Luc Donckerwolke Takes Over Bentley's Design
Division
13 სექტემბერი
ლუკ დონკერვოლკე, ადამიანი, ვის ხელსაც ეკუთვნის „ლამბორგინის“
ორი მოდელის - „გალარდოს“ და „მურსიელაგოს“ დიზაინი, ასევე „სეატის“ კონცეპტუალური
IBE და „ტრიბუ“, „ბენტლის“ დიზაინის განყოფილების შეფი გახდა. თავის ახალ პოსტზე
ის დირკ ვან ბრეკელს ჩაანაცვლებს, რომელიც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის დიზაინის
განყოფილებაში გადავიდა (ამ განყოფილებას ისევ სახელოვანი ვალტერ დე ლისვა
მეთაურობს).
დონკერვოლკე 47 წლის ბელგიელია. შარშან ის „ფოლკსვაგენის“
მოწინავე დიზაინის შეფად დაინიშნა. და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ „ბენტლის“
დიზაინის შეფად გადაეყვანათ. ამის ინიციატორი კი დე სილვა იყო.
„თავისი ნიჭის წყალობით, ლუკ დონკერვოლკე „ბენტლის“
დიზაინს გაამდიდრებს და გაამრავალფეროვნებს. მისი უზარმაზარი გამოცდილება
საკმარისი წინაპირობაა იმისათვის, რომ „ბენტლის“ დიზაინი განვითარდეს და ახალ
სიმაღლეებამდე ავიდეს. ეს კი მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ამ კომპანიას დიდი
სამომავლო გეგმების აქვს“, - განაცხადა დე სილვამ, ვინც იმავდროულად, „ბენტლიში“
გაწეული სამუშაოსთვის, ვან ბრეკელს მადლობა გადაუხადა.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment