26 ოქტომბერი
თითქოს ინდოეთში კორეის რბოლას აგრძელებსო...
სებასტიან ფეტელმა ინდური ეტაპის ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთესო დროები
აჩვენა. ნიუ დელის ბუდის საეთაშორისო ავტოდრომზე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ზედზედ
მეოთხე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. წინა სამმა ჩემპიონატის ლიდერის პოზიციაზე
გაიყვანა, მეოთხეთი კი მეტოქეების, უწინარესად, მასავით მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ
ფერნანდო ალონსოს დემორალიზებას ეცდება.














