Wednesday, July 18, 2012

მალდონადო თავისი რბოლის სტილის შეცვლას არ აპირებს

Pastor Maldonado sees no reason to change driving style despite incidents
18 ივლისი
ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლისას, მექსიკელ სერხიო პერესთან მომხდარი ავარიის გამო, ვენესუელელი პასტორ მალდონადო 10 000 ევროთი დააჯარიმეს, თუმცა ამის მიუხედავად, ის ამბობს, რომ თავისი სარბოლო სტილის და რბოლებისადმი მიდგომას არ შეცვლის.
რბოლის დროს, „ზაუბერის“ პილოტმა მოსახვევში მალდონადოს გასწრება სცადა. მან თითქოს შეძლო მანევრის დაგვირგვინება, მაგრამ მოსახვევიდან გამოსვლისას, ვენესუელელს, რომელიც დათმობის იშტაზე არ იყო, მანქანა მოუცურდა და პერესს დაეჯახა. სტიუარდებმა მომხდარში მალდონადოს ბრალი დააფიქსირეს და ჯარიმაც ამის შედეგია.
აღსანიშნავია, რომ მალდონადო პერესს მონაკოს პრაქტიკის დროსაც დაეჯახა, ლუის ჰამილტონს კი ევროპის დიდი პრიზის დროს დაეჯახა. ამასთან, ის სხვადასხვა ინციდენტშიც არაერთხელ ყოფილა გარეული, რის გამოც, ხშირად სჯიან. მაგრამ ყოველივეს მიუხედავად, ის ამბობს, რომ „უილიამსისგან“ არანაირი მინიშნება არ აქვს იმაზე, რომ სხვანაირად უნდა გაისარჯოს.
„გუნდისგან სრული მხარდაჭერა მაქვს, რადგან მათ ტელემეტრიული მონაცემები აქვთ და როცა ისინი სტიუარდებს წარვუდგინეთ, აშკარად გამოჩნდა - იმ მომენტში მანქანაზე კონტროლი დაკარგული მქონდა. უბრალოდ, არ გამიმართლა. მე ვაღიარე ჩემი ბრალი ლუისთან (ჰამილტონთან) შეჯახებაში, თუმცა მაშინაც არ გამიმართლა, რადგან კერბზე გავიარე, რამაც ყველაფერი გამოიწვია. თანაც, მაშინ რბოლა მთავრდებოდა და პოზიციისთვის ვიბრძოდი, პერესს კი რბოლის დასაწყისში დავეჯახე“, - ყვება მალდონადო და დასძენს, რომ ავარიის წინ, ორივეს DRS გახსნილი ჰქონდა.
„მოსახვევში შესვლის წინ, შიდა ტრაექტორია დავიჭირე, რათა ის წინ არ გამეშვა. მაგრამ სერხიომ გვიან დაამუხრუჭა და გარედან გავლა სცადა. ორივეს რეზინი ახალი შეცვლილი გვქონდა. ცივმა საბურავმა მკვეთრი კუთხით მოხვევისას ცუდად იმუშავა და მოვცურდი. მე არაფრის შეცვლა აღარ შემეძლო“.
ვენესუელელი ასევე უარყოფს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, მას ფ1-ისთვის ძალიან ველური მართვის სტილი აქვს: „წინა რბოლებში პრობლემები არ მქონია. მაშინ მეტი ბრძლა მიწევდა, რადგან უფრო ხშირად, პელოტონის შუაში ვიყავი ხოლმე. სილვერსტოუნზე კიმის (რაიკონენს) გზაც კი დავუთმე და საერთოდ, ძალიან ვფრთხილობდი, რადგან ჩვენი მანქანა რეზინს თანაბრად ცვეთს, რასაც ჩვენს სასარგებლოდ უნდა ემუშავა და რბოლის დასაწყისში აგრესიულობა საერთოდ არ მჭირდებოდა“.



ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment