კომკურენტები ელის, როგორებიცაა „ფორდ უსკეიპი/კუგა“, „მაზდა CX-5“ და „ჰონდა CRV“.


ასევე წაიკითხეთ

„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html

No comments:

Post a Comment