Tuesday, July 3, 2012

„მერსედესი“ ახალი B-კლასის ელექტრულ ვერსიასაც გამოუშვებს

Mercedes Reportedly Confirms Electric Version of New B-Class for the States
3 ივლისი
გერმანულმა გამოცემა „აუტომობილვოხემ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „მერსედეს-ბენცი“ თავისი ახალი B-კლასის ელექტრულ ვერსიასაც გამოუშვებს და მას ამერიკის ბაზარზე შეიტანს. წყარო, რომლისგანაც გერმანულმა გამოცემამ ეს ინფორმაცია მიიღო, ასევე იტყობინება, რომ შტუტგარტელები ელექტრომობილს ამერიკაში 2014 წელს შეიტანენ.

„ჰიუნდაის“ გეგმები 2015 წლამდე

Hyundai Plans Until 2015 Revealed
3 ივლისი
უკვე რამდენიმე წელია, „ჰიუნდაი“, თავის ჯგუფში შერმავალ „კიასთან“ ერთად, მსოფლიო საავტომობილო ბაზრის წამყვანი მოთამაშე გახდა. მაგრამ კორეული გიგანტის ამბიციები ამით არ შემოიფარგლება და კომპანიას უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობისკენ უბიძგებს.

„პურიტალია 427“ - იტალიური სუპერქარი „შელბი კობრას“ სტილში

Puritalia releases full renderings of Cobra-inspired 427 roadster
3 ივლისი
„პურიტალია აუტომობილი“ პატარა იტალიური კომპანიაა, რომელმაც ახლახანს დაასრულა თავისი პირველი სუპერ ავტომობილის - „პურიტალია 427-ის“ შემუშავება და მის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა. ეს ორადგილიანი ავტომობილი 1965 წლის „შელბი კობრას“ შთაგონებითაა შექმნილი. „პურიტალია“ აცხადებს, რომ თავისი პირველი სუპერ ავტომობილის გამოშვებას შეკვეთების შესაბამისად, მომავალი წლიდან დაიწყებს.

სერჯო პინინფარინა გარდაიცვალა


Famed Car Designer Sergio Pininfarina Dies at Age 85
3 ივლისი
85 წლის ასაკში, ლეგენდარული დიზაინერი, სერჯო პინინფარინა ტურინში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის იყო კომპანია „პინინფარინას“ დამაარსებლის, ბატისტა „პინინ“ ფარინას (პინინფარინას - ეს გვარი მათ 1961 წელს, იტალიის პრეზიდენტმა ჯოვანი გრონკიმ მიანიჭა) შვილი, არაერთი ლეგენდარული ავტომობილის დიზაინის ავტორი. 40 წლის განმავლობაში, ის თავისი ოჯახის კომპანიას ედგა სათავეში, ბოლო წლებში კი მისი საპატიო თავმჯდომარე იყო.

Monday, July 2, 2012

გუანჟოუში ავტომობილების გაყიდვა შეიზღუდა


Guangzhou Cars Sales Capped at 10,000 Per Month
2 ივლისი
ასეც ხდება... ყველა - მწარმოებლებიც და ქვეყნებიც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ავტომობილი გაჰყიდონ. იმიტომ, რომ გაყიდვებზე მათი კეთილდღეობაა დამოკიდებული. მაგრამ ძალიან იშვიათად, პირიქითაც ხდება. მაგალითად, ჩინურ ქალაქ გუანჟოუში.

სიჩქარის რეკორდი უკუსვლაში... (ვიდეო)


Nissan Leaf Sets Record Lap Time of Goodwood Hill Climb Going Backwards
2 ივლისი
„ნისანს“ ამ უცნაური რეკორდის დამყარება გუდვუდის შარშანდელ ფესტივალზე სურდა, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს. მიზეზად შესაბამისი ტესტების ნაკლებობა დასახელდა. ძნელი სათქმელია, იაპონური კომპანია ელექტრომობილ „ლიფის“ რეკლამირებისთვის როგორ გამოიყენებს ამ რეკორდს, მაგრამ ფაქტია, რომ უარიდან ერთი წლის შემდეგ, მიზანი მიღწეულია!

„იაგუარ XJ_e“ - ძალიან ეკონომიური ლიმუზინი

New Jaguar XJ_e Plug-in Hybrid Study Returns up to 73.4mpg US or 3.2lt/100km
1 ივლისი
„იაგუარმა“ თავისი ახალი პლაგ-ინ ჰიბრიდული ტექნოლოგიის სადემონსტრაციოდ, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალი გამოიყენა. ჰიბრიდული სისტემა ლიმუზინ XJ-ზე დაამონტაჟეს და საზოგადოებას ის „იაგუარ XJ_e-ის“ სახელით წარუდგინეს. ჰიბრიდული ავტომობილი ჯგუფ „იაგუარ ლენდს როვერის“ შესაძლებლობების წარმოსაჩენად შეიქმნა, თუმცა ინგლისური კომპანია აღიარებს, ამ ჰიბრიდული ტექნოლოგიის გამოყენება თავის ყველა მოდელზე შეუძლია.

