Thursday, November 17, 2011

„პორშე პანამერა GTS“ – სრულამძრავიანი, 430 ცხენის ძალით

New Porsche Panamera GTS with AWD and 430HP
17 ნოემბერი
ლოს ანჯელესის ავტო შოუზე, „პორშეს“ სედან „პანამერას“ ვერსია DTS–ის მსოფლიო პრემიერა გაიმართა. ეს ავტომობილი სხვა „პანმერებისგან“ სრულამძრავიანი ტრანსმისიით, გაძიერებული ძრავით, უფრო ეფექტური მუხრუჭებით და გაუმჯობესებული შასით, ასევე დიზაინით განსხვავდება.

„სუბარუ BRZ კონცეპტი“ – გამჭვირვალობის გარეშე

Subaru BRZ Concept STI: Live Photos from LA Auto Show
17 ნოემბერი
„სუბარუმ“ დიდხანს გვაწვალა. წელიწადნახევარი ამ ავტომობილს გამჭვირვალე ძარით გვიჩვენებდა და ყოველთვის ერთ გამოცანას გვიტოვებდა – როგორი იქნებოდა მისი ახალი სპორტული ავტომობილი, რომელსაც „ტოიოტასთან“ ერთად ქმნიდა. და აი, როგორც იქნა, ამ გამოცანს პასუხი გაეცა. ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, იაპონურმა კომპანიამ კუპე BRZ–ის ჯერაც კონცეპტუალური ვერსია გვიჩვენა. თუმცა, იმასაც შეგვპირდა, რომ მალე ამ ავტომობილის სერიულ ვერსიასაც წარმოგვიდგენს და ეს ტოკიოს მოტორ შოუზე, დეკემბრის დასაწყისში მოხდება.

ახალი „აზერა“ – „თხიერი სკულპტურის“ ლუქს განსახიერება

2012 Hyundai Azera goes Fluidic, gets direct injection power
17 ნოემბერი
„ჰიუნდაიმ“ მსოფლიო ბაზრის ათვისება იაფფასიანი ავტომობილებით დაიწყო (თანამედროვე, მეტად გაჯერებულ ბაზარზე, სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა), დროთა განმავლობაში კი ხარისხზე გადაიტანა და შემდეგ ლუქსის კლასსაც შესწვდა.

Wednesday, November 16, 2011

„ჰიუნდაი“ ამერიკაში მეორე ქარხნის აშენებას არ ჩქარობს

No New U.S. Plant For Maxed-Out Hyundai
16 ნოემბერი
ამერიკის ბაზარზე „ჰიუნდაის“ გაყიდვები თვიდან თვემდე იზრდება. კორეულმა კომპანიამ შარშან იქ რეკორდულად ბევრი ავტომობილი გაჰყიდა, თუმცა ეს რეკორდი წელს ათ თვეში მოხსნა. კომპანიას ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ერთადერთი ქარხანა აქვს (ქალაქი მონტგომერი, შტატი ალაბამა), რომელიც სრული თავისი შესაძლებლობების 110–პროცენტიანი დატვირთვით მუშაობს და წლიურად 330 000 ავტომობილს აწარმოებს.

„კადილაკმა“ ახალი ფლაგმანი გვიჩვენა

2013 Cadillac XTS looms large over lineup
16 ნოემბერი
მას შემდგ, რაც „კადილაკმა“ თავისი ფლაგმანი სედანი DTS ისტორიას ჩააბარა, კომპანია ლუქსის კლასის მოდელის გარეშე დარჩა, რაც მის ისტორიაში პირველად მოხდა. მაგრამ „ჯენერალ მოტორსი“ ამ პრობლემას მალე გამოასწორებს – მერმისს ბაზარზე სრულიად ახალ ფლაგმანს, სედან XTS–ს გამოუშვებს. ეს ავტომობილი „კადილაკის“ ახალ სტილშია შესრულებული, რომელსაც „ხელოვნება და მეცნიერებას“ უწოდებენ. ამ სტილის დამახასიათებელი ნიშნებია წახნაგოვანი ფორმები და ამ კომპანიისთვის მთავარი საფირმო დეტალი – ტრაპეციის ფორმის რადიატორი.

„ფოლკსვაგენს“ „პორშეს“ შეძენა სურს

Volkswagen seen buying Porsche automaker to salvage merger
15 ნოემბერი
ორი გერმანული კომპანიის გაერთიანება გაჭიანურდა. მათ გაერთიანების თაობაზე შეთანხმებას ჯერ კიედვ ორი წლის წინ მიაღწიეს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ამას აქამდე ვერ ახერხებენ. ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ ვოლფსბურგულმა გიგანტმა, „პორშეს“ ის შტო გამოისყიდოს, რომელიც სპორტული ავტომობილების წარმოებაზეა ორიენტირებული.

Tuesday, November 15, 2011

„ჰიუნდაიმ“ „ჯენეზის კუპე“ ოფიციალურად წარმოადგინა

2013 Hyundai Genesis Coupe gets New 3.8L V6 with 350PS
15 ნოემბერი
„ჰიუნდაიმ“ სამხრეთ კორეაში, ავტოდრომ იონგამზე, კორეის სიჩქარის ფესტივალზე, თავის სპორტულ მოდელ „ჯენეზის კუპეს“ განახლებული ვერსიის საშინაო პრეზენტაცია ჩაატარა. ეს ავტომობილი ბაზარზე მერმისს გამოვა, თუმცა ის უკვე იქცევს მასმედიის ყურადღებას, რადგან კორეულმა კომპანიამ მისი რიზერების არაოფიციალური გავრცელება სამიოდ კვირის წინ დაიწყო.

განახლებული „ფორდ მუსტანგ შელბი GT500“

2013 Ford Shelby GT500 delivers 650 HP
15 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შოუსთვის, „ფორდმა“ და მისმა პარტნიორმა „შელბიმ“ „ფორდ მუსტანგ შელბი GT500–ის“ განახლებული ვერსია მოამზადეს. ავტომობილი გარეგნულად დაიხვეწა, ცვლილებებია მის ინტერიერსა და ტექნიკურ აღჭურვილობაშიც.

ლატვალამ მოიგო, ლოები გავარდა და მერვე ტიტულს დაეუფლა

Latvala wins in Britain as champion Loeb crashes out
14 ნოემბერი
ფინელი იარი–მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი სეზონი, ფრანგი სებასტიან ლოები კი, მართალია ფინიშს ვერ მიაღწია, მაგრამ მაინც მერვედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. და ეს ტიტული მან რბოლის პირველსავე დღეს, მას შემდეგ გაინაღდა, რაც ასპარეზობას მისი მთავარი მეტოქე, ფინელი მიკო ჰირვონენი გამოეთიშა.

Sunday, November 13, 2011

ჰამილტონმა გაიმარჯვა

ფეტელმა კი ამ სეზონში ფინიშს პირველად ვერ მიაღწია
Hamilton wins, rare retirement for Vettel
13 ნოემბერი

როგორც იქნა, ლუის ჰამილტონმაც გაიხარა – აბუ დაბის დიდი პრიზის მოგებით დაასრულა წარუმატებელ რბოლათა სერია და იქნებ, წერტილიც დაუსვას თავის უიღბლობას, რაც მომავალ სეზონში ძალიან გამოადგება. სებასტიან ფეტელმა კი, ამ სეზონში პირველად, რბოლის დასრულება ვერ შეძლო. ჰამილტონმა ფინიშთან 8.4 წამით მიასწრო ფერნანდო ალონსოს და ამ სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმა. მესამეზე კი მისი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი გავიდა.

Saturday, November 12, 2011

„ჰიუნდაი“ „ელანტრას“ ბაზაზე კუპეს გამოუშვებს


Hyundai Elantra Coupe confirmed, coming to Chicago
12 ნოემბერი
„ჰიუნდაიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მალე „ელანტრას“ ბაზაზე მის კუპესძარიან ვერსიას გამოუშვებს. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა თავიდან ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე იგეგმებოდა, რომელიც ნმბერში გაიმართება. თუმცა, შემდეგ პრემიერა თებერვალში, ჩიკაგოს ავტო შოუზე გადაიტანეს.

„დაიჰაცუ პიკო“ - პატარა, უცნაური ელექტრომობილი


Tiny Daihatsu Pico EV Concept
12 ნოემბერი
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ტოკიო კვლავ უმასპინძლებს დიდ მოტორ შოუს, რომელზეც ორ ათეულზე მეტი პრემიერაა მოსალოდნელი. სიახლეებს შორის, განსაკუთრებით ბევრი კონცეპტუალური ავტომობილია, რომელთა შორისაც, ელექტრომობილები სჭარბობს.

740 კმ/სთ კოკპიტიდან (ვიდეო)

 ეს მანქანა, უფრო სწორედ, რაკეტმობილი "რიპლი XD-ა". მასზე ამხედრებულმა პილოტმა ერთი მილიანი (1600 მეტრი) დისტანციის ბოლოს, 680 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, უკანა გზაზე სიჩქარე 732 კმ/სთ-მდე გაზარდა. მესამე ცდაზე კი მილი ბოლოს, მისმა სიჩქარემ 740 კმ/სთ-ს მიაღწია. თანაც, ამ დროს, კოკპიტში რამდენიმე კამერა იყო დამონტაჟებული, რომელთა მიერ ჩაწერილი კადრებიც, ამ სიჩქარის მეტნაკლებად აღქმის საშუალებას იძლევა...

ფეტელმა მენსელის პოულების რეკორდი გაიმეორა

სVettel matches Mansell's pole record
12 ნოემბერი

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა აბუ დაბის კვალიფიკაციის შემდეგ, კიდევ ერთი მიღწევით გამოიჩინა თავი - ნაიჯელ მენსელის რეკორდი გაიმეორა. აბუ დაბის დიდი პრიზის კვალიფიკაციის მოგებით, ამ სეზონში მოპოვებული პოულების რიცხვი 14-მდე გაზარდა. ეს კი ის მიღწევაა, რომელიც მენსელს 1992 წელს ჰქონდა.

Friday, November 11, 2011

სებასტიან ლოებმა ნერვე ტიტული მოიპოვა


Loeb wins eighth title after Hirvonen quits
11 ნოემბერი
ფრანგმა სებასტიან ლოებმა რალიში მსოფლიო ჩემპიონის ზედზედ მერვე ტიტული მოიპოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბოლო ეტაპზე - ბრიტანეთის სამეფო რალის პირველსავე დღეს, ასპარეზობა შეწყვიტა ლოების ფინელმა მეტოქემ, მიკო ჰირვონენმა.