Wednesday, September 7, 2011

”მაკლარენს” ჰამილტონის აგრესიის დაოკება არ სურს

McLaren says it won't ask Hamilton to change aggressive style
7 სექტემბერი
ჰამილტონის მანქანა ბელგიაში
ავარიის შემდეგ
”მაკლარენი” აცხადებს, რომ არ აპირებს, ლუის ჰამილტონს თავისი აგრესიული სარბოლი სტილის შეცვლა მოსთხოვოს, რამაც ბრიტანელს ამ სეზონში რამდენჯერმე ცუდი სამსახური გაუწია. უფრო მეტიც, სწორედ ამ ჭარბი აგრესიის გამო, მან ბელგიაში დასანანი შეცდომა დაუშვა, რამაც რბოლას გამოთიშა და პრაქტიკულად დააკარგვინა ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი.

Tuesday, September 6, 2011

”ჰიუნდაიმ” ახალი i30 გვაჩვენა

Hyundai Lifts the Covers Off its Focus-Rivaling i30 Hatch
6 სექტემბერი

ფრანკფურტის მოტორ შოუს გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, ”ჰიუნდაიმ” თავისი მთავარი საგამოფენო სიახლის - C სეგმენტის ჰეჩბეკ i30-ის ფოტოები გაავრცელა. ამ ავტომობილით, რომელიც კომპანიის რიუსელსჰაიმის (გერმანია) ტექნიკურ ცენტრშია შემუშავებული, კორეელები კონკურენციას ისეთ პოპულარულ ავტომობილებს გაუწევენ, როგორებიცაა ”ფოლკსვაგენ გოლფი”, ”ფორდ ფოკუსი” და ”რენო მეგანი”.

ასეთი იქნება ”ფორდის” მომავალი დიზაინი


Monday, September 5, 2011

”კიონიგსეგმა” ”ექვსი რეკორდი გააუმჯობესა


Koenigsegg Agera R Sets 6 New Production Car Speed Records

5 სექტემბერი

ამიერიდან, სუპერ ავტომობილების მწარმოებელ შვედურ კომპანია ”კიონიგსეგს” და მის მორიგ შედევრ ”აგერა R-ს”, სერიულ ავტომობილებს შორის, მსოფლიოს ექვსი რეკორდი ეკუთვნის. ეს მიღწევები ავტომობილმა ”კიონიგსეგის” საცდელ პოლიგონზე დაამყარა, რომელიც ენგელჰოლმში მდებარეობს.

”ფერარი” სწრაფია, თუ სატვირთო ”ვოლვო”?


ამ კითხვის დასმა ალბათ მკრეხელობად მიგაჩნიათ, მაგრამ ამ ქვეყნად ხომ შეუძლებელი არაფერია. მითუმეტეს, თუ სარბოლოდ მომზადებული სატვირთო გამწევის საჭეს მიუჯდებით, რომელსაც 16-ლიტრიანი, წყვილ ტურბოიანი დიზელის მხეცი ემსახურება თავისი 1 900 ცხენის ძალით და დამხმარე ელექტროძრავით, რომელიც დამატებით 200 ცხენის ძალასაც იძლევა.
გზის მეორე მხარეს უკვე გვარიანად მოძველებული ”ფერარი 360 სპაიდერი” ღმუის და მართალია, სიჩქარის აკრეფას უფრო სწრაფად ახერხებს, მაგრამ...
სჯობს, ამ უჩვეულო შეჯიბრის ვიდეო ნახოთ...

”ვოლვოს” ცილინდრების რაოდენობა აღარ აინტერესებს


New Volvo Concept Heading to Frankfurt to Showcase Engine and and Platform Tech
5 სექტემბერი
ფრანკფურტისთვის კონცეპტუალური სიახლე ”ვოლვოსაც” აქვს მომზადებული. ამ კონცეპციაში კი შვედური კომპანია, რომელიც ჩინელებს ეკუთვნის, იმ სიახლეებს გვიჩვენებს, რომლებმაც მისი მომავალი უნდა განსაზღვროს. ”ვოლვო” არ მალავს, რომ მალე მისი აქცენტი უსაფრთხოებიდან, დახვეწილ დიზაინსა და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე გადაინაცვლებს.

ინდიქარის კალენდარში ჩინეთს შეიტანენ

IndyCar Series close to confirming a round in China in 2012
5 სექტემბერი
ინდიქარის კალენდარში მალე ალბათ ჩინური ეტაპი გამოჩნდება. მსოფლიო სერიის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას აწარმოებს ცისქვეშეთის აღმოსავლეთში მდებარე საპორტო ქალაქ ქინდაოს ხელისუფლებასთან, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც, ჩინური ეტაპი უკვე მომავალი სეზონის კალენდარში ჩაჯდება. სხვათა შორის, ქინდაო იმითაა ცნობილი, რომ პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის აფროსნობის ტურნირებს უმასპინძლა.