Sunday, July 1, 2012

„ბეემვე X როდსტერი“ - თავისუფალი დიზაინერის კონცეპცია

Designer Pens the BMW X Roadster Concept Study
1 ივლისი
„ბეემვე“ მალე ჰიბრიდულ კუპე i8-ს წარმოებას დაიწყებს. ახლახანს კი ბავარიელებმა პარტნიორული შეთანხმება გააფოემეს „ტოიოტასთან“, რომელთან ერთადაც, პირველ რიგში, სპორტული ავტომობილის გამოშვებას გეგმავენ. შესაძლოა ისეთს, რომლითაც „ბეემვე“ თავისი უშუალო კონკირენტის, „აუდის“ R8-ს გაუწევს კონკურენციას.

„ჰიუნდაიმ“ შეიძლება დიდი ქროსოვერიც გამოუშვას


Hyundai pondering new large crossover?
1 ივლისი
მართალია, ცოტა ხნის წინ, ახალი „სანტა ფეს“ პრემიერაზე, „ჰიუნდაიმ“ გვაუწყა, რომ „ვერაკრუსის“ წარმოებას წყვეტს, მაგრამ ახლახანს, გამოცემა „უორდ აუტომ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორეულ კომპანიას მაინც გადაწყვეტილი აქვს დიდი ზომის, შვიდადგილიანი ქროსოვერის წარმოება.

ფორმულა 1-ის მანქანების ევოლუცია 1 წუთიან ვიდეოში (ვიდეო)


ცხელი ბორბლების ორმაგი-ორმაგი მარყუჟი (ვიდეო)

1 ივლისი
გუნდ "ჰოტ უილზის" პილოტები, ტენერ ფაუსტი და გრეგ ტრეისი სრულიად ახალ ტრიუკს, ორმაგ-ორმაგ მარყუჟს გაჩვენებენ, რომლის მსგავსიც ადრე ალბათ არსად არაფერი გინახავთ...
მათ 20  მეტრის სიმაღლის მარყუჟში გაიარეს. ამ დროს, მათი სიჩქარე, სულ რაღაც, 85 კმ/სთ იყო. გადატვირთვა კი 7G-ს აღწევდა...
ტრიუკი X-თამაშების დროს შესრულდა, რომელსაც გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ...

„ტოიოტა კამატი“ - სათამაშო ავტო მთელი ოჯახისთვის (ვიდეო)

Toyota Gets Playful with Customizable Camatte Concept for the 2012 Tokyo Toy Show
1 ივლისი
ტოკიოს სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე, „ტოიოტამ“ საინტერესო კონცეპტუალური ავტომობილი-სათამაშო გამოიტანა, რომელიც თავისი გარეგნობით, სრულყოფილი მცირეგაბარიტიანი ავტომობილის შთაბეჭდილებას ტოვებს. ის ასეთია, დადის, მაგრამ მხოლოდ ოჯახში გასართობადაა და არა გზებზე სასიარულოდ.

Saturday, June 30, 2012

„აუდი R8 e-ტრონმა“ ნურბურგრინგზე ელექტრომობილების რეკორდი გააუმჯობესა

Audi R8 e-tron Quietly Sets a New Nürburgring Record for Production EVs at 8:09
30 ივნისი
მართალია, გერმანიის ნურბურგრინგის ავტოდრომის ჩრდილოურ მარყუჟზე, ელექტრომობილების აბსოლუტური რეკორდი (7:47.794) ისევ „ტოიოტას“ სარბოლ პროტოტიპ EV P001-ს ეკუთვნის, მაგრამ სერიული ელექტრომობილების კატეგორიას ამიერიდან ახალი რეკორდსმენი ჰყავს - „აუდი R8 e-ტრონი“, რომლითაც გერმანელმა მრბოლმა მარკუს ვინკელჰოკმა 20.8-კილომეტრიანი ტრასა 8 წუთსა და 09.099 წამში გაიარა.

კობაიაში სილვერსტოუნზე „რაღაც განსაკუთრებულს“ გვპირდება

Kamui Kobayashi says 'something special' is possible at Silverstone with Sauber
30 ივნისი
კამუი კობაიაშის სჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის დიდ პრიზზე, სტარტზე ხუთადგილიანი ჯარიმით გასვლა უწევს, მაინც „რაღაც განსაკუთრებულის“ მიღწევა შეუძლია. „ზაუბერის“ იაპონელი მრბოლი იმის გამო დაჯარიმდა, რომ ვალენსიას რბოლისას, ფელიპე მასას დაეჯახა.

ძველმა და ახალმა „ალპინებმა“ ერთად გაისეირნეს (ვიდეო)

Renault Alpine A110-50 Concept Goes for a Ride with its Forefather
30 ივნისი
ეს ორი ავტომობილი აგრესიული გარეგნობითაც და ტემპერამენტითაც ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ, ყველა თვლის, რომ კონცეპტუალური „რენოს“ „ალპინ A110-50“, 1960-იანი წლების „ალპინ A110 ბერლინეტის“ ღირსეული შთამომავალია. რაც მთავარია, კონცეპტუალური ავტომობილი ფრანგული კომპანიის ფანებმა მოიწონეს. და ახლა ყველა (რა თქმა უნდა, ვისაც ასეთი ავტომობილის შეძენის ფინანსური უნარი აქვს) - ისინიც და სხვებიც, მის სერიულ ვერსიას ელიან.