როუენ ატკონსონი ცხოვრებაშიც მისტერ ბინია. ყოველ შემთხვევაში, ამ ვიდეოზე ასე ჩანს :)
Tuesday, November 1, 2011
Monday, October 31, 2011
უიტმარში: ჰამილტონი საკუთარ თავს ზედმეტად აკრიტიკებს
Lewis Hamilton is being too hard on himself, says Martin Whitmarsh
31 ოქტომბერი
”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში ამბობს, რომ ლუის ჰამილტონი საკუთარ თავს ხშირად ზედმეტად აკრიტიკებს. მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი ბრიტანელი მრბოლისთვის მეტისმეტად გაჯერებულია ინციდენტებით, რის გამოც, მას ბევრი აკრიტიკებს და საკუთარ ტავს არც თავად აკლებს ხელს. თუმცა უიტმარში ყოველთვის იმეორებს, რომ ეს საჭირო არაა და მას კარგად ესმის, თუ რატომ ხდება ასე.მასა კვალიფიკაციაზე თავისი ავარიის შესახებ (ვიდეო)
Felipe Massa calls for changes to Buddh circuit kerbs after qualifying crash
31 ოქტომბერი
ინდურ რბოლაში, ფელიპე მასას ორჯერ ერთნაირი ავარია მოუვიდა - კვალიფიკაციასა და რბოლისას, მას ჯერ წინა მარჯვენა, შემდეგ კი წინა მარცხენა საკიდარი დაუზიანდა. ორივე შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბრაზილიელმა პილოტმა კერბზე უხეშად გაიარა. თავად მრბოლი ყველაფერს არასწორად მოწყობილ ბორდიურებს აბრალებს:
”მინი როდსტერის” ოფიციალური დებიუტი
MINI Roadster Makes its Official Debut
31 ოქტომბერი
”მინის” უახლოეს მომავალში თავისი სამოდელო გამის ათამდე გაზრდა აქვს დაგეგმილი, ამ ათიდან მეექვსე კი ორადგილიანი ”როდსტერი” გახდება, რომლის გაყიდვებიც მერმისს გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. თუმცა ბრიტანულმა კომპანიამ მისი სერიული ვერსიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა. ”როდსტერი” არის ზაფხულში ანონსირებული კუპეს ღიასახურავიანი ვერსია. ბრიტანული კომპანიის ისტორიაში, ის პირველი ორადგილიანი ღია ავტომობილია.
Sunday, October 30, 2011
”ჰიუნდაის” მოგება 21 პროცენტით გაიზარდა
Hyundai profit increases 21%, helped by sedan, SUV sales
30 ოქტომბერი
”ჰიუნდაიმ” გამოაცხადა, რომ მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მისი მოგება 21 პროცენტითაა გაზრდილი, რაც მეტწილად სედან ”სონატასა” და უგზოობის ”ტუსანზე” მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. სამი თვის განმავლობაში, გაყიდვებით მიღებულმა შემოსავალმა 1.92 ტრილიონი ვონი (დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარი) შეადგინა. შედარებისთვის, შარშან, მესამე კვარტალში, შემოსავალი 1.59 ტრილიონი ვონი იყო.
ფეტელმა პირველი ინდური დიდი პრიზიც მოიგო
Vettel cruises to victory in India
30 ოქტომბერი
სებასტიან ფეტელს ხშირად მეორე შუმახერს უწოდებენ. რა თქმა უნდა, ეს შედარება უადგილოა, თუმცა სადაო არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ისინი ერთი რამით ერთმანეთს ძლიერ ჰგვანან და ამ ერთ რამეს უსასრულო მოტივაცია ჰქვია.
