Friday, September 7, 2012

ინტერნეტში „მინი პეისმენის“ ბუნდოვანმა ფოტოებმა გაჟონა

Mini Paceman photos leaked ahead of debut
7 სექტემბერი
 როგორც ჩანს, ეს გაჟონვა თავად „მინის“ მოწყობილია, ოღონდ ამისათვის შუამავლად თავისივე ფან-ჟურნალ „მინი სპეისი“ გამოიყენა. ჟურნალისგან ფოტოები „მოტორინგფაილ.კომ-მა“ მოიპოვა, მაგრამ ძალიან მალე, გამოცემას „მინისგან“ თხოვნა მიუღია, რომ ეს ფოტოები ამოეღო. რაზეც თანხმობა მიიღო. თუმცა, ინტერნეტში რამდენიმე წუთიც საკმარისია იმისათვის, რომ ინფორმაცია სხვებმაც აიტაცონ. და „პეისმენის“ ამ ფოტოებმაც სწორედ ასე, ხელიდან ხელში გაიარა და ჩვენამდეც მოაღწია...

სხვათა შორის, „მინი სპეისმა“ „მოტორინგფაილ.კომ-ს“ რომ ფოტოების ამოღება სთხოვა, ისიც დაამატა, რომ ერთი კვირის შემდეგ, ეს ინფორმაცია საჯარო გახდება. როგორც ჩანს, ერთ კვირაში ან „მინი სპეისის“ მორიგი ნომერი გამოვა, სადაც „მინის“ კუპე-ქროსოვერს ვნახავთ, ან ამ ავტომობილს თავად მწარმოებელი გაგვაცნობს. სხვათა შორის, ჟურნალში უშუალოდ „პეისმენზე“ არაა ლაპარაკი. სტატია გასტრონომიულ თემაზეა და მასში ტრანსპორტის საშუალებად „პეისმენია“ გამოყენებული.
„მოტორინგფაილი“ იტყობინება, რომ „მინი პეისმენს“ ბრიტანული კომანია მალე გაგვაცნობს, მის პრემიერას კი პარიზის მოტორ შოუზე ჩაატარებს. ეს ავტომობილი პირველად ევროპელი დილერების შოურუმებში, ნოემბერში გამოჩნდება.
„პეისმენი“ ქროსოვერ „ქანთრიმენის“ სპორტული ვარიანტია. მას უფრო დაბალი სახურავი, 10 მილიმეტრით დადაბლებული კლირენსი და 20 კილოგრამით შემცირებული წონა აქვს. ძრავებსაც მთლიანად „ქანთრიმენისას“ გაიზიარებს. შესაბამისად, მყიდველს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს „პეისმენის“ შემდეგი ვერსიები: „კუპერი“, „კუპერ S“, „კუპერ D“, „კუპერ SD“.



ასევე წაიკითხეთ:

ახალი „ფორდ ფოკუსი“ მსოფლიოს ბესტსელერია


„ფოლკსვაგენ გოლფი“ მეშვიდე სიცოცხლეს იწყებს 

No comments:

Post a Comment