KleenSpeed All-Electric Racing Car Breaks Sonoma
Record
13 სექტემბერი
ოღონდ, რეკორდი ელექტრომობილებისაა და არა
აბსოლუტური. მართალია, შიდაწვისძრავიან ბოლიდებს ეს სწრაფი და ურქო ტროლეიბუსი ჯერ
ვერ გაეჯიბრება, მაგრამ ცოტა ვარჯიში სჭირდება იმსიათვის, რომ აბსოლუტურ რეკორდსაც
შესწდეს. თანაც, სვლის კარგი სიშორითაც გამოირჩევა, იმდენით, რომ ფ1-ის დიდი
პრიზის კლასიკურ დისტანციამდე (300 კმ) ცოტა აკლდება.
ღია სარბოლი ავტომობილი, სახელად EV-X11, კომპანია „კლინსპიდმა“
შექმნა. ამ კომპანიის დამაარსებელმა და მტავარმა აღმასრულებელმა ტიმოთი კოლინზმა
სარბოლ ელექტრომობილზე მუშაობა ხუთი წლის წინ დაიწყო. როგორც თვითონ ამბობს, პირველი
ავტომობილი ოთხი წლის წინ, ნევადაში, საიდუმლო ვითარებაში გამოსცადეს, რის შემდეგაც
მზა სარბოლი ავტომობილი შეიძინეს და მის ბაზაზე სარბოლი ელექტრომობილი დაამზადეს.
ამას მორიგი მსგავსი პროექტი მოჰყვა...
წინა პროექტებმა კომპანიას საჭირო გამოცდილება
შესძინა, რაც მისმა სპეციალისტებმა, EV-X11-ის შექმნისას გამოიყენეს. სხვათა
შორის, კომპანია უკვე მუშაობს ახალ, ოღონდ საგზაო ავტომობილზე, რომლის შექმნისას,
სწორედ EV-X11-ის შექმნისას მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ. ოღონდ, ეს
ავტომობილი საგზაოა.
EV-X11 არ შეესაბამება რომელიმე სარბოლ
კლასიფიკაციას. კოლინზის თქმით, ის ახალი ტექნოლოგიების შესამუშავებელი „საცდელი
თაგვია“. კომპანია იმედოვნებს, რომ შეძლებენ ახალი ტექნოლოგიების შემუშავებას,
რომლებითაც სერიული ელექტრომობილების მწარმოებლებს დააინტერესებენ.
„თუ სარბოლ ავტომობილს შექმნი, ესე იგი, საგზაო
ავტომობილის დამზადებაც შეგიძლია. ჩვენ ახლა სწორედ ასეთზე ვმუშაობთ. მაგრამ ის
გასაყიდად არ იქნება. ესეც ექსპერიმენტული მანქანაა, რომელსაც ალბათ ოქტომბერში
დავასრულებთ. ეს იქნება სატესტო დანიშნულების ელექტრომობილი, რომლის სვლის სიშორეც
150 მილის (240 კმ) ფარგლებში უნდა იყოს. ეს მანქანა სრულიად ახალი სისტემით
აღიჭურვება. ამასთან, მისი დამზადებისას ჩვენ იმ ტექნოლოგიებს ვიყენებთ, რომლებიც წინა
პროექტებზე მუშაობისას შევიმუშავეთ“, - ამბობს კოლინზი.
რაც
შეეხება EV-X11-ს, მას ერთ-ერთი ტესტი სონომას (კალიფორნია) სარბოლ ტრეკზე
ჩაუტარდა, სადაც 4-კილომეტრიანი წრე წუთსა და 35.99 წამში გაიარა. ეს დრო ახლოსაა (განსხვავება
3-4 წამია) შიდაწვისძრავიანი მსგავსი კლასის სარბოლი ავტომობილების დროსთან.
არადა, ელემენტების ბლოკის გამო, სარბოლი ელექტრომობილი 200 კილოგრამით მძიმეა...
ვიდეო
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment