Friday, September 7, 2012

„ლენდ როვერმა“ „დეფენდერი“ გაამრავალფეროვნა

2013 Land Rover Defender Introduces New Colors and Options
7 სექტემბერი

ოღონდ, განახლება მინიმალურია - ეს ავტომობილი უკვე ათწლეულების განმავლობაში, პრაქტიკულად არ იცვლება და მისი რადიკალური სახეცვლილება მოსალოდნელი არც იყო. ეგ კი არა, ძალიან გასაკვირი იქნება, თუ ახალი „დეფენდერის“ გამოშვების შემდეგ, ბრიტანული კომპანია ძველის წარმოებას შეწყვეტს...
მოკლედ, მომავალ სამოდელო წელს, „ლენდ როვერი“ „დეფენდერის“ მყიდველს სამ დამატებით ოპციას და ორ ახალ ფერს - ვაროლო ბლექს და ჰავანას შესთავაზებს. პირველ ოპციაში შედის ოთხი ახალი ფერი, რომლებიც აუცილებლად, ძარის დანარჩენი ფერისგან განსხვავებული უნდა იყოს. ამიერიდან, ფუძი უაითის (ფუძი - მთა იაპონიაში - თეთრის) გარდა, მყიდველს შესაძლებლობა ექნება, სანტორინი ბლექ (სანტორინი - ბერძნული კუნძული ეგეოსის ზღვაში - შავი), ინდუს სილვერი (ინდური ვეცხლისფერი), ორკნი გრეი (ორკნი - კუნძულები შოტლანდიის ჩრდილოეთით - რუხი) და ფირენცე რედ (ფლორენციის წითელი) შეარჩიოს.
თანაც, ყველა ფერს თავისი საკონტრასტო ფერი აქვს, რომლითაც სახურავი შეიღებება. მაგალითად, ფლორენციულ წითელ ფერში შეღებილ ძარას, სანტორინულ შავი ფერის სახურავს შეუხამებენ, ბალტიურ ლურჯში შეღებილს კი - ინდურ ვერცხლისფერს.
მეორე ოპციაში შედის ახალი სავარძლები, რომლებიც გვერდითა ზორბა საყრდენებით გამოირჩევა. ისინი ნაწილობრივ ტყავითაა გაწყობილი და მათზე „ლენდ როვერის“ ლოგოა აღბეჭდილი. ასეთი სავარძლების დაყენება მხოლოდ წინაა შესაძლებელი. მესამე ოპციაში გაუმჯობესებულ აუდიო სისტემასთან ერთად, ბლუთუთ კავშირის სისტემა და კომპანია „ალპინის“ წარმოების სპიკერები შედის.
რაც შეეხება აგრეგატებს, „დეფენდერს“ ამ მხრივ სიახლე არ აქვს. ის ისევ 2.2-ლიტრიანი ტურბოდიზელითაა აღჭურვილი, რომელიც 120 ცხენის ძალას იძლევა. მისი დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 14.7 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 145 კმ/სთ-ს აღწევს. „ლენდ როვერის მონაცემებით, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა 266-295 გრამია.
ახალი „დეფენდერის“ გაყიდვები ბრიტანეთში დღე-დღეზე დაიწყება და მისი საბაზო ფასი 22 350 გირვანქა სტერლინგი იქნება.




ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment