Wednesday, March 21, 2012

„მერსედეს-ბენც SL65 AMG“ - ახალი შტუტგარტელი მონსტრი

New Mercedes-Benz SL65 AMG Sports Bi-Turbocharged V12 with 621-Horses
21 მარტი
„მერსედის-ბენცის“ ორადგილიანი სუპერ ავტომობილი SL63 AMG, რომელიც 5.5-ლიტრიანი V8 წყვილ ტურბოიანი, 530-556-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი, თავისი კლასის ლიდერად ითვლება. მაგრამ არიან ისეთი მყიდველები, ვისთვისაც ეს ავლა-დიდებაც კი ცოტაა და ისინი უფრო მეტს ითხოვენ. რას იზამ, რახან ითხოვენ, უნდა მიიღონ კიდეც - ეს ბაზრის კანონია. და სამქიმიანებმაც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტეს.

„პორშე ბოქსტერს“ „ფოლკსვაგენის ქარხანაში გამოუშვებენ

Volkswagen to build new Porsche Boxster
21 მარტი
მართალია, „ფოლკსვაგენმა“ ჯერ ვერ მოახერხა თავის ოჯახში „პორშეს“ გაწევრიანება, მაგრამ ორ გერმანულ კომპანიას შორის ურთიერთობა სულ უფრო მყარდება. ამის მორიგი დასტურია ის ფაქტი, რომ ახალ „ბოქსტერს“ „ფოლკსვაგენის“ ოსნაბრუკის ქარხანა გამოუშვებს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ „პორშეს“ ცუფენჰაუზენის ქარხნის სიმძლავრე სრულადაა ათვისებული და ის მოთხოვნებსაც კი ძლივს აკმაყოფილებს.

„ჰიუნდაი“ „სონატას“ და „ჯენეზისს“ განაახლებს

Hyundai CEO Says Redesigned Sonata Coming in 2014, Revamped Genesis Sedan in 2013
20 მარტი
სონატა
სააგენტო როიტერსთან საუბრისას, „ჰიუნდაი მოტორ კომპანის“ მთავარმა აღმასრულებელმა კიმ ჩუნ-ჰომ განაცხადა, რომ მისი კომპანია, საშუალო ზომის სედან „სონატას“ განახლებას 2014 წელს აპირებს. მანამდე კი ბაზარზე ასევე განახლებული, უფრო დიდი ზომის სედანი „ჯენეზისი“ გამოვა. ამასთან, ჩუნ-ჰოს არ დაუკონკრეტებია, ამ ორ ავტომობილს საფუძვლიანი ფეისლიფტინგი ელის, თუ მათი შემდეგი თაობის მოდელები მზადდება.

„სუბარუ BRZ-სა“ და „ტოიოტა GT 86-ზე“ შეკვეთების ბუმია

Subaru targets 100,000-unit goal for BRZ, Toyota GT 86 and Scion FR-S production
20 მარტი
რამდენიმე დღის წინ, „სუბარუმ“ თავის გუნმას ქარხანაში (ოტა სიტი, იაპონია) ორი უკანაამძრავიანი კუპეს - „სუბარუ BRZ-ის“ და „ტოიოტა GT 86-ის“ წარმოება დაიწყო. სპეციალურად ამ ორი ავტომობილისთვის და ახალი „სუბარუ იმპრეზასთვის“, რომლის წარმოებაც მერმისს დაიწყება, გუნმას ქარხანას მოდერნიზაცია ჩაუტარდა.

ჩინური მარყუჟი (ვიდეო)

ამ მრბოლის სახელია ლი იატაო (ჩინეთი), მანქანა „იონმან ლოტუს L5“ (იონმანი ის ჩინური კომპანიაა, რომელიც „სააბის“ ყიდვას ცდილობს). მარყუჟის დიამეტრია 19.6342 მეტრი. ავტომობილით ასეთი დიდი მარყუჟი ჯერ არავის გაუვლია. ლი იატაოს გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის შანსი აქვს...

Tuesday, March 20, 2012

კარლოს გონმა „დაცუნის“ აღდგენა დაადასტურა

Carlos Ghosn Officially Confirms Rebirth of Datsun Brand in 2014, Reveals New Logo
20 მარტი
რამდენიმე კვირის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „ნისანი“ თავისი მივიწყებული და ერთ დროს ძალიან პოპულარული ბრენდის, „საცუნის“ აღდგენას აპირებს. მაგრამ მაშინ ეს ინფორმაცია დადასტურებული არ იყო. და აი, „რენო-ნისანის“ ალიანსის  მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა ოფიციალურად განაცხადა, რომ „დაცუნს“ აღადგენს და საზოგადოებას მისი ახალი ლოგოც ოფიციალურად წარუდგინა.

რაიკონენი სეპანგზე კვარცხლბეკს უმიზნებს

Kimi Raikkonen sets sights on Sepang podium for Lotus
20 მარტი
კიმი რაიკონენი არ მალავს, რომ მალაიზიის დიდ პრიზზე, კვარცხლბეკზე ასასვლელად იბრძოლებს. მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ფორმულა ერთს და პირველივე რბოლაში, მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიკაციაზე ჩაფლავების გამო, სტარტი უკანა რიგებიდან აიღო, საბოლოოდ ფინიშთან მაინც ქულებში მოვიდა. რაც მთავარია, „ლოტუსის“ მანქანის ბრძოლისუნარიანობა, რომელიც პირველად ხერესის და ბარსელონას ტესტებზე გამოვლინდა, მელბურნის რბოლაში დადასტურდა.

