13 სექტემბერი
„PSA პეჟო სიტროენს“ მძიმე კრიზისი
აქვს, რის გამოც, 8000-ით ამცირებს თავის შტატს, მაგრამ ამის მიუხედავად, „პეჟო“
პარიზის მოტორ შოუზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კომპანია იქნება. მისი ორი
კონცეპტუალური ავტომობილი - „ონიქსი“ და „პეჟო 2008“ უკვე გაგაცანით. დღეს კი
გაირკვა, რომ თურმე ლომებს უფრო მეტი სიახლე მოუმზადებიათ.
ეს „პეჟომ“ ფოტო ტიზერის გავრცელებით გვაუწყა,
რომელზეც ბნელ ფონზე, ავტომობილის სილუეტი ჩანს. მას სიგრძეზე „პეჟოს“ სპორტული
მანქანებისთვის დამახასიათებელი ზოლი გაჰყვება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე
ტემპერამენტიან მანქანასთან გვაქვს. თუმცა, ესეც რომ არა, მის სპორტულ ხასიათზე,
სილუეტიც მეტყველებს. მართალია, ტიზერი ერთადერთია და მანქანის გარეგნობაზე მცირე
წარმოდგენას გვიქმნის, მაგრამ სამაგიეროდ, „პეჟომ“ მის შესახებ ინფორმაციის მხრივ
არ იძუნწა.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ R5 ახალი სარბოლი
კატეგორიაა, რომელსაც FIA (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) მალე გამოაქვეყნებს.
ამ კატეგორიაში შევა A ჯგუფის ავტომობილები, რომლებიც მინიმუმ 25 000 ათასი გაიყიდება.
ამ კატეგორიას FIA იმისათვის აყალიბებს, რათა რბოლების ხარჯები შემცირდეს. FIA-მ
ასევე განსაზღვრა R5 კატეგორიის ავტომობილების მაქსიმალური ფასი - 180 000 ევრო.
რაც შეეხება „პეჟო 208 ტაიპ R5-ს“, ის ფრანგული კომპანიის 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 280 ცხენის ძალას (6000 ბრ/წთ-ზე) და 400 ნიუტონმეტრს (2500 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. მასთან დაკავშირებულია 5-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი, რომლის მიერ გადამუშავებული მაბრუნი მომენტიც, ყველა წამყვან ბორბალს უნაწილდება.
ამ პატარა სარბოლი ავტომობილის ტესტირება ასფალტიან და გრუნტიან გზებზე, ამ წლის ბოლოს დაიწყება, მის გაყიდვას კი „პეჟო“ ერთი წლის შემდეგ შეუდგება. ის მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო რალი ჩელენჯის, ევროპისა და ეროვნული ჩემპიონატების რბოლებში.

ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment