15 აგვისტო
ნობუჰირო ტაძიმას ზედმეტსახელად მონსტრს ეძახიან...
რატომ? იმიტომ, რომ პაიკს პიკის ურთულესი და ძალიან საშიში რბოლა ზედიზედ ექვსჯერ
მოიგო და თანაც, ორჯერ ტრასის რეკორდიც დაამყარა, მათ შორის, მეორედ შარშან. ჰოდა,
მობეზრდა ამ „მონსტრს“ თავის თავთან შეჯიბრი და ამჯერად ელექტრომობილით იასპარეზა.
თანაც, უბრალო სტატისტობას კი არ აპირებდა, მეშვიდე გამარჯვება ჰქონდა დაგეგმილი
და არც რეკორდზე იტყოდა უარს.












