Monday, September 24, 2012

აშშ-ში „ალფა რომეოს“ დაბრუნება ისევ გადაიდო

Alfa Romeo’s Return to the U.S. Postponed Again
24 სექტემბერი
უკვე იმის დათვლაც კი შეუძლებელია, თუ რამდენჯერ გადაიდო ამერიკის ბაზარზე „ალფა რომეოს“ დაბრუნება. „ფიატ-კრაისლერის“ მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე, პარიზის მოტორ შოუზე, „ალფა რომეოს“ ახალი მოდელების გამოსვლის გრაფიკს გამოაქვეყნებს და საზოგადოებას მილანური ბრენდის გლობალური განვითარების გეგმას გააცნობს. ეს კი ნიშნავს, რომ ამერიკის ბაზარზე „ალფას“ დაბრუნება კიდევ ერთხელ გადაიდო.

ანიმაციური სერიალი "მინი დრაივერს", მე-13 სერია, იტალია (ვიდეო)


MiniDrivers - Chapter 4x13 - 2012 Italian Grand Prix
24 სექტემბერი

„მაკლარენის“ ანიმაცია (ტიუნდ) - ეპიზოდი 6, ქარწაღებულნი (ვიდეო)


McLaren Tooned Episode 6 | Gone with the Wind
24 სექტემბერი

ალონსო „ფერარისგან“ უკეთეს მანქანას ითხოვს


Alonso urges Ferrari to improve 'struggling' car
24 სექტემბერი
ფერნანდო ალონსო მოუწოედბს „ფერარის“, დახვეწოს მისი სარბოლი ბოლიდი იმისათვის, რომ ლიდერობის შენარჩუნება და ჩემპიონატში გამარჯვება შეძლოს. სინგაპურის რბოლა ესპანელმა მესამე ადგილზე დაასრულა, რამაც მისი 37-ქულიანი უპირატესობა, 8 ქულით შეამცირა. ოღონდ, ამჯერად მისი უახლოესი მდევარი არა ლუის ჰამილტონია, არამედ სებასტიან ფეტელი, რომელმაც სინგაპურის დიდი პრიზი ზედიზედ მეორედ მოიგო.

სპილენძი, გაზეთი, კარბონი და „პეჟოს“ სუპერ ავტომობილი

Peugeot's Onyx Supercar Concept
24 სექტემბერი
ისევ „პეჟო“ და მისი კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი „ონიქსი“. ამ ავტომობილზე ახალი ფოტოები და ინფორმაცია ფრანგულმა კომპანიამ უფრო ადრე გაავრცელა, ვიდრე მის იმავე სახელიან სკუტერს“ გაგაცნობდით, თუმცა გვიანი არც ახლაა, მითუმეტეს, პარიზის მოტორ შოუ, რომელზეც მისი მსოფლიო პრემიერაა დანიშნული, ჯერ არ დაწყებულა.

„მინი“ სედანის და პატარა სპორტქარის გამოშვებაზეც ფიქრობს


Mini considering sedan, small sports car
24 სექტემბერი
რაც „ბეემვეს“ ხელში გადავიდა, „მინი“ მუდმივად ზრდის თავის სამოდელო გამას და როგორც ჩანს, მიღწეულს ჯერ არ სჯერდება. ეს კი ბრიტანული კომპანიის გაყიდვებზე პირდაპირპროპორციულად აისახება. გაყიდვების ზრდა კი კომპანიის უფროსობას, საწარმოო პროგრამის გაფართოებისკენ უბიძგებს.

ჰამილტონი „მაკლარენში“ დარჩება, შუმახერი კი - „მერსედესში“

Reports - Hamilton to stay at McLaren, Schu at Mercedes
24 სექტემბერი
სინგაპურში გავრცელებული ინფორმაციით, ლუის ჰამილტონის საგა დასასრულს უახლოვდება. ოღონდ შედეგი ისეთი არ იქნება, როგორსაც ვარაუდობდნენ. არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჰამილტონი „მერსედესში“ გადადის, რის გამოც, მიხაელ შუმახერს სხვა გუნდში ადგილის ძიება უწევს.

KTM ლე მანზე და დაკარზე გამოსვლას აპირებს

Next-Generation KTM X-Bow to Debut at Geneva Motor Show 2013
24 სექტემბერი
ავსტრიული კომპანია KTM ჟენევის მოტორ შოუსთვის შემდეგი თაობის X-Bow-ს ამზადებს, რომელიც მარტო სარტეკო ავტომობილი აღარ იქნება. კომპანია მისი საგზაო ვერსიის გამოშვებასაც გეგმავს, რომელიც იქნება როგორც ღია, როგორიც ახლაცაა, ასევე დახურული - საქარე შუშით, კარებით და სახურავით.

