7 სექტემბერი
ალესანდრო ძანარდი ორგზის პარალიმპიური ჩემპიონი
გახდა. ხელის პრდლიანი ველოსიპედებით საგზაო რბოლაში, მას ავტომრბოლის თვისებები
გამოადგა - ბრენდს ჰეჩის ავტოდრომის ბოლო მოსახვევიდან გამოსულმა, ოპტიმალური
ტრაექტორია შეარჩია და ჯგუფურ სპრინტში, პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.
ამჯერად, რბოლის მონაწილეებმა 64 კილომეტრი (16 წრე)
გაიარეს, რაზეც ორ საათზე მეტი დასჭირდათ. ამჯერად ვან დიკი ვერცხლის მედალს
დასჯერდა, ფინიშთან მესამე კი ბელგიელი ვიმ დეკლერი მივიდა. უნდა ითქვას, რომ
ძანარდის მესამე ოქროს მოპოვების შანსიც აქვს - დღეს გუნდური ესტაფეტა ტარდება,
რომელშიც იტალიელები ფავორიტთა შორის იქნებიან.
„ასეთი
დაძაბული რბოლის მოგება სიამაყით მავსებს. ეს იმის ნიშანია, რომ მე უნივერსალი (ველო)მრბოლი
ვარ. თუნდაც უფეხოდ. რბოლის დროს, მაქსიმალურად ვცდილობდი ენერგიის დაზოგვას.
ვიცი, რომ კარგი სპრინტერი ვარ და ამიტომ თავდაჯერებული ვიყავი. ჩემმა ტაქტიკამ გაამართლა.
თუმცა, რბოლა ისე მაინც არ წარიმართა, როგორც ვგეგმავდი. ვფიქრობდი, რომ თავიდანვე
დავწინაურდებოდი, მაგრამა სე არ მოხდა. თუმცა, პირველი ოთხი წრის განმავლობაში,
მეტოქეებს ვაკვირდებოდი და ტაქტიკა გზაში შევცვალე. ამ ტაქტიკით, ჩემი მიზანი
ენერგიის დაზოგვა იყო. აღმართში სულს ვითქვამდი. ამ დროს სხვები მასწრებდნენ.
მაგრამ დაშვებისას ვეწეოდი და პოზიციას ვიბრუნებდი. მოკლედ, ჩემი ძალა კარგად
გავანაწილე“, - ნარბოლევს განაცხადა ძანარდიმ.
ასევე წაიკითხეთ:
No comments:
Post a Comment