Monday, September 24, 2012

ჰამილტონი „მაკლარენში“ დარჩება, შუმახერი კი - „მერსედესში“

Reports - Hamilton to stay at McLaren, Schu at Mercedes
24 სექტემბერი
სინგაპურში გავრცელებული ინფორმაციით, ლუის ჰამილტონის საგა დასასრულს უახლოვდება. ოღონდ შედეგი ისეთი არ იქნება, როგორსაც ვარაუდობდნენ. არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჰამილტონი „მერსედესში“ გადადის, რის გამოც, მიხაელ შუმახერს სხვა გუნდში ადგილის ძიება უწევს.
უფრო მეტიც, გაზეთ „კლაინე ცაიტუნგის“ რეპორტიორი კარინ შტურმი ამბობს, რომ მან თავად ნახა, რომ შუმახერის მენეჯერი საბინე კელმი, პადოკში მოლაპარაკებას „ზაუბერის“ მფლობელ პეტერ ზაუბერთან და გუნდის შეფ მონიშა კალტენბორნთან აწარმოებდა.
თუმცა, გერმანული გაზეთი „ბილდ ამ ზონტაგი“ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მალე „მერსედესთან“ კონტრაქტს ერთი სეზონით გააგრძელებს. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია „მაკლარენში“ ჰამილტონის დარჩენის საკითხი.
ვითომ?
„ბილდ ამ ზონტაგის“ ინფორმაციით, ჰამილტონის დარჩენის მთავარი მიზეზი ისაა, რომ „მაკლარენმა“ მისი ხელფასი 12-დან 15 მილიონ ევრომდე გაზარდა. ოღონდ, ჯერ ცნობილი არაა, აკმაყოფილებენ თუ არა უოკინგელები თავიანთი მრბოლის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას, რომელიც მოპოვებული თასების ორინალების ჰამილტონისთვის დატოვებას ითვალისწინებს.

„თუ ჰამილტონი „მაკლარენში“ დარჩება, მაშინ „მერსედესი“ შუმახერს კონტრაქტს გაუგრძელებს“, - გვაუწყებს გაზეთი. დაახლოებით იგივე ინფორმაციას ფლობს ფ1-ის ყოფილი პილოტი მარტინ ბრანდლი, ვინც ამჟამად ბრიტანულ ტელევიზიაში, რბოლების კომენტატორად მუშაობს.
„მითხრეს, რომ ჰამილტონთან კონტრაქტი რამდენიმე დღეში გაფორმდება“, - თავის ტვიტერზე წერს ბრანდლი. თუმცა, ამ თემაზე ნაკლებად გარკვეულ პასუხს იძლევა „მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში. ესპანურ გაზეთ „ელ პაისთან“ საუბრისას, კითხვაზე, შეძლებს თუ არა, ჰამილტონი დარჩენაზე დაიყოლიოს, ის პასუხობს: „დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამის გზას გამოვნახავთ“...


ასევე წაიკითხეთ

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ნოგაროზე

No comments:

Post a Comment