Monday, December 12, 2011

რომენ გროჟანი „ლოტუს რენოში“

Romain Grosjean joins Kimi Raikkonen at Lotus Renault for 2012
12 დეკემბერი
„ლოტუს რენომ“ მეორე პილოტის ვინაობაც გაგვაცნო. მომავალ სეზონში კიმი რაიკონენის თანაგუნდელი ფრანგული წარმოშობის შვეიცარიელი რომენ გროჟანი იქნება, რომელიც გასულ სეზონში, ამავე გუნდის (რომელიც რენოს სახელით გამოდიოდა) სარეზერვო პილოტი იყო. გუნდში გროჟანი რუს ვიტალი პეტროვს შეცვლის. იმავდროულად, „ლოტუს რენომ“ გამოაცხადა, რომ კონტრაქტი გააგრძელა თავის მთავარ სპონსორთან – ნავთობკომპანია „ტოტალთან“.

კუბიცა „ფერარის“ ბოლიდს გამოსცდის

Kubica to test 2010 Ferrari next Spring
12 დეკემბერი
პოლონელი მრბოლო რობერტ კუბიცა, რომელმაც გასული სეზონი მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა, ვერც მომავალ სეზონში შეძლებს ფორმულა ერთში დაბრუნებას. სამაგიეროდ, ახლახანს ცნობილი გახდა, რომ გაზაფხულზე მას „ფერარის“ ძველი ბოლიდის ტესტირების საშუალება მიეცემა.

პირველი რბოლები რუსთავის ახალ ავტოდრომზე

11 დეკემბერი
რუსთავის ახალმა ავტოდრომმა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებითაა აგებული და ჯერ ბოლომდე დასრულებულიც არაა, პირველ რბოლებს 10–11 დეკემბერს უმასპინძლა. მათში კი, ქართველების გარდა, რუსეთიდან მოწვეული მრბოლებიც მონაწილეობდნენ.

ახალი მარხილი სანტა კლაუსისთვის


Saturday, December 10, 2011

„ფოლკსვაგენი“ „ტიგუანზე“ პატარა ქროსოვერის გამოშვებას აპირებს

VW plans crossover below Tiguan
10 დეკემბერი
„ფოლკსვაგენი“ ქროსოვერების გამის გაფართოებას აპირებს. როგორც მისმა დიზაინერმა ვალტერ დე სილვამ განაცხადა, პირველი ავტომობილი, რომელიც ვოლფსბურგელთა ქროსოვერების გამას შეავსებს, „ტიგუანზე“ მომცრო მოდელი იქნება. ამასთან, ის განსხვავებულ გარეგნობას მიიღებს, რაც ალბათ კომპანიის ახალი კორპორატიული სტილის დებიუტი იქნება.

ფეტელი FIA–ს გალაზე დააჯილდოვეს

Sebastian Vettel collects Formula 1 champion's trophy at FIA Gala
10 დეკემბერი
სებასტიან ფეტელი და
სებასტიან ლოები 
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) სეზონური გალა დაჯილდოების ცერემონია ნიუ დელის (ინდოეთი) „კინგდამ ოფ დრომსის“ (ოცნებათა სამეფო) სასახლეში ჩატარდა. მასზე გასული სარბოლი სეზონის ჩემპიონები და პრიზიორები დააჯილდოვეს.

Friday, December 9, 2011

„ვოლვოს“ მთავარმა დიზაინერმა ლეგენდარული P1800 გააცოცხლა

Volvo designer pens P1800 for 50th anniversary, no chance at production
9 დეკემბერი
„ვოლვოს“ მთავარმა დიზაინერმა კრისტოფერ ბენჯამინმა თავისი კომპანიის ლეგენდარული მოდელის – P1800–ს თანამედროვე ინტერპრეტაცია გაგვაცნო, რომელიც, მისივე თქმით, უბრალო სავარჯიშო პროდუქტია და მისი წარმოება არ იგეგმება. სხვათა შორის, ბენჯამინი ამ ავტომობილის ფანია და პროექტიც სწორედ ფანების სურვილების გათვალისწინებით შეიქმნა.

„ჯენერალ მოტორსი“ კარბონის კომპოზიტს ითვისებს

GM to Use More Carbon Fiber and Composite Materials in Future Models
9 დეკემბერი
„ჯენერალ მოტორსმა“ კონტრაქტი გააფორმა იაპონურ კომპანია „ტეიძინ ლიმიტედთან“, რომელიც კარბონის კომპოზიტების ლიდერი მწარმოებელია მსოფლიოში. მათი თანამშრომლობის მიზანს, კარბონისა და სხვა ბოჭკოების კომპოზიტური მასალების მასობრივი წარმოებაა, რათა ამერიკულმა კომპანიამ ისინი უფრო ფართოდ გამოიყენოს საკუთარი ავტომობილების წარმოებისას.

