13 სექტემბერი
ამ ავტომობილს „მინის“ ფანები მას შემდეგ ელიან,
რაც დეტროიტის შარშანდელ მოტორ შოუზე, ბრიტანულმა კომპანიამ მისი კონცეპტუალური
ვერსია წარადგინა. „პეისმენი“ სამკარიანი ქროსოვერი, ხუთკარიანი „ქანთრიმენის“
გასპორტულებული ვერსია, ერთგვარი კუპე ქროსოვერია. და სხვათაშორის, ამ მანქანას
რომ სახელად „პეისმენი“ ჰქვია, საბოლოოდ ესეც ახლახანს, მის შესახებ გავრცელებული
ინფორმაციით დადასტურდა.
ბამპერიდან ბამპერამდე, „პეისმენის“ სიგრძე 4109
მილიმეტრია, თუმცა „კუპერ S“ და „კუპერ SD“ ვარიანტების სიგრძე ოდნავ მეტი - 4115
მილიმეტრია. ამგვარად, საბაზო ვერსია, ქროსოვერ „ქანთრიმენზე“ 24 მილიმეტრით
მოკლეა. ამასთან, ამ ორი ავტომობილის სიგანე ერთნაირია, „პეისმენის“ სიმაღლე 31 მილიმეტრით
ნაკლებია, მისი კლირენსი კი 10 მილიმეტრით დაბალი.
დიზაინის მხრივაც, წინა საყრდენამდე განსხვავება
არაა. შემდეგ კი „პეისმენის“ სახურავი უფრო დაქანებულია (ის ხომ კუპეა). მისი ორი
კარი უფრო გრძელია, ვიდრე „ქანთრიმენის“ წინა კარები. კუპე ვერსიას უკანა
ბორბლების თაღები უფრო დაბერილი აქვს. ასევე მთლიანად განსხვავებულია ამ ორი
ავტომობილის უკანა ნაწილი. „პეისმენს“ უფრო სპორტულ იერს უკანა ფარები ანიჭებს.
ინტერიერში ოთხი სავარძელია. ამასთან, უკანა
სავარძლებიც ინდივიდუალურებია. საბარგულის მოცულობა 330 ლიტრია, თუმცა უკანა
სავარძლების დაკეცვის შემდეგ, ეს სივრცე 1080 ლიტრამდე იზრდება. შედარებისთვის,
ქანთრიმენის საბარგული 350 ლიტრ ბარგს იტევს, უკანა სავარძლების დაკეცვის შემდეგ
კი - 1170 ლიტრს.
„მინის“ ინფორმაციით, შეცვლილია სდაკიდარი. ჯერ ერთი, როგორც წეღან ითქვა, კლირენსი დაბლაა დაწეული. მეორეც, დრეკადი ელემენტები უფრო ხისტი გახდა. ორივე ჯამში ავტომობილის მანევრულობას და მოსახვევში მდგრადობას განაპირობებს.
რაც შეეხება ძრავებს, ბენზინის და დიზელის ორ-ორ აგრეგატს „პეისმენს“ „ქანთრიმენი გაუზიარებს. ბენზინის ორივე ძრავი 1.6-ლიტრიანია, ოღონდ ფორსირების განსხვავებული ხარისხით. ერთის სიმძლავრე 119 ცხენის ძალაა. მისით აღჭურვილი ავტომობილი, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 10.4 წამში ავითარებს, მისი ხარჯი 100 კილომეტრზე 6.0 ლიტრია, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე 140 გრამი.
„მინის“ ინფორმაციით, შეცვლილია სდაკიდარი. ჯერ ერთი, როგორც წეღან ითქვა, კლირენსი დაბლაა დაწეული. მეორეც, დრეკადი ელემენტები უფრო ხისტი გახდა. ორივე ჯამში ავტომობილის მანევრულობას და მოსახვევში მდგრადობას განაპირობებს.
მეორე ძრავის სიმძლავრე 181 ცხენის ძალას აღწევს. სიმძლავრის გაზრდა უპირველესად, ძრავის მართვის კომპიუტერული სისტემის პროგრამის შეცვლამ განაპირობა. ამ ძრავით აღიჭურვება „კუპერ S პეისმენ“, რომელსაც ადგილიდან ასამდე აჩქარება 7.5 წამში შეუძლია, მისი ხარჯი 6.1 ლიტრია (100 კმ-ზე), ნახშირორჟანგის შემცველობა კი - 143 გრამი.
დიზელის ერთი ძრავი (ვერსია პეისმენ კუპერ D) 1.6-ლიტრიანი ტურბოა და ის 110 ცხენის ძალას ავითარებს. მისი მეშვეობით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 10.8 წამში შეუძლია. საწვავის ხარჯი 4.4 ლიტრია (100 კმ-ზე), გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი - 115 გრამი (ყოვე კილომეტრზე).
მეორე ძრავი 2.0-ლიტრიანი დზელია, რომლითაც „კუპერ SD პეისმენ“ აღიჭურვება. ეს ძრავი 141 ცხენის ძალას ავითარებს, მისი მეშვეობით, ავტომობილი ნულიდან ასამდე აჩქარებას 9.2 წამში ასწრებს, მისი ხარჯი 4.6 ლიტრია, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი - 122 გრამი.
ყველა მოდფიკაციაზე, ძრავებს 6-საფეხურიანი
მექანიკური გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება. ოპციის სახით კი მყიდველს 6-საფეხურიან
ავტომატურ ტრანსმისიასაც შესთავაზებენ. ვერსია „კუპერ S-ის“
გარდა, რომელიც სრულამძრავიანი იქნება, სამივე დანარჩენი წინაამძრავიანია. თუმცა,
თუ მყიდველი ისურვებს, მათაც სრულამძრავიანით აღჭურვავენ.
„პეისმენი“
პირველად ბრიტანულ ბაზარზე, ჟენევის მოტორ შოუს (მარტშია) შემდეგ გამოვა, მისი საბაზო
ღირებულება 18 970 გირვანქა სტერლინგი იქნება.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment