7 სექტემბერი
შარშან „ტოიოტამ“ ჩინეთში 900 000 ავტომობილის
რეალიზება შეძლო, მაგრამ იაპონური კომპანია ამას არ სჯერდება და 2015 წლისთვის
გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს. ამის შესახებ, ჩინურ ქალაქ შენდუში გამართულ საავტომობილო
კონფერენციაზე, „ტოიოტას“ აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა აცუში ნიიმიმ
განაცხადა.
ცოტა არ იყოს, ძნელად მისაღწევად შეიძლება ჩანს,
თუმცა „ტოიოტა“ უსაფუძვლოდ მიზნებს არ ისახავს. ამასთან, იაპონური გაყიდვების
ნაბიჯ-ნაბიჯ გაზრდას აპირებს. კერძოდ, წელს მხოლოდ მილიონიანი ზღვარის გადალახვა
იგეგმება. მართალია, ზედიზედ ორი თვეა, კომპანიას ჩინეთში გაყიდვები უმცირდება,
მაგრამ ნიიმი ვარაუდობს, რომ მიზანი მიღწეული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ტოიოტას“
გლობალური გაყიდვების 12 პროცენტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე მოვა.
იაპონურ კომპანიას დაგეგმილი აქვს, რომ ეს პროცენტული
მაჩვენებელი, 2015 წლისთვის 15 პროცენტამდე გაზარდოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ
დროისთვის ჩინეთში გაყიდვები 1.8 მილიონს მიაღწევს. თუ ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების
ზრდა ახლანდელ ტემპს შეინარჩუნებს, ეჭვის შეტანაც არ ღირს იმაში, რომ „ტოიოტა“
თავის მიზანს მიაღწევს...
ასევე წაიკითხეთ
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html |
No comments:
Post a Comment