18 ივლისი
როტერდამში, მაისში ჩატარებულ „შელის“ ეკო-მარათონზე,
ასტონის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდმაც მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ამისათვის
წყალბადის ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ელექტრომობილი მოამზადა. ეს მანქანა
იმითაცაა საინტერესო, რომ მისი მზიდი სტრუქტურა და ტანი, მეტწილად ხის მასალისა და
მუყაოსგან არის დამზადებული. მისი კონსტრუქცია შეჯიბრის ორგანიზატორებმა
სპეციალური, ეკო-დიზაინის ჯილდოთი დააფასეს.
თქვენ წარმოიდგინეთ, ამ მანქანას საბურავებიც კი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან აქვს გაკეთებული. მათს საფუძველს სელის ბოჭკო წარმოადგენს, რეზინი კი ბიო-ფისითაა შეცვლილი. ძარის პანელები რამდენიმე შრისგან შედგება, რომელთაგან გარე შრე, სპეციალური, მდგრადი მასალისგანაა დამზადებული. მანქანის ტანი ძირითადად ბრტყელი ელემენტებისგან შედგება, რაც მანქანის დაშლილ მდგომარეობაში ტრანსპორტირებას აადვილებს. ეს ერთ-ერთი იმ თავისებურებათაგანია, რომლის გამოც, მანქანამ აღიარება მოიპოვა.
სამწუხაროდ მანქანას, რომელიც კომპანია „ნექსა ბალარდის“
წარმოების წყალბადის ფიჭური ელემენტებითაა აღჭურვილი, სახელი არ აქვს. ის
კატეგორია „ურბან კონცეპტში“ გავიდა. სულ კი ეკო-მარათონში მონაწილეობა 24 ქვეყნის
200 გუნდი და მათი წევრი 3000-მდე სტუდნტი მონაწილეობდა. „შელის“ ეკო-მარათონი
არის არა ჩვეულებრივი რბოლა, არამედ გარბენი, რომლის დროსაც, მისი მონაწილე გუნდები,
მათ მიერ შექმნილი მანქანების ეკონომიურობის და ეკოლოგიურობის დემონსტრირებას ცდილობენ.
წლევანდელ ევროპულ გარბენზე, სამი რეკორდი
დამყარდა. ფრანგულ გუნდ „ელექტრიქარ სოლუშნის“ მანქანამ კილოვატსაათი ენერგიით, 262.6
კილომეტრის გავლა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდიც იმავე „ურბანულ“ კატეგორიაში
გამოდიოდა, რომელშიც ასტონის უნივერსიტეტის გუნდი.
დანიის
ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდ „DTU როუდრანერსის“ მანქანამ, იმავე კატეგორიაში,
ერთი ლიტრი საწვავით, 611.1 კილომეტრის გავლა მოახერხა და ამით, ძველი რეკორდი,
რომელიც ამავე გუნდს ეკუთვნოდა, 102.1 კილომეტრით გააუმჯობესა. დაბოლოს, ჰოლანდიურ
გუნდ „MAC ეკოს“ მანქანამ, პროტოტიპების კატეგორიაში, ერთი ლიტრი საწვავით 416.3
კილომეტრი გაიარა. წინა რეკორდი, რომელიც შარშან დამყარდა მხოლოდ 138 კილომეტრი
იყო.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment