18 ივლისი
„კიამ“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, ფლაგმან
სედანის სახელი შეარჩია, რომელსაც ადრე საავტომობილო სამყარო კონცეპტუალური K9-ს
სახელით იცნობდა. კორეის გარდა, ყველა სხვა ქვეყანაში ამ ავტომობილს მყიდველს „ქუორისის“
სახელით შესთავაზებენ.
კორეული კომპანია არ აკონკრეტებს იმ ბაზრებს, სადაც
„ქუორისის“ შეტანას აპირებს. თუმცა, დიდი ალბათობუთ შეიძლება იმის თქმა, რომ მას დასავლეთ
ევროპასა და ამერიკაში აუცილებლად გაყიდიან. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა
პარიზის მოტორ შოუზე ჩატარდება, რის შემდეგაც მისი გაყიდვაც დაიწყება.
„კიას“ აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი თომას ო (Oh)
ამბობს, რომ სახელი „ქუორისი“ ორი ინგლისური სიტყვის - „ქორ-ის“ და „ქუალიტის“ (ბირთვი
და ხარისხი) კომბინაციაა და საუკეთესოდ გამოხატავს ავტომობილის დანიშნულებას. სახელში
სოლიდურობა, მდიდრულობა და უახლესი ტექნოლოგიებია შერწყმული და ერთ მთლიანობას
ქმნის, რომელმაც „კიას“ იმიჯზე შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ფაქტობრივად, როგორც
ფლაგმანს შეეფერება, „ქუორისი“ კორეული კომპანიის ახალი სახე უნდა გახდეს.
„ამ განსაცვიფრებელი სედანისთვის ასეთი უჩვეულო
სახელის მინიჭებით, ჩვენ მყიდველთა ახალი წრის მოზიდვა გვსურს, ისეთისა, რომელიც
ადრე „კიასკენ“ არც იყურებოდა. ამ ავტომობილით, ჩვენი კომპანია მისთვის უცხო სეგმენტში
შეაბიჯებს“, - ამბობს ო.
სამხრეთ
კორეის ბაზრისთვის განკუთვნილი „ქუორისი“, 3.3 და 3.8-ლიტრიანი V6 ძრავებით
აღიჭურვება. პირველის სიმძლავრე 296 ცხენის ძალა, მეორისა კი 329 ცხენის ძალაა.
ორივე შემთხვევაში, ძრავს 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება, რომელიც ამძრავ
ძალას უკანა ბორბლებს მიაწვდის. სავარაუდოდ, ამერიკელ მყიდველს, V8
ძრავით აღჭურვილ სედანებსაც შესთავაზებენ.
No comments:
Post a Comment