24
სექტემბერი
ავსტრიული კომპანია KTM ჟენევის
მოტორ შოუსთვის შემდეგი თაობის X-Bow-ს ამზადებს, რომელიც მარტო სარტეკო
ავტომობილი აღარ იქნება. კომპანია მისი საგზაო ვერსიის გამოშვებასაც გეგმავს,
რომელიც იქნება როგორც ღია, როგორიც ახლაცაა, ასევე დახურული - საქარე შუშით,
კარებით და სახურავით.
X-Bow-ს დახურული ვერსიის წარმოებაზე ავსტრიული
კომპანია პირველად ოთხი წლის წინ ალაპარაკდა. მაგრამ მისმა შეფმა შტეფან პირერმა
განაცხადა, რომ მიზანი მიუღწეველი დარჩა, რადგან კომპანიამ ნახშირბადოვანი
კომპოზიტისგან დამზადებულ კოკპიტზე კარების და საქარე შუშის სტრუქტურების
ინტეგრირება ვერ შეძლო.
სამაგიეროდ, შარშან იტალიურმა ატელიე „მონტენერჯიმ“X-Bow-ს
ბაზაზე, მისი დახურული ვერსია წარმოადგინა, რმელსაც სახურავის გარდა, საქარე შუშაც
აქვს და კარებიც. იტალიელებმა გამოაცხადეს, რომ მზად არიან, მსურველებს მათ მიერ
შემუშავებული პაკეტი შესთავაზონ, ოღონდ ეს 12 000 ევრო დაჯდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი თაობის X-Bow-ს გარდა,
KTM ჟენევაში LMP2 კლასის სპორტულ პროტოტიპსაც წარადგენს, რომლითაც ლე მანის
24-საათიან რბოლაში ასპარეზობას გეგმავს. ამასთან, კომპანიის გეგმებში დაკარის
რალი მარათონზე გამოსვლაც შედის. ოღონდ, ეს შედარებით გვიან მოხდება.
ამ ეტაპზე, პოპულარული X-Bow ორი მოდიფიკაციის
სახით გამოდის. ორივე „აუდის“ წარმოების 2.0-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, ოღონდ
ერთის სიმძლავრე 240 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 300 ცხენის ძალა. უფრო მძლავრი
ძრავით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 3.9 წამში შეუძლია.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment