3 ნოემბერი
დიდი შანსია იმისა, რომ აბუ დაბის შემდეგ, ჩემპიონობისთვის
ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდეს - მართალია, სებასტიან ფეტელმა კვალიფიკაციაზე
მესამე ადგილი დაიკავა, ფერნანდო ალონსომ კი მეშვიდე, მაგრამ მოგვიანებით,
გერმანელის შედეგი გაუქმდა, რის გამოც, მას ბოლო რიგიდან სტარტის აღება მოუწევს. დისკვალიფიკაცია
კი „რედ ბულის“ მიერ საწვავის რეგლამენტის დარღვევა აღმოჩნდა.Saturday, November 3, 2012
Friday, November 2, 2012
„პინინფარინას“ მოდელების გამოფენა „ფერარის“ მუზეუმში
Ferrari Museum opens exhibit celebrating works of
Sergio Pininfarina
2 ნოემბერი
„ფერარის“ მუზეუმში, ლეგენდარულ დიზაინერ სერჯო
პინინფარინას გამოფენა ოფიციალურად გაიხსნა. მუზეუმის სტუმრებს, სამი თვის
განმავლობაში, საშუალება ექნებათ, პინინფარინას მიერ „ფერარისთვის“ შექმნილი რამდენიმე
მოდელი იხილონ. იქვე შესაძლებელია იმ ერთჯერადი კონცეპტუალური ავტომობილების
ხილვა, რომლებითაც ატელიე „პინინფარინა“ ყოველთვის აოცებდა ავტოგურმანებსა და
საავტომობილო შოუების დამთვალიერებლებს.
მარკიონე „ლანჩას“ დახურვას აპირებს
Marchionne plans to kill off Lancia
2 ნოემბერი
„ლანჩას“ დროც დადგა... ფაქტობრივად, მისი ისტორია
დასრულებულია. ლეგენდარული იტალიური მარკა, ევროპის ფინანსურმა კრიზისმა შეიწირა.
ზოგი კომპანია (ფორდი, მინი), კრიზისის გამო რბოლებში მონაწილეობას წყვეტს, ზოგმა
კი გამოსავლად მთელი კომპანიისთვის წერტილის დასმა მიიჩნია...
„ჰიუნდაი“ ძრავების სტრატეგიას განმარტავს
Hyundai Details Powertrain Strategy
2 ნოემბერი
„ძალური დანადგარების საერთაშორისო კონფერენციაზე“,
რომელიც სამხრეთ კორეაში, „ჰიუნდაის“ კვლევისა და განვითარების ცენტრის მახლობლად,
სასტუმრო „როლინს ჰილში“ ჩატარდა, კორეულმა კომპანიამ თავისი და მის ჯგუფში
შემავალი „კიას“ ახლანდელი ძრავები და სატრანსმისიო სისტემები, ასევე ამ
მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო.
მეორე პრაქტიკაზე ფეტელმა იმარჯვა
Vettel and Hamilton set pace in Abu Dhabi
2 ნოემბერი
ისევ ფეტელი და ჰამილტონი... მოკლედ, აბუ დაბიში
ესენი ბატონობენ. მეორე პრაქტიკაზე საუკეთესო დრო გერმანელს ჰქონდა, ბრიტანელი კი
მას 0.168 წამით ჩამორჩა. ორი პრაქტიკის ჯამშიც, მოქმედი ჩემპიონი და ჩემპიონატის
ლიდერი უფრო სწრაფი იყო. და მაინც, ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. არც ის, რომ წინა სამი
რბოლა მხოლოდ მათ აქთ მოგებული და იმ სამი რბოლის სტარტზე, მოწინავე რიგში მათ
გარდა, სხვა არავინ მდგარა.
პირველი პრაქტიკა ჰამილტონმა „მოიგო“
Hamilton fastest in first Abu Dhabi practice
2 ნოემბერი
აბუ დაბის დიდი პრიზის პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე,
ორი უსწრაფესი მანქანა „მაკლარენს“ ჰყავდა. ლუის ჰამილტონმა საუკეთესო დრო აჩვენა,
ჯენსონ ბატონი კი მას 0.333 წამით ჩამორჩა. შემდეგი ორი საუკეთესო შედეგი კი ტიტულის
მოცილეებს - სებასტიან ფეტელს და ფერნანდო ალონსოს ჰქონდათ.