„პორშე“ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ 918-ს პრემიერისთვის ამზადებს

Development of Porsche 918 supercar progressing nicely
20 მარტი
ამ ავტომობილმა ორი წლის წინ, ჟენევის მოტორ შოუზე, ნამდვილი ფურორი მოახდინა. მას უმალ უწოდეს 21-ე საუკუნის სუპერ ავტომობილი. გამოფენაზე მიღებულმა გამოხმაურებებმა „პორშეს“ ხელმძღვანელობა აღტაცებული დატოვა. იმდენად, რომ ამ ავტომობილის ბაზარზე გამოსაყვანად, მაშინვე დაისახა მეტად შემჭიდროებული გრაფიკი. ალბათ გაგახსენდათ - „პორშე 918“...

Monday, March 19, 2012

„ფიატმა“ მარკიონეს 19 მილიონი დოლარი გადაუხადა

Fiat Management to Meet with Italian Prime Minister to Discuss its Future
19 მარტი
„ფიატმა“ გამოაცხადა, რომ თავის მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს (ფოტოზე) გასული წლის ხელფასის სახით, 14.5 მილიონი ევრო (დაახლოებით 19 მილიონი დოლარი) გადაუხადა. აქედან 2.45 მილიონი ევრო ნაღდი ფულით, 12.01 მილიონი კი აქციების სახით. სამაგიეროდ „კრაისლერისგან“, რომლის მტავარი აღმასრულებელიცაა, მარკიონეს ცენტიც არ მიუღია.

სამწლიანი რიგი „პაგანი ჰუაირაზე“

Pagani Huayra
19 მარტი
ასეთ ავტომობილებს მხოლოდ ერთეულები ყიდულობენ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან ძვირი ღირს. მეორეც, ძალიან ცოტა მზადდება. იმდენად ცოტა, რომ ხანდახან მისი ყიდვის მსურველებს თვეების განმავლობაში რიგში დგომა უწევთ. ისეც ხდება ხოლმე, რომ ავტომობილის წაროება დაწყებული არაა, მასზე კი რიგები მაინც დგება.

„მაკლარენი“ სიჩქარის რეკორდებს არ გამოეკიდება

McLaren won't chase world speed record
19 მარტი
მელბურნში, ფორმულა ერთის სეზონის პირველ რბოლაზე დასასწრებად ჩასულმა „მაკლარენის“ შეფმა რონ დენისმა, ავსტრალიურ გამოცემა „სიდნი მორნინგ ჰერალდთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მისი კომპანია ამჟამად წარმოებისთვის ერთდროულად ორ ავტომობილს ამზადებს. ამათგან ერთი ლეგენდარული F1-ის შთამომავალი იქნება, მეორე კი კომპაქტური და ხელმისაწვდომი კუპე, რომელიც კომპანიის გამაში MP4-12C-ს დაბლა დაიკავებს ადგილს.

„ბენტლი“ „პორშესთან“ კონკურენციას მოერიდა

Bentley Boss Says Company Chose SUV over a Sports Car to Avoid Confrontation with Porsche’s 911
19 მარტი
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, „ბენტლიმ“ საავტომობილო სამყარო ორჯერ გააოცა. პირველად მაშინ, როცა გვამცნო, რომ უგზოობის ავტომობილის წარმოება გადაწყვიტა. მეორედ კი ახლახანს, ჟენევის მოტორ შოუზე, როცა ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია (EXP 9F) გვიჩვენა. ეს ავტომობილი იმდენად უშნო გამოდგა, რომ ინგლისურმა კომპანიამ, მისი დიზაინის შეცვლა ჟენევურ პრემიერამდევე გადაწყვიტა.

„ფოლკსვაგენი“ წარმოებისთვის ულტრა ეკონომიურ XL1-ს ამზადებს

Volkswagen XL1 prototype caught completely undisguised
19 მარტი
„ფოლკსვაგენი“ წარმოებისთვის კონცეპტუალურ XL1-ს ამზადებს. ეს ავტომობილი წარმოუდგენელი ეკონომიურობით გამოირჩევა. მისი მსოფლიო პრემიერა შარშან, ყარატის მოტორ შოუზე ჩატარდა. მაშინვე გამოცხადდა, რომ მისი შეზღუდული რაოდენობით წარმოება იგეგმება. სავარაუდოდ, XL1-ის წარმოება მერმისს დაიწყება და მას მხოლოდ 1000 ცალს დაამზადებენ.

„ოპელ ამპერა“ მონტე კარლოს რალიზე იასპარეზებს

Opel Ampera to Run at the 2012 Rally Monte Carlo
19 მარტი
ოღონდ, არა მონტე კარლოს კლასიკურ რალიზე. „ოპელი“ ამ რბოლის ეკოლოგიურ (ალტერნატივ ენერჯი) ვერსიაზე ექვსი ელექტრომობილით იასპარეზებს. იმ მოდელით, რომელიც „შევროლე ვოლტის“ ევროპული ანალოგია და რომელმაც ახლახანს ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება მოიპოვა.

Sunday, March 18, 2012

მალდონადოს ზედმეტმა ტემპერამენტმა უღალატა

Maldonado moment ruins promising start for Williams
18 მარტი
რომ არა ვენესუელელი პასტორ მალდონადოს ზედმეტი ტემპერამენტი, ახალი სეზონის პირველივე რბოლაში, ის „უილიამსს“ იმაზე მეტ ქულას შესძენდა, ვიდრე ტიტულოვანმა გუნდმა მთელი გასული სეზონის განმავლობაში მოაგროვა. 58-დან 57 წრის განმავლობაში, მალდონადო კონკურენტუნარიანი იყო.