Tuesday, June 12, 2012

„სუპერბასი“ - ელექტრული სპორტული ავტობუსი შეიხებისთვის (ვიდეო)


Superbus Electric 'Sports Bus' Now Road Legal, Ready For UAE
12 ივნისი
„სუპერბასი“ - ასე დაარქვეს ჰოლანდიის დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა თავიანთ შედევრს, რომელიც ადგილების რიცხვით ავტობუსია, გარეგნობით კი სუპერ ავტომობილს მოგაგონებთ, კიდევ ჩქაროსნულ სამგზავრო მატარებელს...

„ჰიუნდაი“ და ევროპული ფეხბურთი


Hyundai Becomes UEFA Euro 2012 Partner
12 ივნისი
უკვე 12 წელია, „ჰიუნდაი“ და ევროპული ფეხბურთი მეგობრობენ. მათი მეგობრობა, კორეული კომპანიის მიერ უეფა-ს ტურნირების სპონსორობით გამოიხატება. სამაგიეროდ, „ჰიუნდაის“ ავტომობილებს რეკლამას ევროპულ არენაზე მოთამაშე ვარსკვლავები უწევენ. და ორივე მხარე კმაყოფილია.

„ტოიოტა“ თავის „ტვიზის“ გამოუშვებს (ვიდეო)


Toyota's Twizy to Be Launched in Japan for €10,000
12 ივნისი
„ტოიოტა“ ჰიბრიდების ბაზრის პიონერი და უცვლელი ლიდერია, მაგრამ ელექტრომობილების სეგმენტში პირველობა „რენოს“ და „ნისანს“ დაუთმო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იაპონური კომპანია ელექტრომობილების წარმოებას არ აპირებს. პირიქით. ამის დასტურს კი ტოკიოს მოტორ შოუზე გვიჩვენებს ხოლმე.

„ლოტუსი“ აქცენტს კვალიფიკაციებზე გადაიტანს


Lotus thinks it has solution to its lack of qualifying pace
12 ივნისი
ერიკ ბუიე და რომენ გროჟანი
„ლოტუსში“ დარწმუნებულები არიან, რომ მომდევნო ეტაპებზე, კვალიფიკაციებზე უკეთესი შედეგებისთვის ბრძოლას შეძლებენ. ეს კი სერიოზული ნაბიჯი იქნება მთავარი მიზნის რბოლებში გამარჯვებისკენ. კანადაში რომენ გროჟანმა მეორე ადგილი დაიკავა. არადა, სტარტი მეშვიდე პოზიციიდან აიღო. ფინიშთან მან გამარჯვებულ ლუის ჰამილტონთან ორწამნახევარი წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი სასტარტო პოზიციის შემთხვევაში, გამარჯვების რეალური შანსი ექნებოდა.

Monday, June 11, 2012

„მერსედესმა“ შუმახერს მოუბოდიშა


Mercedes apologises to Michael Schumacher for latest technical failure

11 ივნისი
„მერსედესის“ გუნდის შეფმა როს ბრაუნმა ბოდიში მოუხადა მიხაელ შუმახერს იმის გამო, რომ რბოლის დროს, მის მანქანაზე სისტემა DRS მწყობრიდან გამოვიდა, რამაც გერმანელს ფინიშამდე მიღწევაში ხელი შეუშალა. არადა, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მონრეალის რბოლაში კარგი შედეგის იმედი ჰქონდა.

„ჰიუნდაი“ ევროპაში გაყიდვების გაზრდას გეგმავს

Hyundai aims to boost European sales with i10 production in Turkey
11 ივნისი

რაშიც კორეულ კომპანიას პატარა ჰეჩბეკი i10 უნდა დაეხმაროს, რომლის წარმოებასაც მალე თურქეთში დაიწყებს. თავიდან დაგეგმილი იყო, რომ ახალ i10-ს ინდოეთში გამოუშვებდნენ და ევროპაში იქიდან შეიტანდნენ, მაგრამ ეს ლოჯისტიკურ ხარჯებს გაზრდიდა, რაც ავტომობილის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებდა. ამიტომ, i10-ის წარმოებისთვის, თურქული ქარხანა „ჰიუნდაი ასან ოტომოტივ სანაი“ შეირჩა.

„შკოდამ“ სედან „რეპიდის“ ესკიზები გამოაქვეყნა


Skoda Rapid sketches revealed

11 ივნისი
ჩეხურმა კომპანიამ თავის ახალ სედან „რეპიდის“ ესკიზები გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ ამ ავტომობილში, სედანის გარეგნობასთან, ჰეჩბეკის თვისებები იქნება შერწყმული. რაც მთავარია, ამ ავტომობილით, „შკოდა“ ბიუჯეტური მანქანების სეგმენტში პირველ ნაბიჯს გადადგამს. „რეპიდის“ ფასი 13 000 ევრო იქნება, მისი მსოფლიო პრემიერა კი პარიზის მოტორ შოუზეა დაგეგმილი.

დათა ქაჯაია ევროპული ლეგენდების ლიდერია

11 ივნისი
მარცხნიდან: MIA ფორსის გუნდის უფროსი მამუკა ჟორჟოლაძე,
დათა ქაჯაია და კოტე კოლიაშვილი
ბელგიის სპა ფრანკორშანზე მოპოვებული მესამე ადგილი საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ დათა ქაჯაია ლეგენდის კლასის თასის გათამაშების ევროპის ეროვნებათა სერიის ლიდერი გამხდარიყო.

