7 სექტემბერი
საინტერესოა, „მერსედესში“ მის ადგილსაც ხომ არ
დაიკავებს? ეს თემა იმდენად აქტუალურია, რომ ასეთი პარალელის გავლებაც ბუნებრივად
მოსჩანს. არადა, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. პირველი
პრაქტიკის შემდგ, „მერსედესის“ შეფმა როს ბრაუნმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა,
მიხაელ შუმახერს გუნდის მმართველობაში შესთავაზონ ადგილი. ირიბად ეს იმას შეიძლება
ნიშნავდეს, რომ სამქიმიანები დიდი გერმანელის წასვლისთვის ემზადებიან. და თუ ასეა,
მაშინ ლუის ჰამილტონის მათთან შესაძლო გადასვლის ხმებს რეალური საფუძველი ჰქონია.
მოკლედ, ჰამილტონმა შუმახერის პირველი პრაქტიკის
საუკეთესო დრო ოდნავ გააუმჯობესა. ორივე პრაქტიკაზე მეორე იყო მისი თანაგუნდელი ჯენსონ
ბატონი, ვისაც მონცაზე მეორე ადგილების ერთგვარი ტრადიცია აქვს - წინა სამ სეზნში
რბოლა სწორედ მეორემ დაასრულა.
მესამე
დრო ჰქონდა ფერნანდო ალონსოს, მაგრამ ესპანელს ორივე პრაქტიკაზე პრობლემები
ჰქონდა. ის ორივე პრაქტიკაზე გაჩერდა. მეორეზე კი აშკარა ნიშნები იყო იმისა, რომ
მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი დაზიანდა. თუმცა, ეს „ფერარის“ ჯერ არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, რომ ალონსო ჩემპიონატის ლიდერია და 24 ქულას უგებს უახლოეს მდევარ სებასტიან
ფეტელს, რომელსაც ამჯერად მე-13 დრო ჰქონდა.
იტალიის დიდი პრიზი
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:25.290
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:25.328
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:25.348
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:25.430
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:25.446
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:25.504
7. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:25.546
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:25.547
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:26.068
10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:26.094
11. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:26.104
12. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ლოტუსი) 1:26.157
13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:26.394
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:26.404
15. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:26.724
16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:26.730
17. ბრუნ სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:26.783
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:26.841
19. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:26.864
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1:27.222
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:27.944
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:27.968
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:28.575
24.
ნარაინ კართიკეიანი (ინდთი, ისპანია) 1:28.779
ასევე წაიკითხეთ:
40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან
No comments:
Post a Comment