Thursday, May 10, 2012

„ფოლკსვაგენის“ ვირტუალური მონავარდე ბორბალი (ვიდეო)


Volkswagen People's Car Concept Hovers its Way into Virtual Reality
10 მაისი
კონცეპტუალურ და იმავდროულად, მხოლოდ ვირტუალურად არსებულ უცნაურ ავტომობილს, რომლის ასევე ვირტუალური ვიდეოც, კომპიუტერის გამოყენებით შეიქმნა, „ფოლკსვაგენმა“ „მონავარდე მანქანა“ უწოდა.

პედლებიანი სუპერავტომობილი (ვიდეო)


Pedal-powered 'supercar' isn’t the wheel dea
10 მაისი
ამ მანქანას სუპერ ავტომობილისა მხოლოდ გარეგნობა აქვს - ის „ფერარი FFX-ის“ სტილშია შესრულებული, თუმცა ისეთი ნელია... აბა რა იქნება, მას ხომ ძრავის ნაცვლად, ადამიანი ამოძრავებს. უფრო სწორედ, მისი ფეხები. ავსტრიელმა მხატვარმა ჰანეს ლანგედერმა თავისი უცნაური ახირება რეალობად აქცია. პლასტიკური მილების, კილიტასა (ფოლგის) და მუყაოსგან, იტალიური კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილის ასლი შექმნა. და მას „ფარადი ფარფალა“ უწოდა.

იაპონური სათამაშო ტრანსფორმერი (ვიდეო)


Japanese man makes the best Transformers model we've ever seen
10 მაისი
ფილმი ტრანსფორმერები ვის არ უნახავს. ალბათ წარმოდგენაც კი ძნელია იმისა, თუ რა მექანიზმი უნდა ჰქონდეს მანქანას, რომელიც წამებში ლითონის მონსტრად გარდაიქმნება. მაგრამ ზოგს ფანტაზიის იმდენად მდიდარი უნარი აქვს, რომ არამხოლოდ წარმოუდგენია, არამედ მსგავს სტრუქტურებს, ტანაც მასშტაბური მოდელის სახით, თავად ქმნის...

„პორშე“ თავის საწარმოო სპექტრს კიდევ უფრო გააფართოებს


Porsche's new baby crossover uncovered
10 მაისი
პორშე მაკანი
ბოლო წლებში, „პორშემ“ მნიშვნელოვნად გააფართოვა საკუთარი სამოდელო გამაც და გაზარდა გაყიდვებიც. მაგრამ მიღწეულს არ სჯერდბა და თანდათან მისთვის ჯერჯერობით უცხო სეგმენტებშიც შედის. გერმანული კომპანიის გეგმაში, რამდენიმე სრულიად ახალი ავტომობილის წარმოება შედის, რომელთაგან პირველი ბაზარზე კომპაქტური ქროსოვერი, სახელად „მაკანი“ გამოვა.

„ანტოსი“ - ახალი სატვირთო „მერსედეს-ბენცი“


Mercedes-Benz to Extend Truck Family with New Antos
10 მაისი
„მერსედეს-ბენცის“ კომერციული ავტომობილების დივიზიონმა თავისი ახალი სატვირთო ავტომობილის სახელი გამოაცხადა და მისი პირველი ესკიზებიც გაავრცელა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა სექტემბერში, კომერციული ავტომობილების შოუზე გაიმართება.

„ჰიუნდაი“ და ბაბუინები (ვიდეო)


Hyundai gets into Some Monkey Business to Test the Quality of the New i30 Hatchback
10 მაისი

ავტომობილის ხარისხის ტესტირების ბევრი მეთოდი არსებობს. მათ შორის, კომპანიები ხშირად ამ საქმეში სპორტისა და შოუბიზნესის ვარსკვლავებს იყენებენ. მაგრამ ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა. „ჰიუნდაიმ“ კი რეკლამის ახალი ტიპი გამოიყენა - თავისი ახალი i30-ის რეკლამაში ბაბუინების ლივერპულული კოლონია ჩართო.

Wednesday, May 9, 2012

„კადილაკი“ „ბიუიკის“ კვალს გაჰყვება


GM Wants Cadillac to Follow in the Successful Footsteps of Buick in China
9 მაისი
შარშან, „ჯენერალ მოტორსის“ ბრენდმა „ბიუიკმა“ ამერიკაში 177 633 ავტომობილი გაჰყიდა, ჩინეთში კი - 645 537. ჩინურ ბაზარზე ყველაზე პოპულარული სედანი „ექსცელი“ იყო. შედარებისთვის, გენერლების პრემიუმ ბრენდმა „კადილაკმა“ ამერიკის ბაზარზე 152 389 ავტომობილის რეალიზება შეძლო, ჩინეთში კი - მხოლოდ 30 000-მდე. თუმცა ისიც ფაქტია, რომ წინა წელთან შედარებით, გაყიდვები 73 პროცენტით გაზარდა.