„ჰიუნდაი“ სატრეკო „ჯენეზის კუპეს“ ამზადებს


ARK Performance and Hyundai Preparing Genesis Coupe R-Spec Track Edition for 2012 SEMA Show
24 სექტემბერი
ამჟამად საავტომობილო სამყარო პარიზის მოტორ შოუსთვის ემზადება და ინფორმაციაც ძირითადად გამოფენის ექსპონატებს და მათს მწარმოებლებს ეხება. პარიზში სიახლეებს „ჰიუნდაიც“ წარადგენს, თუმცა კორეული კომპანია მომდევნო დიდი გამოფენისთვისაც ემზადება, რომელიც პარიზული შოუს სტარტიდან ერთ თვეში დაიწყება.

ჰამილტონი ბოლომდე იბრძოლებს


Lewis Hamilton "cruising" before retiring from winning position
24 სექტემბერი
ლუის ჰამილტონი გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ გადაცემათა კოლოფის გამო, ასპროცენტიანი გამარჯვება დაკარგა. ის ამბობს, რომ სანამ პრობლემა წარმოიქმნებოდა, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე ახერხებდა მდევრებთან უპირატესობის შენარჩუნებას და საბურავებსაც კი უფრთხილდებოდა. რაც მთავარია, აბსოლუტურად აკონტროლებდა რბოლის მსვლელობას.

ათადგილიანი ჯარიმა შუმახერს

Michael Schumacher gets 10-place Japan penalty for Jean-Eric Vergne clash
24 სექტემბერი
სინგაპურის რბოლის დროს, მიხაელ შუმახერი უკნიდან დაეჯახა „ტორო როსოს“ ჟან-ერიკ ვერნს. ინციდენტში სტიუარდებმა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ბრალი დააფიქსირეს, რის გამოც, მას იაპონიის დიდი პრიზის რბოლის სტარტზე, ათადგილიანი ჯარიმა მიუსაჯეს. ანუ, შუმახერი რა შედეგსაც აჩვენებს კვალიფიკაციაზე, სტარტზე იმაზე ათი ადგილით უკან დადგება.

Sunday, September 23, 2012

ფეტელი ტიტულისთვის ბრძოლას დაუბრუნდა

Vettel reignites title push in Singapore
23 სექტემბერი

სინგაპურმა ტიტულისთვის ბრძოლაში ბევრი რამ შეცვალა: თუ დღემდე ფერნანდო ალონსოს უმთავრესი მეტოქე ლუის ჰამილტონი იყო, ამიერიდან პირველი მდევრის როლში სებასტიან ფეტელი მოგვევლინა, რომელიც ლამის თავადვე აღიარებდა, რომ ტიტულისთვის ბრძოლის შანსები შეუმცირდა. თუმცა ფაქტია - სინგაპურში გამარჯვების შემდეგ, სწორედ ჩემპიონმა გადაინაცვლა მეორეზე და თუ მანამდ ალონსო ჰამილტონს 37 ქულას უგებდა, ახლა გერმანელს 29 ქულით უსწრებს.

Saturday, September 22, 2012

ახალი „ფორდ ტრანზიტ კასტომი“ წლის საუკეთესო ვენი გახდა

New Ford Transit Custom Wins ‘International Van of the Year’
22 სექტემბერი

ჰანოვერის კომერციული ავტომობილების საერთაშორისო გამოფენაზე, წლის საუკეთესო ვენის ტიტული „ფორდის“ უახლეს „ტრანზიტ კასტომს“ მიენიჭა. ეს არის „ტრანზიტის“ ოჯახის მეოთხე ავტომობილი, რომელმაც ასეთი აღიარება დაიმსახურა.

„ვოლვო V40 ქროს ქანთრი“ პარიზის მოტორ შოუს წინ

New Volvo V40 Cross Country Photos Released in Advance of the Paris Motor Show
22 სექტემბერი
პარიზული ავტოგამოფენისთვის, „ვოლვოს“ თავისი ყველაზე მცირეზომიანი ქროსოვერი - „V40 ქროს ქანთრი“ აქვს მომზადებული. სხვათა შორის, ადრე იყო ვარაუდი, რომ შვედური კომპანია ამ ავტომობილს XC40-ის სახელით გაგვაცნობდა, თუმცა ასე არ მოხდა.

ალონსოს კვარცხლბეკი სჭირდება


Alonso eyes podium to keep title bid ticking along
22 სექტემბერი
სინგაპურული კვალიფიკაციის შემდგ, რომელზეც მეხუთე ადგილი დაიკავა, ფერნანდო ალონსომ აღიარა, რომ მისთვის ლუის ჰამილტონი მიუწვდომელი იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანელი ყურების ჩამოყრას აპირებს. ის 37 ქულას უგებს ჰამილტონს და თვლის, რომ სინგაპურის რბოლაში კვარცხლბეკის დაკავება შეუძლია.