Sunday, August 5, 2012

მე-7 თაობის „გოლფს“ პირველად ბერლინში, 4 სექტემბერს გვიჩვენებენ

All-New Volkswagen Golf Mk7 to be Revealed in Berlin on September 4
5 აგვისტო
„ფოლკსვაგენი“ დღე-დღეზე თავისი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, „გოლფის“ მეშვიდე თაობის ჰეჩბეკს გამოუშვებს. მისი პრეზენტაცია პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება, რომელიც 29 სექტემბერს დაიწყება და ორი კვირა გაგრძელდება. იქ წარდგენის შემდეგ კი ახალ ავტომობილს დილერები მიიღებენ. თუმცა, როგორც „ვოლფსბურგერ ალგემაინე“ იუწყება, ახალი „გოლფის“ პირველი ოფიციალური ჩვენება ბერლინში, ხელოვნების ახალი ეროვნული გალერეაში, 4 სექტემბერს გაიმართება.

„ნაგელ დაკარი“ - ლატვიური „დარტსის“ ტიტანი

Nagel Dakkar is the Dartz of all SUVs…and Then Some More
5 აგვისტო
ლატვიური კომპანია „დარტსი“ იმითაა ცნობილი, რომ უგზოობის ავტომობილების ჯავშნიან ვერსიებს აწარმოებს. და იმითაც, რომ საკუთარ თავს, კომპანია „რუსო-ბალტის“ მემკვიდრედ აცხადებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი, წითელი ფერის „პრომბორნ მონაკოა“, რომლითაც ორი წლის წინ, მონაკოში ჩატარებულ ტრადიციულ ფესტივალ „ტოპ მარკსზე“ გამოიჩინა თავი.

სიჩქარის ყოფილ რეკორდსმენს პენსიაზე უშვებენ

SSC Sending Off the Ultimate Aero With Special Edition XT
5 აგვისტო

სუპერ ავტომობილების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „SSC ნორთ ამერიკას“ (ყოფილ შელბი სუპერქარზს) „ალტიმეიტ აერო“ ერთხანს სერიულ ავტოებს შორის სიჩქარის რეკორდსმენი იყო. მერე „ბუგატიმ“ ეს წოდება „ვეირონის“ გაუმჯობესებულ ვერსია „სუპერ სპორტის“ დახმარებით დაიბრუნა. ამერიკელებმა კი ახალი კონცეპტუალური ავტომობილი - „ტუატარა“ შექმნეს, რომლის წარმოებაც მალე უნდა დაიწყონ.

„ფერარი“ მანქანის სრულყოფის სწორ გზას დაუბრუნდება

Ferrari says development 'back on track'
5 აგვისტო
რაც ფორმულა ერთში ტესტები შეიზღუდა, ასეთი რამ ხშირად ხდება - გუნდის მცდელობას, გააუმჯობესოს მანქანის კონკურენტუნარიანობა, საპირისპირო შედეგი მოაქვს და შესაბამისად, ეს რბოლებში მიღწეულ შედეგებზეც აისახება. ასე მოსვლიათ „მაკლარენს“, „ლოტუსს“ (როცა რენო ერქვა), „მერსედესს“ და როგორც ირკვევა, „ფერარისაც“.

„ფოლკსვაგენი“ სპორტულ „ტუარეგ CC-ს“ გამოუშვებს


VW Touareg CC Coming in 2015
5 აგვისტო
ტოკიოს 2011 წლის მოტორ შოუზე, „ფოლკსვაგენმა“ უგზოობის კონცეპტუალური „ქროს კუპე“ (ფოტოზე) წარადგინა და გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის სახით მათ წარმოგვიდგინეს, თუ როგორი შეიძლება იყოს უგზოობის ავტომობილის და ოთხკარიანი კუპეს ერთგვარი ნაჯვარი. მაგრამ მაშინ არაფერი უთქვამთ ამ კონცეპტუალური ავტომობილის მომავალზე.

Saturday, August 4, 2012

პეტრა ეკლსტოუნის ვარდისფერი „როლსი“


Petra Ecclestone Drives a Pink Rolls
4 აგვისტო
ასეთი მანქანის დანახვაზე ბევრმა ალბათ იფიქრა, რომ პერის ჰილტონმა მორიგი ახირება აისრულა და ახლა ვარდსფერი „როლს როისით“ დაგრიალებს. მაგრამ ასე არაა. ის ნაკლებად ცნობილ (თუმცაღა, ძალიან ცნობილი მამის შვილია) პეტრა ეკლსტოუნს ეკუთვნის.

„ჰიუნდაი“ ლონდონის „ჰეროდსში“ დროებით დასახლდა

Hyundai Veloster Secures a Window Seat at London's Harrods
4 აგვისტო
დღეს სპორტული და არამხოლოდ სპორტული სამყაროს ყურადღება ლონდონისკენაა მიპყრობილი. ამიტომ, იქ რაც ხდება, ყველაფერი ყურადღებას იქცევს. მათ შორის, საავტომობილო სამყაროს ამბებიც. ამ დღეებში იქ სწორედ ასეთი რამ მოხდა - „ჰიუნდაიმ“ ცნობილ სავაჭრო ცენტრ „ჰეროდსში“ დაიდო დროებითი ბინა. ცენტრის ერთ-ერთ ვიტრინაში, კუპე „ველოსტერი“ მოთავსდა, რომელიც იქ 25 აგვისტომდე დარჩება.