ბრაზილიური ჯახი სტარტამდე

ბალტიმორის დიდი პრიზი. სტარტამდე, მოთელვისას, ტონი კანაანი უკნიდან ეჯახება ჰლიუ კაშტრუნევიშს. ამის მერე კანაანი სათადარიგო მანქანაზე გადაჯდა და რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა!

Sunday, September 4, 2011

”მერსედესი” კომპაქტურ როდსტერს ამზადებს

Mercedes-Benz is preparing a compact roadster
4 სექტემბერი
”მერსედს ბენცს” თავის ახალ, წინაამძრავიან კომპაქტურ პლატფორმაზე, რამდენიმე ახალი ავტომობილის გამოშვება აქვს აქვს გადაწყვეტილი. მათგან ოთხის შესახებ შტუტგარტელებმა ადრეც განაცხადეს - პირველი B-კლასის ჰეჩბეკი იქნება, რომლის პრემიერაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება. მას მოჰყვება ახალი A-კლასი, ოთხკარიანი კუპე BLS და კომპაქტური ქროსოვერი BLK.

”რენოს” შეფი სენას გამოსვლით კმაყოფილია

Renault boss Eric Boullier says Bruno Senna has boosted team
4 სექტემბერი
”რენოს” გუნდის შეფი ერიკ ბულიე ამბობს, რომ ბრუნო სენას კარგმა გამოსვლამ ბელგიის დიდ პრიზზე, გუნდის წევრებზე დადებითად იმოქმედა და ისინი საბრძოლველად განაწყო. სენამ კვალიფიკაცია მეშვიდე შედეგით დაასრულა და მართალია, რბოლის დასაწყისშივე შეცდა, მაგრამ საერთო ჯამში, ფრანგულ გუნდში მისი დებიუტი დადებითად შეფასდა.

კონცეპტუალური ”ევოს” – ”ფორდის” დიზაინის ახალი ენა

Ford Evos Concept Reveals Brand’s New Design Language
4 სექტემბერი
”ფორდი” მალე კორპორატიულ სტილს შეიცვლის. ამას თვითონ კომპანია ოფიციალურად ფრანკფურტის მოტორ შოუზე განაცხადებს და ამის დასტურად, იქ კონცეპტუალურ მოდელ ”ევოს-ს” წარადგენს. კომპანიის განცხადებით, ეს იქნება ”პირველი სრულიად ახალი გლობალური დიზაინის ენა”. საქმეში ჩახედული მკითხველი ალბათ კითხვას დასვამს, თუ ეს პირველი გლობალური სტილია, მაშ ”ნიუ ეჯ” და ”კინეტიკ დიზაინი” რაღა იყოო. მართალიც იქნება, მაგრამ რადგან თვითონ მწარმოებელი ასე გვეუბნება, დავუჯეროთ. მთავარია, რომ ახალი სტილი ძალიან მიმზიდველად და დინამიურად გამოიყურება.

Saturday, September 3, 2011

”ლენდ როვერი” ფრანკფურტში ახალ ”დეფენდერს” გვიჩვენებს

Next Land Rover Discovery Previewed by DC100 Concept
3 სექტემბერი
ეს მანქანა ასეთი უნდა იყოს - პირველ რიგში, ის უგზოობის პირობებში უნდა გრძნობდეს თავს კარგად და მერე ასფალტზეც. სათაური რომც არ წაგეკითხათ, ალბათ მიხვდებოდით, რაზეცაა ლაპარაკი. ”დეფენდერი”! ეს სახელი ”ლენდ როვერის” საწარმოო პროგრამიდან ახლახანს დროებით გაქრა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ამ ლეგენდარულ ავტომობილს წარსულს სამუდამოდ არავინ დაუტოვებდა და ასეც ხდება - ფრანკფურტში ინგლისური კომპანია ახალი ”მცველის” კონცეპტუალურ ვარიანტს გვიჩვენებს, სახელად DC100-ს.

ტოიოტას ელექტრომობილის რეკორდი ნურბურგრინგზე


”სიტროენის” კონცეპტუალური მინივენი ”ტუბიკი”


Citroën Unloads First Official Photos of Tubik Concept Van
3 სექტემბერი
ეს ჯერ ესკიზებია, თუმცა უკვე ვიცით, რომ ამ ავტომობილს ფრანკფურტის მოტორ შოუზე ვნახავთ. ისევე როგორც ბევრი სხვა კომპანია, ”სიტროენიც” წარსულის დიდებას გამოეტირა და საგამოფენოდ, წარსულში პოპულარულ მინივენ ”ტუბ-ის” რეტრო-ვერსია, სახელად ”ტუბიკი” მოამზადა.

იყიდება ლექსუს SC 430




2002 წლის, სრული პაკეტი, ძარაზე გადაკრულია კარბონის ფაქტურა, გარბენი 71 000 მილი, 4.3-ლიტრიანი V8 ძრავი, ხარჯი ქალაქში 12.7 ლიტრი. ფასი 24 000$
ტელეფონი: 571 57 75 75