Sunday, April 8, 2012

"გალფმა" თავისი სარბოლი გუნდი წარმოგვიდგინა


ვარდების მოედანზე, კომპანია "გალფმა" თავისი სარბოლი გუნდის პრეზენტაცია ჩაატარა. საზოგადოებას გააცნეს ფორმულა "ალფასა" და კლას "ლეჯენდსში" მონაწილე გუნდები, მათი მანქანები და მრბოლები. "გალფი" პირველი გუნდია, რომელმაც ახალი სეზონის წინ თავისი შემადგენლობა გაგვაცნო. პრეზენტაცია დრიფტერების აკომპანიმენტით ჩატარდა.

Saturday, April 7, 2012

ჰამილტონმა თანმიმდევრულობის დაფასება ისწავლა

Lewis Hamilton says he has learned the "value of consistency"
7 აპრილი
ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ მან თანმიმდევრულობის დაფასება ისწავლა და სულაც არ ადარდებს ის, რომ ორი მოპოვებული პოულის მიუხედავად, ამ სეზონში ჯერ რბოლა არ მოუგია. „მაკლარენის“ ბრიტანელმა მრბოლმა ამ სეზონის პირველი ორივე რბოლა - ავსტრალიასა და მალაიზიაში პოულ პოზიციიდან დაიწყო, თუმცა ორივე მესამე ადგილზე დაასრულა. ის ამბობს, რომ გასულმა სეზონმა ასწავლა - უმჯობესია, სტაბილურად აგროვოს ქულები, ვიდრე თავგამოდებით, ზედმეტი რისკის ფასად იბრძოლოს გამარჯვებისთვის.

„პინინფარინას“ ერთჯერადი „როლს როის ჰაიპერიონი“ აბუ დაბიში იყიდება

One-Off Pininfarina Hyperion Found for Sale in Abu Dhabi Dealership
7 აპრილი
„როლს როისის“ ავტომობილების ბრიტანელი კოლექციონერის, როლანდ ჰოლის შეკვეთით, „პინინფარინამ“ 2008 წელს მოდელი „ჰაიპერიონი“ დაამზადა. ცნობილი არაა, თუ რამდენი გადაიხადა შემკვეთმა, თუმცა ერთ წელიწადში მან თავისი ექსკლუზიური ავტომობილის გაყიდვა გადაწყვიტა და მასში 4.5 მილიონი ევრო მოითხოვა.

„სხვანაირი“ კონცეპტუალური „ასტონ მარტინი“

Aston Martin V8 Vantage Design Concept by Narcis Mares is Simplistically Beautiful
7 აპრილი
ზოგი დიზაინერი თავისი ავტომობილისთვის უხეშსა და აგრესიულ ფორმებს არჩევს, ზოგის გემოვნება კი უფრო რბილი და დახვეწილი გარეგნობას ანიჭებს უპირატესობას. ორივე შემთხვევაში, მთავარი ინდივიდუალობა და კორპორატიული იმიჯის შენარჩუნებაა. გამოცემა „ქარსკუპმა“ გაავრცელა რუმინელ დამოუკიდებელ დიზაინერ ნარცის მარესის ნამუშევარი, რომელმაც საავტომობილო ინტერნეტ გამოცემებში ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ უმალვე მათს გვერდებზეც გამოჩნდა.

„ლამბორგინი ფერუჩო“ - ლამბო ბეტმენისთვის

Batman, Your Ride has Arrived: New Lamborghini Ferruccio Design Study by Marc Hostler
7 აპრილი
წელიწადნახევარში „ლამბორგინის“ დაარსებიდან ნახევარი საუკუნე შესრულდება. რა თქმა უნდა, სანტ’აგატა ბოლონეზეში ამ თარიღს შესაბამისად შეხვდებიან. მათ გარდა, იუბილეს დამოუკიდებელი დიზაინერებიც ახალი იდეებით ხვდებიან. ამ თარიღს ისინი აუცილებლად მიუძღვნიან ორიგინალურ ქმნილებებს.

ანომალია ოთხ ბორბალზე: ძველი „ხოჭო“ „სუბარუ WRX STI-ს“ ძრავით

Killing Machine: 1973 VW Beetle with a Subaru WRX STI 2.0-liter Turbo Engine
7 აპრილი
„ფოლკსვაგენის“ ძველი „ხოჭო“, რომელიც ჰაერით გაგრილებადი 1.3-ლიტრიანი, 44-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი, ისედაც ძნელი სამართავი მანქანა ყოფილა. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ჯოჯოხეთი იქნება ამავე მანქანის საჭესთან ჯდომა, როცა ძველ ძრავას „სუბარუ WRX STI-ს“ 2.0-ლიტრიანი ჰორიზონტალურად ოპოზიტური ტურბომხეცით შეცვლით...

Friday, April 6, 2012

უგზოობის „ლამბორგინი“ ნიუ იორკს იდუმალად ესტუმრა

Lamborghini SUV
6 აპრილი
როგორი იდუმალებითაც ის იქ ჩაიტანეს, ისეთივე იდუმალებით გამოაპარეს და როგორც ჩანს, პეკინის გზას გაუყენეს, სადაც ფართო საზოგადოების წინაშე, იქაურ ავტო შოუზე წარსდგება. ნიუ იორკში კი მისი დახურული პრეზენტაცია შედგა, რომელსაც ამერიკელი დილერები და ალბათ, კომპანიის ის კლიენტები დაასწრეს, რომლებმაც ამ ავტომობილის შეძენის სურვილი წინასწარი შესატანით დაადასტურეს.

