Alonso urges Ferrari to improve 'struggling' car
24
სექტემბერი
ფერნანდო ალონსო მოუწოედბს „ფერარის“, დახვეწოს
მისი სარბოლი ბოლიდი იმისათვის, რომ ლიდერობის შენარჩუნება და ჩემპიონატში
გამარჯვება შეძლოს. სინგაპურის რბოლა ესპანელმა მესამე ადგილზე დაასრულა, რამაც
მისი 37-ქულიანი უპირატესობა, 8 ქულით შეამცირა. ოღონდ, ამჯერად მისი უახლოესი მდევარი
არა ლუის ჰამილტონია, არამედ სებასტიან ფეტელი, რომელმაც სინგაპურის დიდი პრიზი
ზედიზედ მეორედ მოიგო.
„სიმართლე ვთქვა, სინგაპურში მეტს მოველოდი. მაგრამ
ვფიქრობ, იქ კონკურენტუნარიანები არ ვიყავით“, - ამბობს ალონსო, თუმცა ისიც
ფაქტია, რომ თუ ჰამილტონი რბოლას დაასრულებდა (და ეჭვი არაა, რომ ამ შემთხვევაში
სწორედ ის მოიგებდა), მაშინ ესპანელის უპირატესობა კიდევ უფრო შემცირდებოდა.
მაგრამ ბრიტანელს გადაცემათა კოლოფმა უმტყუნა.
„ტიტულის ოთხი თუ მაძიებლიდან, ქულები მხოლოდ
ერთთან დავკარგეთ, სხვებთან კი პირიქით, უპირატესობა გავზარდეთ. მაგრამ ფაქტია,
რომ ჩვენი მანქანა მეტოქეებისას კონკურენციას ვერ უწევს“, - ამბობს ალონსო და
დასძენს, რომ მარანელოელებმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა მეტოქეებს ეს
უპირატესობა არ ჰქონდეთ.
მას ეთანხმება „ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი,
თუმცა დასძენს, რომ გუნდი მუშაობს და ყოველი მომდევნო რბოლისთვის ახალ პაკეტს
ამზადებს. თუმცა იმასაც აღიარებს, რომ უმჯობესია, ამ პაკეტებში ცოტა და ეფექტური
სიახლეები იყოს, ვიდრე ბევრი და ისეთი, რომლის ეფექტურობაშიც დარწმუნებულები არ
იქნებიან.
სხვათა
შორის, რამდნიმე სიახლე მარანელოელებმა სინგაპურშიც სცადეს, მაგრამ პრაქტიკებზე სასურველი
შედეგი ვერ მიიღეს, რის გამოც, კვალიფიკაციასა და რბოლაში მათს გამოყენებაზე უარი
თქვეს. თუმცა დომენიკალი ამბობს, რომ ამ ელემენტებს შემდეგი რბოლისთვის უკეთ
მოამზადებენ, რაც მანქანის კონკურენტუნარიანობას გააუმჯობესებს.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment