Friday, September 7, 2012

შუმახერის ვარიანტები


Schumacher - A Viable Replacement for Massa at Ferrari
Michael Schumacher tipped for Mercedes team role if he retires from Formula 1
7 სექტემბერი
მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში, ფ1-ის პადოკში გავრცელებული ჭორების მთავარი პერსონაჟი ლუის ჰამილტონია, ეს ჭორები მაინც მიხაელ შუმახერთანაა დაკავშირებული, რადგან ჰამილტონის „მერსედესში“ გადასვლა, გერმანელი მრბოლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

თუ მიხაელი „მერსედესში“ თავის ადგილს დათმობს, ამ ადგილის შევსების მთავარი პრეტენდენტი სწორედ ჰამილტონია. მაგრამ სად წავა შუმი? ამ კითხვაზე სწორი პასუხი ალბათ უფრო საინტერესოა, ვიდრე ჰამილტონის არჩევანი.
სად წავა და, შესაძლოა, სამქიმიანებთანვე დარჩეს - მათი შეფი როს ბრაუნი არ გამორიცხავს, რომ შუმახერმა გუნდის მენეჯმენტში გადაინაცვლოს. თავად შუმახერი ამბობს, რომ თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას ოქტომბერში მიღებს.
„ეს შესაძლებელია. თუმცა ჩვენ ამ თემაზე კონკრეტულად არ გვისაუბრია და რა თქმა უნდა, არც ისაა განსაზღვრული, თუ რა როლს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ამ ვარიანტს დათანხმდება. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი რჩევები და მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე, გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იქნება“, - ამბობს ბრაუნი და დასძენს: „არა მგონია, ის ისეთივე სამუშაოს დათანხმდეს, როგორსაც ჩვენ ვასრულებთ, ანუ ყოველდღიურს. მაგრამ მას სპორტი უყვარს, მას რბოლები უყვარს და სიამოვნებით ღებულობს მონაწილეობას მანქანის სრულყოფაში. და აკვირდბა გუნდის მუშაობას“.
ახლახანს კი შუმახერის შესახებ ჭორებს ახალი მიმართულება მიეცა - „სკაი სპორტსის“ ფ1-ის კომენტატორი დევიდ კროფტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შუმახერი შეიძლება „ფერარიში“ დაბრუნდეს! რა თქმა უნდა, იქ ბრაზილიელ ფელიპე მასას შეცვლის.
„როგორც ჩანს, შუმახერი „მერსედესს“ დატოვებს, მაგრამე ეს არ ნიშნავს, რომ სულ წავა. იტალიურ გუნდში ჯერაც არაა გადაწყვეტილი მასას საკითხი. და შესაძლოა, მიხაელი სწორედ მის ნაცვლად მიიწვიონ. ის ალბათ ალონსოს კონკურენციას ვერ გაუწევს, თუმცა არც მოდუნების საშუალებას მისცემს და გუნდსაც ქულების მარაგის შევსებაში დაეხმარება. მიხაელმა „მერსედესში“ სამი უფერული სეზონი ჩაატარა, მაგრამ ეს მისი ბრალი არ იყო. ვფიქრობ, მას ჯერაც არ დაუკარგავს ის მაგიური მიზიდულობა, რომელიც „ფერარის“ დააინტერესებს“, - ამბობს კროფტი.
რაც შეეხება ჰამილტონისა და „მერსედესის“ გარიგებას, ის შესაძლოა ვალდებულებების განსაზღვრა იყოს. კერძოდ, შეტანხმების მიხედვით, თუ ჰამილტონი „მაკლარენის“ დატოვებას განიზრახავს, პირველ რიგში, „მერსედესს“ დაელაპარაკება. და ბოლომდე არც ეს ნიშნავს, რომ გერმანულ გუნდში გადავა...


ასევე წაიკითხეთ:
40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/40-500.html


ძანარდი ინდი 500-ზე ოცნებობს

No comments:

Post a Comment