Sunday, June 10, 2012

ჰამილტონმა კანადაში მესამედ გაიმარჯვა


Hamilton wins in Canada
10 ივნისი
საოცარია, როდემდე გაგრძელდება ასე... ყოველი ეტაპის რბოლის რეპორტაჟებში, მთავარი თემა ისაა, რომ თითოეულ რბოლას „თავისი“, „ახალი“ გამარჯვებული ჰყავს. შედეგად - შვიდი ეტაპი, შვიდი გამარჯვებული. და თანაც, ამ ტრადიციის გაგრძელების პოტენციალი ჯერ ამოწურული არაა - ექვსიდან ორი (დაბრუნებული) ჩემპიონი - მიხაელ შუმახერი და კიმი რაიკონენი ჯერაც მოგების გარეშე არიან. მათ გარდა, პელოტონში კიდევ მოიძებნება ორი პილოტი, ვისაც მოგება ხელეწიფება. სერხიო პერესმა და რომენ როჟანმა მონრეალში დაამტკიცეს, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლის უნარი შესწევთ. ფელიპე მასამ კი აშკარად გამოიღვიძა... სულ 12 გამოდის... მეტისმეტი ხომ არაა? ალბათ, მაგრამ საეჭვოა, ამათი გამარჯვების საწინააღმდეგო ვინმეს რამე ჰქონდეს...

დათა ქაჯაიას მორიგი წარმატება

10 ივნისი
ქართველმა მრბოლმა დათა ქაჯაიამ, რომელიც თანაგუნდელ (MIA ფორსი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბი) კონსტანტინე კოლიაშვილთან ერთად, კლას ლეგენდის თასის ევროპის ეროვნებათა სერიაში ასპარეზობს, ბელგიის სპა ფრანკორშანზე, მეოთხე ეტაპი მესამე ადგილით დაასრულა. წინასწარი მონაცემებით, დიდი შანსია იმისა, რომ ოთხი ეტაპის შემდეგ, დათამ ლიდერობა იგდოს ხელთ - ბელგიაში არ უასპარეზია მის მთავარ მეტოქეს და სერიის ფრანგ ლიდერ რუდი სერვოლს.

გორდონ მარი ავტოინდუსტრიაში რევოლუციას ამზადებს

Ex-F1 designer Murray claims to have slashed small-car production costs
10 ივნისი
ფორმულა ერთის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული კონსტრუქტორი გორდონ მარი ირემუნება, რომ მას შემუშავებული აქვს ტექნოლოგიური პროცესი, რომლის წყალობითაც, პატარა ავტომობილების წარმოება მოგებიანი გახდება. მარი ამბობს, რომ ავტომობილის წარმოების მისეული სისტემა ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, როცა თანამედროვე ავტოინდუსტრია ხუთეტაპიანი პროცესია.

„ბეემვეს“ პირველ წინაამძრავიანს პარიზში ვნახავთ


FWD BMW 1 Series expected at Paris Motor Show
10 ივნისი
ახალ ავტომობილს ბავარიელები ჯერჯერობით „უნტერ კლასად“ (UKL), ანუ საწყის დონედ მოიხსენიებენ. რატომ? იმიტომ, რომ პირველ სერიის ავტომობილებზე პატარაა და რაც მთავარია, წინაამძრავიანი ავტომობილია, რომელიც „მინის“ ახალი (ჯერარგამოსული) ჰეჩბეკის პლატფორმაზეა ბაზირებული.

Saturday, June 9, 2012

„მაკლარენმა“ MP4-12C გააუმჯობესა


McLaren Officially Reveals 2013 MP4-12C with 616HP and Other Improvements
9 ივნისი
ჯერ ერთი წელია გასული მას შემდეგ, რაც „მაკლარენმა“ MP4-12C-ს წარმოება დაიწყო, მაგრამ უკვე მის გაუმჯობესებაზე ზრუნავს და პირველი მოდიფიცირებული პაკეტიც მოამზადა, რომელსაც მყიდველს მომავალი წლიდან შესთავაზებს. ამ პაკეტში შედის 25 ცხენის ძალით გაძლიერებული 3.8-ლიტრიანი V8 ძრავი. რაც ყველაზე საინტერესოა, ინგლისური კომპანია ამ პაკეტს მათაც სთავაზობს, თანაც უფასოდ, ვისაც ავტომობილი უკვე შეძენილი აქვს.

„ლამბორგინი ავენტადორ LP700-4“ F-16-ის წინააღმდეგ (ვიდეო)



9 ივნისი
თვითმფრინავებს და სუპერ ავტომობილებს სისწრაფეში ხშირად აჯიბრებენ ხოლმე. ამასწინათ, ჟურნალმა „ტოპ გიარმა“, მეოთხე თაობის გამანადგურებელი „ევროფაიტერ ტაიფუნი“ „ბუგატი ვეირონს“ შეაჯიბრა. მაგრამ მსგავსი დაპირისპირებები ყოველთვის საინტერესოა. ამასთან, კონკრეტული მწარმოებლისთვის, ამან შეიძლება რეკლამის როლიც კი შეასრულოს.

ფეტელი პოულზეა


Vettel puts Red Bull on pole in Canada
9 ივნისი
კვალიფიკაცია რბოლაში გამარჯვებას არ ნიშნავს, მაგრამ მაინც, სებასტიან ფეტელს რეალური შანსი აქვს, დააღვიოს ამ სეზონის ტრადიცია და გახდეს პირველი, ვინც მეორე გამარჯვებას მოიპოვებს. გერმანელმა ერთადერთმა შეძლო, მონრეალის ტრასის წრის გავლა წუთსა და 14 წამზე ნაკლებში.