30 ივნისი
ეს ორი ავტომობილი აგრესიული გარეგნობითაც და ტემპერამენტითაც
ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ, ყველა თვლის, რომ კონცეპტუალური „რენოს“ „ალპინ A110-50“,
1960-იანი წლების „ალპინ A110 ბერლინეტის“ ღირსეული შთამომავალია. რაც მთავარია,
კონცეპტუალური ავტომობილი ფრანგული კომპანიის ფანებმა მოიწონეს. და ახლა ყველა (რა
თქმა უნდა, ვისაც ასეთი ავტომობილის შეძენის ფინანსური უნარი აქვს) - ისინიც და
სხვებიც, მის სერიულ ვერსიას ელიან.













