Friday, September 7, 2012

ბატონი ჰამილტონის „მაკლარენში“ დარჩენას მოელის


Button expects Hamilton to stay at McLaren
7 სექტემბერი
ჯენსონ ბატონი ფიქრობს, რომ მომავალ სეზონშიც მისი თანაგუნდელი ლუის ჰამილტონი იქნება, ვინც არც კი ცდილა იმ გავრცელებული ხმების უარყოფას, რომელთა მიხედვითაც, მომავალ სეზონში მას „მერსედესში“ ვიხილავთ.

ჰამილტონს „მაკლარენთან“ კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება. მისი მენეჯერები გუნდთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, თუმცა იტალიის დიდი პრიზის წინ, ბიბისის ეთერში ედი ჯორდანმა განაცხადა, რომ მან ჰამილტონის „მერსედესში“ გადასვლის შესახებ შეიტყო.
მითქმა-მოთქმა უფრო მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კითხვაზე, „თუ გაქვთ გადაწყვეტილი, სად იქნებით მომავალ სეზონში“? ჰამილტონმა მოკლედ უპასუხა - „არა“. ამას სხვა კუდები მოება. მაგალითად ის, რომ ბრაუნმა განაცხადა, შუმახერი გუნდში სხვა პოსტზეც დაგვჭირდებაო. ახლახანს კი შუმახერის „ფერარიში“ შესაძლო გადასვლაზეც ალაპარაკდნენ. ვინ იცის, იქნებ ამ ჭორს იმანაც მისცა ბიძგი, რომ თავისუფალი პრაქტიკების დროს, ტრიბუნაზე შუმახერს არანაკლები (თუ უფრო მეტი არა) ფანი ჰყავდა, ვიდრე „ფერარის“ ჯილა ფერნანდო ალონსოს.
არადა, ამ აყალ-მაყალში ყველას გამორჩა ჰამილტონის პასუხი კითხვაზე - თქვენთვის რით შეიძლება იყოს მიმზედველი „მერსედესიო“. წარმოდგენა არ მაქვს, ამაზე არც კი მიფიქრიაო, - იყო ბრიტანელის პასუხი, რომლის გაგონების შემდეგაც, ჭორებიც უნდა დასრულებულიყო - ასეთი დონის პილოტი გუნდს არ გამოიცვლის, თუ არც კი უფიქრია იმ გუნდზე, რომელშიც უნდა გადავიდეს!
არის კიდევ ერთი სოლიდური არგუმენტი იმისა, რის გამოც, ჰამილტონი „მაკლარენიდან“ არ უნდა წავიდეს: „მაკლარენი“ ფ1-ის ისტორიაში მეორე ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. „მერსედსს“ კი, რაც ფ1-ს დაუბრუნდა, ერთადერთი მოგება აქვს. ჰამილტონმა ახლახანს განაცხადა, მჭირდება მხოლოდ ის გუნდი, რომელიც კონკურენტუნარიან მანქანას მომცემს, ისეთს, რომლითაც გამარჯვებისთვის ვიბრძლებო. და ფული ჩემთვის მეორეხარისხოვანიაო.
თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ, ჰამილტონისგან რომ გარკვეული პასუხი ვერ მიიღეს, რეპორტიორებმა ეს თემა ბატონტან წამოჭრეს. ჯენსონმა კი გაგვახსენა, რომ ლუისი ფ1-ში „მაკლარენის“ წყალობით მოხვდა და თუ რამეს მიაღწია, ესეც მეტწილად ამ გუნდის დამსახურებააო. და ამიტომ, არსად წამსვლელი არააო.
„ყველანი ვკითხულობთ ჟურნალ-გაზეთებს და ინტერნეტს. ძალიან გამიკვირდა, როდესაც გუშინ ამ თემაზე ინფორმაცია წავიკითხე. ვერანაირად ვერ დავიჯერებ, რომ ამ ინფორმაციას სიმართლესთან რამე საერთო აქვს. ვფიქრობ, მომავალ სეზონშიც იგივე თანაგუნდელი მეყოლება“, - განაცხადა ბატონმა, ვინც „მაკლარენში“ სწორედ „მერსედესიდან“ (მაშინ ბრაუნი ერქვა), რომელთან ერთადაც, 2009 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
სხვათა შორის, გუნდის შეცვლისას, ბატონის მთავარი მოტივაცია, დიდი გამოწვევა იყო. „მაკლარენში“, ჰამილტონტან გადასვლა კი სწორედ საუკეთესო ვარიანტი იყო. მაშინ თქვეს კიდეც (ჯეკი სტიუარტმა), ბატონი ლომის ბუნაგში გადავიდა, რაც შეცდომა იყოო. მაგრამ ჯენსონი ამ გამოწვევას ისე გაუმკლავდა, როგორც ნამდვილ ჩემპიონს შეეფერებოდა და ახლა ის „მაკლარენის“ სრულფასოვანი წევრია, რომელსაც ლომის (სტიუარტი ლომად ჰამილტონს მოიაზრებდა) არანაირი შიში არ აქვს!
მოკლედ, ამ სილი სეზონში ყველაზე რეალურად სწორედ ბატონის ვერსია მოჩანს, თუმცა ფ1-ში ყოველთვის აქტუალურია პრინციპი - არასდროს თქვა არასდროს...


ასევე წაიკითხეთ:
40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/40-500.html

ძანარდი ინდი 500-ზე ოცნებობს

No comments:

Post a Comment