Wednesday, December 7, 2011

ფერსტაპენი: შუმახერი 1994 წელს თაღლითობდა

Teammate says Schumacher cheated in 1994
7 დეკემბერი
ფერსტაპენი (უკან) და
შუმახერი კვარცხლბეკზე
ჰოლანდიელი მრბოლი იოს ფერსტაპენი, ვინც 1994 წლის სეზონში მიხაელ შუმახერის თანაგუნდელი იყო, აცხადებს, რომ გერმანელმა თავისი პირველი ტიტული, აკრძალული ელექტრონული სისტემების დახმარებით მოიპოვა. ფერსტაპენი ამბობს, რომ მისი მანქანა (ბენეტონი) სრულად შეესაბამებოდა ტექნიკურ რეგლამენტს, შუმახერისა კი, რომლითაც მან ჩემპიონატი მოიგო, საიდუმლო სისტემებით იყო აღჭურვილი.

FIA–მ კალენდარი უცვლელად დატოვა

FIA confirms unchanged, 20-race 2012 calendar
7 დეკემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) მომავალი სეზონის კალენდარი დაამტკიცა, რომელიც ისევ ოცი ეტაპისგან შედგება და რომელიც, მისი პირვანდელი ვარიანტისგან არ განსხვავდება.

ლატვიური ელექტრო სუპერ ავტომობილის კონცეპცია (ვიდეო)

Dartz Jo-Mojo

7 დეკემბერი

„ჰიუნდაიმ“ ამერიკა/კანადაში 216 ათასი „ელანტრა“ გაჰყიდა

New Hyundai Elantra Sales Soar to 216,331 Units in the U.S. and Canada in 2011
7 დეკემბერი
„ჰიუნდაი“ ჩრდილოამერიკული ბაზრის დაპყრობას აგრძელებს, სადაც მისთვის სარეკორდო, 600–ათასიანი ზღვარი გადალახა. კორეული კომპანიის ამერიკის ბაზარზე მოღვაწეობის 25–წლიანი მოღვაწეობის პერიოდში, ეს გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელია.

„შელბიმ“ დუბაიში 10 „ტუატარა“ გაჰყიდა

Shelby Supercars Tuatara racks up $13M worth of sales at Dubai Motor Show
7 დეკემბერი
კომპანია „შელბი სუპერქარზს“ (SSC) თავის სუპერ ავტომობილ „ტუატარას“ გაყიდვის პრობლემა არ აქვს და ის დუბაის საერთაშორისო მოტორ შოუზე გასაყიდად არ გაუყვანია. თუმცა, არც უამისოდ გამოვიდა – როგორც გამოცემა „გალფ ნიუსი“ იუწყება, დუბაიში ამერიკულ კომპანიას ამ შესანიშნავ ავტომობილზე 10 შეკვეთა მიუღია.

იყიდება

Hyundai I10 10 500$


.რუსთავი (ავტობაზრობა), საქართველო   |   განბაჟებული
გამოშვების წელი: 2011
ძარის ტიპი: ჰეჩბეკი
მდგომარეობა: ახალი
ძრავის ტიპი: ბენზინზე
სიმძლავრე:
ძრავის მოცულობა: 1.2


გარბენი: 0 ათასი კმ.
წამყვანი თვლები: წინა
კარები: 4/5
ადგილების რაოდენობა: 3-6
ძარის ფერი: ვერცხლისფერი


გადაცემათა კოლოფი: მექანიკა, საჭე: მარცხენა, ჰიდროგამაძლიერებელი , ABS, აირბაგები: 2-3, ცენტრალური საკეტი, სიგნალიზაცია, ელექტრო შუშები, კონდინციონერი, კლიმატკონტროლი: ორ განყოფილებიანი, ბორტკომპიუტერი, კრუიზკონტროლი, მსუბუქი ალუმინის დისკები


სულ ახალი.სუპერ იდიალურ მდგომარეობაში. ცენტრიდან გამოვიყვანე 9 კმ განარბენით. 1 მეტრიც არ გამიტარებია. მოგებულია გათამაშებაში. ცენტრში ეს მოდელი იყიდება 11550 დოლარად. მფლობელი ისარგებლებს ჰიუნდაის ცენტრის ყველანაირი გარანტიით. რეალური მყიდველისთვის ჩემი მითითებული ფასი არ არის ბოლო ფასი. შესაძლებელია კიდევ დაკლება და განვადება თვეში 206$ დან.
დარეკეთ +995599557411