ლოებმა ფინეთის რალი მესამედ მოიგო

Loeb wins in Finland for the third time
4 აგვისტო
ითვლება, რომ ფინეთის რალიზე მხოლოდ სკანდინავიელები იმარჯვებენ. მაგრამ არის გამონაკლისი. მას სებასტიან ლოები ჰქვია და ამ კაცმა, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული რვაჯერ აქვს მოპოვებული, ფინური რბოლა, რომელსაც ადრე ათასი ტბის რალი ეწოდებოდა, მესამედ მოიგო.

ესპანური „ტრამონტანა“ 876-ცხენისძალიან მონსტრს ამზადებს

Spanish Automaker Tramontana Readying 876HP V12-Powered XTR Supercar
4 აგვისტო

„ტრამონტანა“, ანუ „ჩრდილოური ქარი“, ესპანური კომპანიაა, რომელიც საგზაო ლიცენზიის მქონე სატრეკო სუპერ ავტომობილებს აწარმოებს. ავტომობილი, სახელად XTR, ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს, თუმცა ყურადღებას დღესვე იმსახურებს. ჯერ ერთი, ესპანელები იმედოვნებენ, რომ ამ მახინჯი მონსტრით, კონკურენციას „არიელის“, KTM-ის და „ასპიდის“ შესაბამისი კლასის ავტომობილებს გაუწევს.

ორმაგ DRS-ს „მაკლარენიც“ ქმნის

Now McLaren working on 'double DRS' system
3 აგვისტო
მართალია, მომავალი სეზონიდან ფორმულა ერთში ეგრეთ წოდებული ორმაგი DRS-ის გამოყენება იკრძალება, მაგრამ რამდნიმე გუნდ, მათ შორის „ლოტუსი“ და „მაკლარენი“, მსგავსი სისტემის შემუშავებას მაინც აპირებს. რა თქმა უნდა, ამ სეზონისთვის.

კლასიკური „ლენდ როვერ დეფენდერი“ „კანის“ მაკიაჟით

Kahn Gives the Classic Land Rover Defender a Thorough Makeover
4 აგვისტო
ბრიტანულმა დიზაინის სახლმა „კანმა“, თავის სუბ ბენდ „ჩელსი ტრეკ კომპანის“ სახელით, რომელიც უგზოობის ავტომობილების სრულყოფაზეა სპეციალიზებული, კლასიკური „ლენდ როვერ დეფენდერის“ ახლებური, უფრო მდიდრული და კომფორტული ვერსია შექმნა, რომელსაც ინდექსად XS 90 დაუმატა.

Friday, August 3, 2012

„არიელ ატომი“ 700 ცხენის ძალით

700HP Twin-Charged Ariel Atom Makes the Bugatti Veyron Look Tame
3 აგვისტო
„არიელ ატომი“ შეიძლება დახვეწილი გარეგნობით არ გამოირჩევა (კი არა და, უშნოა), მაგრამ ბევრს მისი დინამიურობა აღაფრთოვანებს. ის ერთგვარი ეტალონია, როდესაც შედარებით იაფსა და ნაკლები ცხენის ძალის მქონე ავტომობილებს ვადარებთ, მაგრამ ალბათ არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ - რა იქნება, თუ ამ „გატყავებულ“ მანქანას ცხენების დამატებით ჯოგს მიაშველებთ...

ესპანეთში „რენო“ ელექტრომობილ „ტვიზის“ არიგებს

Renault Twizy in two-for-one deal
3 აგვისტო
„რენოს“ ესპანელმა დილერებმა, პოტენციურ მყიდველს საინტერესო მარკეტინგული სვლა შესთავაზეს: ვინც სედან „ლაგუნას“ და მინივენ „ესპეისს“ შეიძენს, მას საჩუქრად პატარა ელექტრომობილ „ტვიზის“ გაატანენ. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ ზემოთ ნახსენებ ორ ავტომობილზე ფასდათმობა 6990 ევროს შეადგენს, ზუსტად იმდენს, რამდენიც „ტვიზის“ საბაზო ვერსია ღირს.

ანიმაციური სერიალი "მინი დრაივერს", მე-11 სერია (ვიდეო)

MiniDrivers - Chapter 4x11 - 2012 Hungarian Grand Prix

„შევროლე ვოლტი“ „ნისან ლიფს“ სჯობნის


Volt Considerably Outsells Leaf in July
2 აგვისტო
როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ „ნისანის“ ელექტრომობილი „ლიფი“ ბაზარზე უფრო ადრე გამოვიდა, გაყიდვების რიცხვით მას „შეცროლე“ პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი „ვოლტი“ მაინც სჯობნის. უფრო მეტიც, ივლისში იაპონური კომპანიის გაყიდვები შემცირდა, „ვოლტისა“ კი - გაიზარდა.