Saturday, October 29, 2011
ფეტელის ინდური პოული
Sebastian Vettel secures 13th pole position of the season in India
29 ოქტომბერი
სებასტიან ფეტელმა ორგზის მსოფლიო ჩემპიონის წოდება ჯერ კიდევ იაპონიაში გაინაღდა, კორეაში კი ასეთივე წოდების მოპოვებაში თავის გუნდ ”რედ ბულ რეისინგს” შეუწყო ხელი. მაგრამ ამ უძლეველ ტანდემს მადა ჯერაც არ დაუკარგავს და ინდოეთში ისევ პოულ პოზიციაზე არიან. ფეტელმა ამ სეზონში თავისი მე-13 პოული მოიპოვა, ”რედ ბულისთვის” კი ეს მე-16 მოგებული კვალიფიკაციაა.
Friday, October 28, 2011
”აუდი” კონცეპტუალურ ელექტრომობილ ”ურბანს” გამოუშვებს
Audi Urban Concept
28 ოქტომბერი
”აუდი” კონცეპტუალურ ელექტრომობილ ”ურბანის” სერიულ წარმოებას გეგმავს. ეს ავტომობილი გერმანულმა კომპანიამ ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინა და სპეციალისტების და დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მას შემდეგ, პატარა, ღიაბორბლიანი ელექტრომობილი ბრიტანულ გამოცემა ”ქარ-ის” ჟურნალისტებმა გამოსცადეს და მათვე შეიტყვეს, რომ ”აუდი” მის წარმოებას გეგმავს.
ჰამილტონი სამი სასტარტო ადგილით დააჯარიმეს
Hamilton, Perez handed grid penalties
28 ოქტომბერი
ფორმულა ერთის ქარავანი ინდოეთს პირველად ეწვია. და პირველი თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ, უსწრაფესი მრბოლის წოდება ჯერჯერობით ”ფერარის” ფელიპე მასას ეკუთვნის. ორი სესიის ჯამში, მან წრე ყველაზე სწრაფად გაიარა. რაც მთავარია, მსოფლიოს აწ უკვე ორგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელს აჯობა, თუმცა მათ დროებს შორის განსხვავება მინიმალურია.
Thursday, October 27, 2011
”ჰიუნდაი ველოსტერმა” EURO NCAP-ის ხუთი ვარსკვლავი მიიღო
Hyundai Veloster Euro NCAP Five-Star Rating Announced
26 ოქტომბერი
ევროპის საგზაო უსაფრთხოების ორგანიზაციამ, სახელად EURO NCAP, ახალი ავტომობილების მორიგი ქრეშ ტესტები ჩაატარა, რომელთა შედეგადაც, ”ჰიუნდაის” უახლესმა ოთხკარიანმა კუპე ”ველოსტერმა” უმაღლესი შეფასება - ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა.
Wednesday, October 26, 2011
წყვილტურბოიანმა ფერარი 458 იტალიამ ლამბო ავენტადორს აჯობა
სატუნინგო კომპანია ”ანდერგრაუნდ რეისინგი” რადიკალური სუპერ ავტომობილების ტუნინგითაა ცნობილი. მის პროექტებს შორის, ყველაზე გამორჩეული, წყვილ ტურბოკომპრესორიანი ”ლამბორგინი გალიარდოა”. ამჯერად კი ტუნინგის ჩრდილოეთ კაროლინელებმა კი ჭკუაზე ”ფერარი 458 იტალია” მოიყვანეს, რომლის ძრავსაც ასევე წყვილი ტურბო შეუამხანაგეს. და...
ნიუ ჯერსი მეორე ამერიკულ რბოლას უმასპინძლებს
New Jersey announces Formula One race
26 ოქტომბერი
2013 წლის სეზონიდან, აშშ-ს ფორმულა ერთში ორი რბოლა ექნება. აშშ-ის დიდ პრიზს, რომელსაც მომავალ სეზონში პირველად უმასპინძლებს ოსტინის ავტოდრომი ”ცირკვიტ ოფ ამერიკას”, ნიუ ჯერსის ამერიკის დიდი პრიზი დაემატება. ტრასა მდინარე ჰადსონის პირას აშენდება, მის უკანა ფონზე კი ნიუ იორკის ჩათამბჯენების ხედი გამოჩნდება.
Subscribe to:
Posts (Atom)