ორსახოვანი „ჰიუნდაი სანტა ფე“

Hyundai Reveals 2013 Santa Fe Sport and Santa Fe LWB for Seven at the New York Auto Show
6 აპრილი
სანტა ფე სპორტი
როგორც იქნა, „ჰიუნდაი სანტა ფეს“ მსოფლიო პრემიერის დროც დადგა. თანაც, ნიუ იორკის ავტო შოუზე, სადაც ეს ავტომობილი საზოგადოებამ პირველად იხილა, ის ორი ვერსიის სახით წარსდგა. მათგან ერთი ხუთადგილიანია და მას ჩრდლოეთ ამერიკაში „სანტა ფე სპორტის“ სახელით გაჰყიდიან, მეორე კი შვიდადგილიანია, მას შედარებით გრძელი ბაზა (ორივე სედან სონატას პლატფორმაზეა აგებული) აქვს და ეს უბრალოდ „სანტა ფე“ იქნება. კორეული კომპანიის განცხადებით, გრძელბაზიანი „სანტა ფე“ მოდელ „ვერაკრუსს“ ჩაანაცვლებს.

„სუბარუ XV ქროსტრეკი“ - პრემიერა ნიუ იორკში

2013 Subaru XV Crosstrek Debuts in New York, Goes on Sale this Fall
6 აპრილი
ეს ავტომობილი „სუბარუს“ ევროპელი დილერების შოურუმებში უკვე გამოჩნდა, ამერიკაში კი მისი დებიუტი ახლახანს, ნიუ იორკის ავტო შოუზე შედგა. ამერიკის ბაზარზე „სუბარუ XV ქროსტრეკის“ გაყიდვები მოგვიანებით დაიწყება. მყიდველს მას აღჭურვის ორი დონით შესთავაზებენ. ამასთან, ორივე შემთხვევაში, ავტომობილი 2.0-ლიტრიანი ჰორიზონტალურად ოპოზიტური ძრავით და სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღიჭურვება.

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი გახსნამდე 3 კვირით ადრე

Thursday, April 5, 2012

ალეზი ინდი 500-ზე გამოვა

Jean Alesi to contest Indianapolis 500 race with Newman/Haas
5 აპრილი
11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჟან ალეზი ფორმულა ერთიდან წავიდა. და აი, 47 წლის ფრანგმა დიდ რბოლებში დაბრუნება გადაწყვიტა. ოღონდ, ფორმულა ერთის ნაცვლად ის ამჯერად ინდიქარ-ის ბოლიდის საჭეს მიუჯდება. „ფერარის“, „ბენეტონის“, „ზაუბერის“, „ჯორდანის“, „პროსტის“ და „ტირელის“ ყოფილი მრბოლი ამჯერად ინდი 500-ზე (27 მაისს), სახელოვანი „ნიუმენ/ჰაასის“ საჯინიბოს მანქანით იასპარეზებს.

ფერდინანდ ალექსანდერ პორშე - 911-ის ავტორი, გარდაიცვალა

Ferdinand Alexander Porsche, the Father of the 911, Passes Away at Age 76
5 აპრილი
ადამიანი, რომელმაც ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილის, „პორშე 911-ის“ დიზაინი შეიმუშავა, ფერდინანდ ალექსანდერ პორშე, 76 წლისა, გაურკვეველი მიზეზის გამო, ზალცბურგში (ავსტრია) გარდაიცვალა.

"ბეემვე i8 სპაიდერი" მოძრაობაში (ვიდეო)

ამ ავტომობილის პრემიერა მალე პეკინის ავტო შოუზე შედგება და ის პეკინის გამოფენის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა გახდება. ბავარიული კომპანიის დახმარებით, ეს ავტომობილი უკვე გაგაცანით. ახლა კი მოძრაობაში მისი ნახვის დროც დადგა. ელექტრომობილი ძალიან მალე დამკვიდრდება ყოველდღიურობაში და ხომ უნდა ვიცოდეთ თუნდაც ის, თუ როგორ ხმას გამოსცემს ეს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილი?

„ფოლკსვაგენ Up!“ - მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილი

Volkswagen Up! named 2012 World Car of the Year
5 აპრილი
ფოლკსვაგენ Up!
ტრადიციისამებრ, ნიუ იორკის ავტო შოუს მეორე დღეს, მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილი სახელდება ხოლმე. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და კონკურსის ჟიურიმ, რომელშიც 25 ქვეყნის 64 საავტომობილო თემაზე მწერალი ჟურნალისტი შედის, ყველაზე გამორჩეული ოთხი ავტომობილი დაასახელა, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კი „ფოლკსვაგენის“ მინიავტომობილი Up! გახდა.

ქართველი მრბოლები ახალი სეზონისთვის და ტრასისთვის ემზადებიან

ფოტორეპორტაჟი