Friday, September 7, 2012

ჰამილტონს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია


Lewis Hamilton insists no decision made on his Formula 1 future
7 სექტემბერი
იტალიის დიდ პრიზზე, ჯერჯერობით მთავარი თემა, ლუის ჰამილტონის მომავალია. სხვადასხვა სანდო ვერსიით, ის „მერსედსში“ გადასვლას აპიებს. „მაკლარენი“ ამ ხმებს ჭორებს უწოდებს, თავად ჰამილტონმა კი განაცხადა, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

კითხვაზე, საკონტრაქტო მოლაპარაკებისას, რა არის მისი მთავარი კრიტერიუმი, ჰამილტონი პასუხობს, რომ მას სჭირდება მანქანა, რომლითაც გამარჯვებისთვის ბრძოლას შეძლებს: „მე გამარჯვება მინდა. საერთოდ, ყოველთვის ესაა მიზანი, გინდა, ყოველწლიურად გამარჯვებული იყო. სწორედ ესაა ჩვენი და გუნდების მამოძრავებელი. ახლა ჩემი მიზანია, იქ ვიყო, სადაც გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი მექნება“.
ჰამილტონს საერთოდ არ ეტყობოდა დაბნეულობა იმ ჭრების გამო, რომლებიც მის მომავალს ეხება. ამასთან დასძენს, რომ ამ ეტაპზე, მისი მთავარი მიზანი, მიმდინარე სეზონში, ცხრილის სათავეში მოქცევაა.
„მე „მაკლარენში“ ვარ, ჩვენ ბოლო ორი რბოლა მოვიგეთ და იმედია, ასე გავაგრძელებთ. ახლა სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებული. გადაწყვეტილების მიღებისთვის ვადა არავის მოუცია. უბრალოდ, ახლა მთავარი ისაა, რომ შემდგომი რბოლებისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. ჯენსონმა და მე დავამტკიცეთ, რომ მანქანას და ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი გააჩნიათ. ჰოდა, ჩემთვის ახლა მთავარი სწორედ ესაა და არა მომდევნო სეზონი“, - ამბობს ჰამილტონი.


ასევე წაიკითხეთ:
ერთი-ერთზე ლე მანთან


40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/40-500.html


ძანარდი ინდი 500-ზე ოცნებობს

No comments:

Post a Comment