Lewis Hamilton "cruising" before
retiring from winning position
24
სექტემბერი
ლუის ჰამილტონი გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ
გადაცემათა კოლოფის გამო, ასპროცენტიანი გამარჯვება დაკარგა. ის ამბობს, რომ სანამ
პრობლემა წარმოიქმნებოდა, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე ახერხებდა მდევრებთან უპირატესობის
შენარჩუნებას და საბურავებსაც კი უფრთხილდებოდა. რაც მთავარია, აბსოლუტურად
აკონტროლებდა რბოლის მსვლელობას.
პირველი 22 წრე მან უპრობლემოდ გაიარა, მერე კი
გადაცემათა კოლოფში ჯერ მესამე საფეხური დაიკარგა, შემდგ სისტემამ თვითნებურად
დაიწყო ნეიტრალში გადასვლა და ბოლოს მრბოლმა საერთოდ ვეღარ შეძლო საფეხურების შეცვლა.
არსებობს მოსაზრება, რომ ამის მიზეზი კედელთან ის მცირე შეჯახება შეიძლებოდა
ყოფილიყო, რომელიც კვალიფიკაციის მიწურულს მოხდა, თუმცა „მაკლარენის“ შეფი მარტინ
უიტმარში ამას გამორიცხავს.
ჰამილტონი დარწმუნებულია, რომ მან გამარჯვება
გაუშვა ხელიდან: „ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ რბოლის დასრულება ვერ შევძელი. ისეთი
ტემპი მქონდა, რომ აუცილებლად მოვიგებდი. ყოველ შემთხვევაში, გამოთიშვამდე, სებთან
არსებულ უპირატესობას ადვილად ვაკონტროლებდი. მერე კი გადაცემათა გადართვისას
პრობლემები დამეწყო. დავკარგე მესამე საფეხური, ბოლოს კი კოლოფი ნეიტრალში დარჩა“,
- ყვება ჰამილტონი, ვინც ამ ფიასკოს გამო, კლასიფიკაციაში მეოთხე ადგილზე
გადაინაცვლა და ლიდერ ფერნანდო ალონსოს 52 ქულით ჩამორჩება.
ის ხედავს, რომ ტიტულისკენ სავალი გზა ძალიან
გაურთულდა, თუმცა ყურების ჩამოყრას არ აპირებს: „რა თქმა უნდა, გაწბილებული ვარ,
მაგრამ იმედს მიტოვებს ის ფაქტი, რომ ძალიან სწრაფები ვართ. ამის წყალობით, შემდეგ
რბოლებში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. რა თქმა უნდა, ისეთ ბიჭებთან, როგორებიც ფერნნდ
და სებასტიანი არიან, ჩამორჩენის შემცირება ძალიან ძნელი იქნება. მითუმეტეს მაშინ,
როდსაც ისინი ასეთი სტაბილურები არიან. მაგრამ მე არასდროს ვნებდები. წინ ექვსი
რბოლა გვაქვს და მე ყველას მოგებას ვაპირებ. აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ“!
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment