Wednesday, July 18, 2012

„ელანტრა“, რომელიც ზომბებისგან დაგიცავთ (ვიდეო)


Hyundai Elantra Coupe Zombie Survival Machine
18 ივლისი
ამერიკაში პოპულარულ ყოველწლიურ ფესტივალ „კომიკ-კონზე“, რომელსაც ქალაქი სან დიეგო (კალიფორნია) მასპინძლობს ხოლმე, „ჰიუნდაიმ“ თავის პოპულარულ კუპე „ელანტრას“ ბაზაზე შექმნილი მანქანა, სახელად „ზომბისგან დასაცავი მანქანა“ გამოფინა. ავტომობილის გაფორმება თვით რობერტ კირკმანის, სერიალ „მოსიარულე მკვდრების“ ავტორმა შეიმუშავა.


მანქანას წინ ერთგვარი გუთანი-ფარია მიბმული, რომელსაც ზედა ნაწილში ფოლადის სამკუთხა კონუსის ფორმის „ეკლები“ აქვს დამაგრებული. ბორბლები კი ზომბების საჟლეტი სპეციალური მბრუნავი ცელებითაა აღჭურვილი, როგორც ძველ რომაულ საბრძოლო ეტლებს ჰქონდა. ფანჯრებს ფოლადის მსხვილი მავთულებისგან შექმნილი ბადე იცავს...
„ჰიუნდაიმ“ და კირკმანმა ეს პროექტი, კომიქს „მოსიარულე მკვდრების“ მეასე ნომრის გამოსვლას მიუძღვნეს. არაა გამორიცხული, რომ მსგავსი მანქანა შესაბამისი ჟანრის რომელიმე ახალ ფილმშიც ვიხილოთ.
საინტერესოა, რომ გამოფენის დამთვალიერებლებს, ამ მანქანაში ჩაჯდმის და ფოტოს გადაღების უფლება მისცეს. გამოფენაზევე გაიტანეს შეზღუდული ტირაჟით დაბეჭდილი „მფლობელის ინსტრუქცია“, რომელშიც მანქანის ყველა თავდაცვითი და შემტევი ელემენტის გამოყენების პირობებია აღწერილი. ეს მანქანის მფლობელს, ზომბებთან ბრძოლაში გამოადგება...


ვიდეო







ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment