Monday, September 24, 2012

„მინი“ სედანის და პატარა სპორტქარის გამოშვებაზეც ფიქრობს


Mini considering sedan, small sports car
24 სექტემბერი
რაც „ბეემვეს“ ხელში გადავიდა, „მინი“ მუდმივად ზრდის თავის სამოდელო გამას და როგორც ჩანს, მიღწეულს ჯერ არ სჯერდება. ეს კი ბრიტანული კომპანიის გაყიდვებზე პირდაპირპროპორციულად აისახება. გაყიდვების ზრდა კი კომპანიის უფროსობას, საწარმოო პროგრამის გაფართოებისკენ უბიძგებს.

ახლახანს, რამდენიმე ინტერნეტ გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მინის“ ხელმძღვანელობა, რა თქმა უნდა ბავარიული კომპანიის მესვეურთა მონაწილეობით, რამდენიმე ახალი მოდელის წარმოების საკითხს განიხილავს. მათგან ერთი სედანია, ერთი პატარა და ხელმისაწვდომი ავტომობილი, ოღონდ არა „როკეტმენი“ და მესამე - სპორტული ავტომობილი, ოღონდ არა „კუპეს“ სტილში, ასეთს ხომ „მინი“ უკვე უშვებს.
ეს ვარიანტები „მინის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ჰარალდ კრუგერმა გამოცემა „ინსაიდლაინთან“ საუბრისას ჩამოთვალა. მეოთხე ვარიანტია კიდევ ერთი ქროსოვერი, ოღონდ ისეთი, რომელსაც უფრო ფართო სალონი და მოზრდილი საბარგული ექნება. მართალია, კრუგერს ამ ავტომობილზე ბევრი არაფერი უთქვამს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მისთვის „ქანთრიმენის“ პლატფორმას გამოიყენებენ.
ასეთი ავტომობილის სატესტო ვერსია, ოდნავ შენიღბული სახით, ფოტო მსტოვრებმა უკვე დააფიქსირეს და მისი გამოსახულებაც გავრცელდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მას „ტრეველერ MPV“ (ფოტოზე) ჰქვია, თუმცა მის კონცეპტუალურ ვერსიას, ბრიტანული კომპანია „სპეისბოქსის“ სახელით გაგვაცნობს.

ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი


”ლაზიკა” (ვიდეო)


No comments:

Post a Comment