Watch this F1 driver put down a hot lap in the
wet around Spa Francorchamps...
18 ივლისი
ფორმულა 1-ის რბოლების რეპორტაჟებისას, ხშირად
რეჟისორს კადრი იმ კამერაზე გადააქვს, რომელიც პილოტის თავის გვერდზეა
მოთავსებული. მაგრამ ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც კამერა იმ კადრს
გვაძლევს, რომელსაც პილოტი ხედავს. ანუ, ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ
კამერას ჩაფხუტის ვიზორთან დაამაგრებენ.
ახლახანს, „პირელიმ“ თავისი ახალი რეზინის
შესამოწმებლად, ტესტები სპა ფრანკორშანზე ჩაატარა. სატესტო ბოლიდის საჭესთან „პირელის“
ბრაზილიელი ტესტ პილოტი ლუკას დი გრასი იჯდა, რომელმაც კამერა ერთ-ერთი თვალის
ზემოთ, ჩაფხუტზე დაამაგრებინა და ერთი წრე ასე შეასრულა. მართალია, წვიმის გამო, მოსახვევების
გავლის სიჩქარე აშკარად დაბალია, მაგრამ გრძელ სწორ მონაკვეთებზე, მანქანის
სიჩქარე 270 კმ/სთ-ს აჭარბებდა.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ ტრასა მშრალია, სიჩქარე
გაცილებით მაღალი და ასეთ დაძაბულ რეჟიმში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში
ირჯებით. თანაც, ამ ორი საათის განმავლობაში, ტრასაზე მარტო კი არა, ოცზე მეტ
მანქანასთან ერთად ხართ...
ვიდეო
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
No comments:
Post a Comment