მაკლარენ ტიუნდ - ეპიზოდი 9, როგორც ბოლივუდში (ვიდეო)
McLaren Tooned Episode 9:Strictly Bollywood 720p
2 ნოემბერი
პროფესორი M თავის ბიჭებს ინდური რბოლის შემდგომ
წვეულებაზე, ბოლივუდურ წარმოდგენას უმზადებს და ეპიზოდს კომპანიის ტექნოლოგიურ
ცენტრში უჩვენებს. ლუის ჰამილტონი და ჯენსონ ბატონი პირდაღებულები უცქერენ
პროფესორის მიერ ინდურ სტილში შესრულებულ ცეკვას და მის კითხვას, როგორ
მოგეწონათო? -პაუზის შემდეგ პასუხობენ - მაგარი იყოო...
„მაზდა“ RX-7-ის შემცვლელს 2017 წელს გამოუშვებს
Mazda RX-7 Successor Coming in 2017
2 ნოემბერი
„მაზდას“ ლეგენდარული, ვანკელისძრავიანი სპორტული
ავტომობილი ბაზარს უბრუნდება. იაპონური კომპანიის მოდელი RX-7
2017
წელს გამოვა. ამგვარად, „მაზდას“ 5-წლიანი ჩავარდნა ექნება RX-8-ს
წარმოების შეჩერებასა და ახალი RX-7-ის წარმოების დაწყებას შორის.
Thursday, November 1, 2012
„მუსტანგ კობრა ჯეტ კონცეპტი“ - პონი წყვილტურბოიანი ეკობუსტით
New Ford Mustang Cobra Jet Concept Sports Twin-Turbo 5.0-liter EcoBoost
V8
1 ნოემბერი
სისტემა „ეკობუსტი“ მალე „ფორდის“ მთავარი საფირმო
ნიშანი გახდება. ყოველ შემთხვევაში, ის უკვე ამერიკული კომპანიის თითქმის მთელს
სამოდელო გამას „მოედო“. ამის დასტურია ლას ვეგასის გამოფენა SEMA-ზე წარდგენილი
კონცეპტუალური „მუსტანგ კობრა ჯეტი“, რომელიც 5.0-ლიტრიანი წყვილტურბოიანი V8
ეკობუსტითაა აღჭურვილი.
პატარა „შევროლე მატისი“ „კორვეტის“ V8 ძრავით
Badass Chevrolet Matiz Track Racer with Corvette
Z06 7.0-liter V8 up for Sale
1 ნოემბერი
ამასწინათ, „ასტონ მარტინის“ უცნაურ გადაწყვეტილებაზე
მოგიყევით, რომელიც ჯუჯა „სიგნიტის“ 5.9-ლიტრიანი V12 ძრავით
აღჭურვას ითვალისწინებს. საოცარია, მაგრამ თურმე, ჯეიმს ბონდის საყვარელ მარკამდე,
ასეთი პატარა მონსტრი „შევროლესაც“ შეუქმნია. უფრო სწორედ, „შევროლე მატისის“
ბაზაზე მავანს შეუქმნია.
„ტორო როსომ“ რიკიარდო და ვერნი დაიტოვა
Toro Rosso retains Daniel Ricciardo and Jean-Eric
Vergne for 2013
1 ნოემბერი
„სკუდერია ტორო როსო“ იმავე პილოტებს შეინარჩუნებს,
რომლებიც ამ სეზონში მის ბოლიდებს მართავენ. ესენი არიან ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო
და ფრანგი ჟან-ერიკ ვერნი. ამათგან ფრანგის დებიუტი ფორმულა ერთში, სწორედ ამ სეზონში
შედგა. „ტორო როსოში“ გადასვლამდე, მან ფორმულა „რენო 3.5-ის“ სერიაში მეორე
ადგილი დაიკავა. გასულ 17 ეტაპზე, ვერნმა 12 ქულა დააგროვა და კლასიფიკაციაში მე-17
ადგილი უკავია.
Subscribe to:
Posts (Atom)











