18 ივლისი
„ბეემვეს“ გადაწყვეტილი აქვს, რომ ბაზარზე თავის
პოპულარულ მე-3 სერიის კუპე და კაბრიოლეტი ვერსია გამოუშვას და მის ბაზაზე, მე-4
სერიის მთელი გამა შექმნას. ამგვარად, ახალი ავტომობილების იდენტურობა განაღდებული
იქნება და რაც მთავარია, ბავარიული კომპანია მათი მეშვეობით სოლიდურ მოგებას
მიიღებს.
ბუნებრივია, მეოთხე სერიას M-ვერსიაც ექნება. ეს კი
დამოუკიდებელ დიზაინერებს, ამ ავტომობილის საკუთარი ხედვის ფურცელზე გადატანის
სურვილს აღუძრავს. ასეთთა შორისაა როჯერ ლაიტერნესი, ვინც „ბეემვე ბლოგის“
შტატიანი თანამშრომელია. მან შექმნა M4-ის ესკიზები, რომელთა გარეგნობაშიც, ახლანდელი
მე-3 სერიის და M-ხაზის სტილის ბევრი ელემენტია გამოყენებული.
რაც შეეხება აღჭურვილობას, ახლახანს „ბეემვემ“ გამოაცხადა,
რომ M3 და M4 მოდელები ექვსცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით)
ტურბოძრავით აღიჭურვება. ამ აგრეგატებს სამ-სამი ტურბოკომპრესორი მოემსახურება,
რისი წყალობითაც, მაქსიმალური სიმძლავრე 450 ცხენის ძალას მიაღწევს.
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
No comments:
Post a Comment