Wednesday, July 27, 2011

„მაზერატი“ ფრანკფურტისთვის უგზოობის ავტომობილს ამზადებს

Maserati to Show Jeep-Based SUV Concept in Frankfurt
27 ივლისი
„კრაისლერში“ გადახდილი მილიარდების სანაცვლოდ, „ფიატისთვის“ ისეთი ტექნოლოგიები ხდება ხელმისაწვდომი, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო. რა თქმა უნდა, თავისი პარტნიორის მიღწევების გამოყენების საშუალება ამერიკულ კომპანიასაც ეძლევა. თუმცა, მაინც სწორედ მისი საინჟინრო ბაზაა ის მთავარი წყარო, რომელმაც „ფიატის“ ჯგუფში შემავალ რამდენიმე „მიძინებულ“ კომპანიას, მათ შორის „მაზერატისაც“, ახალი სიცოცხლე უნდა შთაბეროს.

„დინამიკური დამუხტვა“ ელექტრული სარბოლი ავტომობილებისთვის

'Dynamic charging' might let electric race cars juice up while moving
27 ივლისი
ფორმულა 1-ში მალე ამოქმედდება ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მოთხოვნითაც, პილოტები პიტლეინზე ჩართული შიდაწვის ძრავებით ვერ გაივლიან. რეგლამენტში არაა დაკონკრეტებული, თუ რა საშუალება უნდა გამოიყენონ გუნდებმა იმისათვის, რომ პიტლეინზე მანქანა არ გაუჩერდეთ და პიტ სტოპის შესრულების შემდეგ, ადგილიდან დაძვრა და ტრასაზე დაბრუნება შეძლონ.

Tuesday, July 26, 2011

1000-ცხენისძალიანი „კადილაკი“ „ჰენესისგან“

Cadillac CTS-V Coupe Gets Improved by Hennessey
26 ივლისი
„კადილაკი“ დაარსების დღიდან ლიმუზინებს და მდიდრულ სედანებს აწარმოებს, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, „ჯენერალ მოტორსის“ პრემიუმ ბრენდი, სპორტული იმიჯის მორგებასაც ცდილობს, რათა ასე გერმანელ და იაპონელ კონკურენტებთან გაჯიბრება სცადოს. თუმცა, ჯერჯერობით ეს ნაკლებად გამოსდის.

Monday, July 25, 2011

მსოფლიოს უმძლავრესი დიზელი 108 902 ცხენის ძალას იძლევა

RTA96-C, World's Most Powerful Diesel Engine Delivers 108,920hp
25 ივლისი
არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი ავტომობილის ძრავში, მისი მუშაობის დროს ჩაიხედოთ? რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. არამხოლოდ იმიტომ, რომ ძრავი პატარაა, არამედ იმიტომაც, რომ დიდიც რომ იყოს, მუშაობის დროს მისი გახსნის შემთხვევაში, სამუშაო პარამეტრები დაირღვევა და აგრეგატი დაზინდება.

Sunday, July 24, 2011

ჰაიდფელდთან შეჯახება ბუემის ბრალი იყო

Buemi gets five-place grid penalty for Hungary after Heidfeld crash
24 ივლისი
გერმანიის დიდი პრიზის სტიუარდებმა, რბოლის ბოლოს განიხილეს სებასტიან ბუემისა და ნიკ ჰაიდფელდს შორის მომხდარი ავარიის მიზეზები და დაასკვნეს, რომ ინციდენტი შვეიხარელი პილოტის მიზეზით მოხდა, რის გამოც, ის უნგრეთის რბოლის სტარტზე,, კვალიფიკაციაზე მოპოვებულზე ხუთი ადგილით უკან დადგება.

ალონსო ჯარიმას გადაურჩა

Alonso's car passes FIA fuel checks
24 ივლისი
ვინც გერმანიის დიდ პრიზს უყურა, ნახავდა, რომ რბოლის შემდეგ, ფერნანდო ალონსო, მარკ უებერის „რედ ბულზე“ ამხედრებული დაუბრუნდა დახურულ პარკს. ფინიშის გადაკვეთიდან ცოტა ხანში, მან მანქანა გააჩერა და შორიახლო მიმავალ უებერს ანიშნა, მიმიყვანეო.

ჰამილტონი ისევ მწვერვალზეა

Hamilton wins in style in Germany
24 ივლისი

გერმანიის დიდი პრიზი ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეტაპია. არამხოლოდ იმიტომ, რომ საშინაო რბოლაში კვარცხლბეკზეც ვერ ავიდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, რომელსაც ამ სეზონის განვლილი ათი რბოლიდან, ექვსი აქვს მოგებული. არამედ იმიტომაც, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „რედ ბულს“ ერთბაშად ორი მეტოქე გუნდის პილოტებმა აჯობეს.

Saturday, July 23, 2011

რუსთავის მშენებარე ავტოდრომი (ივლისი)

23 ივლისი
რუსთავის ავტოდრომი თავიდან შენდება და მალე ალბათ პირველ (საჩვენებელ) რბოლასაც უმასპინძლებს. მისი კონფიგურაცია მინიმალურადაა შეცვლილი და ესეც უფრო იმიტომ, რომ უსაფრთხოების მოთხოვნები იყო გასათვალისწინებელი. სამწუხაროა, მაგრამ პირველი მოსახვევი ძველებურად გიჟური ვეღარ იქნება, მაგრამ პროგრესი მსხვერპლს მოითხოვს...