ესპანეთში „მაკლარენი“ აწეული ცხვირით იასპარეზებს


McLaren set to switch to higher nose in Spanish Grand Prix
9 მაისი
ეს მოსალოდნელი იყო - მუჯელოში ტესტირების შემდეგ, „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ მისი გუნდიც მანქანის მაღალცხვირიანი ვერსიის გამოყენებას აპირებს. მართალია, მანქანის ახალ ვერსიაზე ცხვირი გაცილებით მაღლაა აწეული, მაგრამ „მაკლარენმა“ მაინც უარი თქვა კეხზე, როგორითაც მისი მეტოქეების მანქანები გამოირჩევა.

ბარსელონა - გარდატეხის რბოლა „ფერარისთვის“


Alonso insists Ferrari must turn things around in Spain after difficult start to 2012
9 მაისი

ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ შესაძლოა, ესპანეთის დიდი პრიზი, „ფერარისთვის“ გარდატეხის დასაწყისი იყოს. ესპანელი ამბობს, რომ მანქანის ცუდად მომზადების მიუხედავად, მან შეძლო და სეზონის პირველ ოთხ ეტაპზე, ქულების მაქსიმალურად შესაძლებელი მარაგი დააგროვა. სეზონის ევროპული ნაწილის დაწყებამდე, ის მხოლოდ ათ ქულას აგებს ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელთან.

საფრანგეთის ნაკრების მორაგბეები „რენო ტვიზის“ ცდიან (ვიდეო)


French Rugby Team Tests Renault Twizy
9 მაისი
„რენო ტვიზი“ ელექტრომობილია და თანაც, ძალიან პატარა. მისი დანახვისას პირველად ალბათ გაიფიქრებთ - ამ მანქანაში ყველა ვერ ჩაჯდება. მაგრამ აბა ნახეთ, ამ პატარა ელექტრომობილით როგორ ნავარდობენ საფრანგეთის ნაკრების მორაგბეები? ამ ვიდეოს რომ ნახავთ, ალბათ წეღანდელ ფიქრებს დაივიწყებთ...

"კიონიგსეგმა" მონაკოში ქალი შეაშინა (ვიდეო)


"კიონიგსეგ CCX-ის" წყვილტურბოიანი V8 ძრავის ბოხი ხმა ვისთვის სასიამოვნო მუსიკაა და ვისთვის... შიშისმომგვრელი ხმაური. მონაკოში, ცნობილი გვირაბის შესასვლელში, შვედურმა სუპერ ავტომობილმა აჩქარება რომ დაიწყო, ის დაიგრუხუნა, მახლობლად მდგარ ქალს ალბათ რუსული ავიაგამანადგურებელი ეგონა...

Tuesday, May 8, 2012

„ჰიუნდაიმ“ „სონატას“ სტანდარტული ეკიპირება გაამდიდრა


2013 Hyundai Sonata Gains Additional Standard Equipment Features
8 მაისი
„სონატა“ ყველგან კარგად იყიდება და ჯერ განახლებამდე ორი წელი აქვს, თუმცა „ჰიუნდაი“ თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევს და თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის სტანდარტულ ეკიპირებას ამდიდრებს. ამის თაობაზე, კორეული კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა კიმ ჩუნ-ჰომ განაცხადა.

„მაკლარენმა“ ცხვირი ასწია და...


McLaren tested higher nose at Mugello
8 მაისი
მუჯელოს ტესტები იმითაც იყო საინტერესო, რომ იქ „მაკლარენმა“ მანქანის იმაზე მეტად აწეული ცხვირი გამოსცადა, ვიდრე სეზონის პირველ რბოლებზე ჰქონდა. თუ მაჩანჩალა „მარუსიას“ არ ჩავთვლით, „მაკლარენი“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც კეხიანი მანქანა არ გააკეთა და ამის მიუხედავადაც, ჯერჯერობით ერთ-ერთი საუკეთესოა ტრასაზე.

პადოკში ფ1-დან „მერსედესის“ შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდნენ


Shareholders to vote on Mercedes' F1 exit - source
8 მაისი
ორწლიანი უღიმღამო გამოსვლების შემდეგ, როგორც იქნა, „მესედესმა“ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სწორედ აღმავლობის ამ ეტაპზე, პადოკში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სამქიმიანებმა მალე ფ1-ში გამოსვლა დაასრულონ. ეს საკითხი თურმე სეზონის დასრულების შემდეგ, აქციონერთა შეხვედრაზე გადაწყდება. ეს ამბავი პირველმა პოპულარულმა ფრანგმა კომენტატორმა ჟან-ლუი მონსემ, გამოცემა „აუტო პლუსში“ გამოქვეყნებულ სვეტში გამოაქვეყნა.

შუმახერი მსოფლიოს მეორე უმდიდრესი სპორტსმენია

Schumacher world's second-richest sportsman
8 მაისი
შემოსავლებით მას მხოლოდ ლეგენდარული ამერიკელი გოლფმენი ტაიგერ ვუდსი სჯობნის. ეს ინფორმაცია „სანდი ტაიმსმა“ გამოაქვეყნა, რომელიც გვამცნობს, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, 823 მილიონი დოლარი აქვს ნაშოვნი. რაც შეეხება გოლფის მეფეს, ვუდსის საკარიერო მონაგარი 869 მილიონი დოლარია.