Alonso splashes to pole at Silverstone
7 ივლისი
ისევ ალონსო და „ფერარი“. თუმცა, „ფერარისთვის“ ეს
ისევ კი არა, 2010 წლის სინგაპურის დდი პრიზის შემდეგ, პირველი პოულ პოზიციაა. რაც
შეეხება ლატარეას, ხომ გაგიგიათ, რომ ძლიერებს უმართლებთ... მოკლედ, ალონსომ და
კვიცებმა ხომ ჯერ ვალენსიას პაპანაქებაში მიაღწიეს გამარჯვებას და ახლა, ალბიონურ
კოკიპირულ წვიმაშიც, საუკეთესოები იყვნენ. „ფერარის“ წინსვლა მით უფრო
თვალშისაცემია, რომ კვალიფიკაცია მოწინავე ხუთეულში ბრაზილიელმა ფელიპე მასამაც
დაასრულა.