უებერმა ზედიზედ მეორე პოული მოიგო

Webber grabs German pole, Hamilton second
23 ივლისი

ავსტრალიელი მარკ უებერი ზედიზედ მეორე რბოლას დაიწყებს მოწინავე პოზიციიდან, სტარტზე მის გვერდით კი ამჯერად ლუის ჰამილტონი დადგება, ვისაც კვალიფიკაციის მოგებამდე 0.055 წამი დააკლდა. არადა, თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „მაკლარენის“ რომელიმე პილოტი პოულისთვის ბრძოლას შეძლებდა.

Friday, July 22, 2011

„ფოლკსვაგენი“ მზადაა, „ოპელი“ შეიძინოს

VW Reportedly Made an Offer for Opel After Hyundai Manifested Interest
22 ივლისი
მნიშვნელოვანი ტექნოლოგია, რომელიც "ოპელში"
"ჯენერალ მოტორსს" აინტერესებს, "ვოლტეკია", რომელსაც
რიუსელსჰაიმელები თავიანთ ჰიბრიდ "ამპერაზე" იყენებენ
„ფოლკსვაგენი“ ირწმუნება, რომ „ოპელის“ უკეთ მართვა შეუძლია, ვიდრე „ჯენერალ მოტორსს“, თუმცა ამერიკული კომპანია საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ თავისი ევროპული შტოს გაყიდვას არ აპირებს, რადგან „ოპელის“ ტექნოლოგიებს მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„პირელი“ ბოლო წუთების პიტსტოპების მოლოდინშია

Pirelli predicts last-minute pitstops in the German Grand Prix
22 ივლისი
„პირელი“ დარწმუნებულია, რომ გერმანიის დიდი პრიზის გამარჯვებული, რბოლის ბოლო წრეებზე გაირკვევა, პილოტების დიდი ნაწილი კი მედიუმ-სიმყარის საბურავებს რბოლის მიწურულს დააყენებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ ტიპის რეზინით, წრის გავლის საშუალო დრო, დაახლოებით 1.5 წამით უარესი იქნება რბილი საბურავით გავლის დროზე.

ალონსო „ფერარის“ რისკზე წასვლას ურჩევს

Alonso urges Ferrari to start taking risks
22 ივლისი
ფერნანდო ალონსო თვლის, რომ კარგი იქნება, თუ „ფერარი“ მანქანის მოდერნიზაციის პროცესში, გაბედულ რისკზე წავა და ისეთ სიახლეებს დანერგავს, რომლებისგანაც შესაძლოა, სხვა დროს თავი შეეკავებინა. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი დაწინაურებული „რედ ბულის“ და სებასტიან ფეტელის დაწევა.
ორი კვირის წინ, სილვერსტოუნზე გამარჯვების შემდეგ, ალონსოს და „ფერარის“ იმედი გაუჩნდათ, რომ ჩემპიონატის მეორე ნახევარში, ისინი ინიციატივის აღებას და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაბრუნებას შეძლებენ. გერმანიის დიდი პრიზის თავისუფალმა პრაქტიკებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იტალიური საჯინიბო განვითარების სწორ გზას ადგას და რომ, მარანელოელები პრაქტიკულად დაეწიენ ჩემპიონატის ლიდერებს.

ლონდონმა ობამას კორტეჟი დააჯარიმა

London Slaps Barack Obama’s Motorcade with a $194 Congestion Fine
22 ივლისი
ბრიტანეთში აშშ-ის საელჩომ საჯარიმო ქვითრები მიიღო, რომელთა შესაბამისადაც, ამერიკის მთავრობას 120 გირვანქა სტერლინგის გადახდას აკისრებს. საქმე ისაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ლონდონში ამასწინანდელი ვიზიტის დროს, მის კორტეჟში შემავალ ავტომობილებზე არ იყო მიკრული იარლიყი, რომელზეც ქალაქის ცენტრში მოძრაობისთვის სავალდებულო ეკოლოგიური მოსაკრებლის გადახდის მოწმობა უნდა ყოფილიყო ღნიშნული.

მსოფლიოში უსწრაფესი მოტოციკლი

Hayabusa-based Motorcycle Breaks 300 MPH Barrier
22 ივლისი
„სუძუკიმ“ მოტოციკლ „GSX1300R ჰაიაბუსას“ წარმოება ათი წლის წინ დაიწყო და ამ დროის განმავლობაში, ეს ორბორბლიანი მონსტრი, მსოფლიოს უსწრაფეს სერიულ მოტოციკლადაა მიჩნეული. ფაქტია, რომ ამ მოტოციკლის მაქსიმალური სიჩქარე 312 კმ/სთ-ს ავითარებს. რა თქმა უნდა, ბევრისთვის ეს საკმარისზე მეტია, თუმცა ამერიკელ ბილ უორნერს ესეც არ აკმაყოფილებს.

ალონსო და „ფერარი“ ისევ ფორმაში არიან


Webber hits back at Alonso in practice
22 ივლისი
ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა გერმანიის დიდი პრიზის პრაქტიკებმა აჩვენა, რომ მარანელოელთა დუეტი კვლავაც ფორმაშია და უბრძოლველად არც მსოფლიო ჩემპიონ სებასტიან ფეტელის საშინაო რბოლაში აპირებს ყურების დანებებას. ალონსო პელოტონში ერთადერთი პილოტია, ვინც ორივე სესიაზე, წრე წუთსა და 32 წამზე ნაკლებში გაიარა.