Friday, March 23, 2012

იაპონელებს პატარა ჰიბრიდი „პრიუს C“ ძალიან მოსწონთ

Big in Japan: High Domestic Demand May Affect U.S. Supply of Toyota’s Prius C Small Hybrid
22 მარტი
„ტოიოტას“ თავისი ახალი, კომპაქტური ჰიბრიდული ავტომობილის - „პრიუს C-ს“ წარმოების გაზრდა მოუწევს, რადგან მასზე იაპონიაში ბუმია და თუ ასე გაგრძელდა, ამ ავტომობილის ამერიკის ბაზარზე შეტანა ჯერ ვერ მოხერხდება. ამომავალი მზის ქვეყანაში „პრიუს C“ (იქ ეს ავტომობილი აკვას სახელით იყიდება) დეკემბერში გამოჩნდა და იმ მომენტისთვის, „ტოიოტას“ მასზე უკვე 60 000 შეკვეთა ჰქონდა მიღებული. უფრო მეტიც, მას შემდეგ, შეკვეთების რაოდენობა გაორმაგდა.

„ფოლკსვაგენი“ „ჯეტას“ CC ვერსიასაც გამოუშვებს

VW Reportedly Developing a Smaller CC Model Based on the Next Jetta
22 მარტი
რამდენიმე წელია, მსოფლიო ავტოინდუსტრიას ახალი ვირუსი შეეყარა, რომელსაც ოთხკარიანი კუპე შეიძლება ვუწოდოთ. ამ ვირუსის გავრცელება „მერსედეს-ბენცმა“ დაიწყო, როდესაც ბაზარზე მოდელი CLS წარადგინა. შტუტგარტელებს მალევე გამოუჩნდნენ მიმბაძველები, მათ შორის მეზობელი „პორშე“, რომელმაც მყიდველს „პანამერა“ შესთავაზა, „ბეემვე“, თავისი მე-6 სერიის გრან კუპეთი და „აუდი“, თავისი A5 და A7 „სპორტბეკებით“.

რაიკონენი სტარტზე ხუთ ადგილს დაკარგავს

Raikkonen gets five-place grid penalty in the Malaysian Grand Prix
23 მარტი
მალაიზიის დიდი პრიზის რბოლას, კიმი რაიკონენი კვალიფიკაციაში მოპოვებულ პოზიციაზე ხუთი ადგილით უკან დაიწყებს. ამის მიზეზი ისაა, რომ მეორე თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ, მის „ლოტუსზე“ გადაცემათა კოლოფი გამოცვალეს. ამის თაობაზე ინფორმაცია „ლოტუსმა“ საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა. შემდეგ კი გამოცემა „ავტოსპორტთანაც“ დაადასტურა.

„ფერარიმ“ უკვე 360 ცალი „F12 ბერლინეტა“ გაჰყიდა

Ferrari F12 Berlinetta
23 მარტი
„ფერარის“ ისტორიაში ყველაზე მძლავრი და სწრაფი სერიული ავტომობილის, „F12 ბერლინეტას“ მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე კი შედგა, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე, მარანელოელებმა თავიანთი ახალი შედევრი, თავის ერთგულ კლიენტებს დახურულ ჩვენებაზე წარუდგინა.

პამელა ანდერსონმა საკუთარი სარბოლო გუნდი შექმნა

Pamela Anderson goes to racing with her new Downforce1 team
23 მარტი
კანადელმა მოდელმა და მსახიობმა პამელა ანდერსონმა საკუთარი სარბოლო საჯინიბო - „დაუნფორს1“ ჩამოაყალიბა, რომელიც ლე მანის ევროპულ სერიასა და დიდი ტურიზმის საერთაშორისო (GT ოუპენ) ჩემპიონატის რბოლებში მიიღებს მონაწილეობას. ორივე სერიაში პამელას გუნდი „ასტონ მარტინ ვენტეჯ GTE-თი“ იასპარეზებს.

ჰამილტონის პრაქტიკები

Hamilton sets pace in Malaysia
23 მარტი
მალაიზიის დიდი პრიზის პირველ ორ თავისუფალ პრაქტიკაზე უსწრაფესი ლუის ჰამილტონი იყო. პირველ სესიაზე, მას ერთი საათი ეყო იმისათვის, რომ ყველა მეტოქე ნახევარ წამზე მეტით ჩამოეტოვებინა. მეორეზე სინოპტიკოსებმა ძლიერი წვიმა იწინასწარმეტყველეს, თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა, ჰამილტონმა კი ისევ ცხრილის სათავეში მოიკალათა. მართალია, ამჯერად მდევრებთან მისი უპირატესობა შემცირდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით, სეპანგის ტრასაზე ის ბატონობს.


Thursday, March 22, 2012

ყველაზე სუსტი ყველაზე სწრაფია... (ვიდეო)

შეჯიბრი 1-მილიან (1.6 კმ) სწორზე;
მონაწილეები:
მერსედეს-ბენც SLR მაკლარენი (626 ცხ.ძ)
ნისან GT-R (560 ცხ.ძ)
ასტონ მარტინ DBS (750 ცხ.ძ)

ჰამილტონი მელბურნის რბოლას იხსენებს

Lewis Hamilton dismisses suggestions off-track issues are affecting him again
22 მარტი
ავსტრალიაში კვარცხლბეკზე ასული ლუის ჰამილტონი აშკარად გაწბილებული იყო თავისი მესამე ადგილით. მისი სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე, ბევრმა ჩათვალა, რომ ის ჯერაც ვერ ახერხებს თავის ემოციებთან გამკლავებას, რამაც გასულ სეზონში ბევრი პრობლემა შეუქმნა. ბევრი მიმომხილველის, მათ შორის დევიდ კულტჰარდის აზრით, ყოველივე იმის ნიშანია, რომ „მაკლარენში“ ახლა უპირატესობას ჯენსონ ბატონი ფლობს.

ორი თაობის "ბატმობილების" დრეგ-ჯახი (ვიდეო)

FIA-მ „მერსედესის“ უკანა ფრთა ისევ დაიცვა

FIA rejects claims that Mercedes's rear wing is illegal
22 მარტი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „მერსედესის“ მანქანის უკანა ფრთა არ არღვევს ტექნიკურ რეგლამენტს და მის გამო, „რედ ბულს“ და „ლოტუსს“ პრეტენზიები ტყუილად აქვთ. ამ ორ გუნდს, აღნიშნული საკითხის შესახებ განმარტების მიღება, მალაიზიის დიდ პრიზამდე სურდათ. ისინი თვლიან, რომ ფრთა, რომლის წყალობითაც, სარბოლო ავტომობილის სიჩქარე სწორ მონაკვეთებზე იზრდება, პილოტის მიერ იმართება და ამდენად, არალეგალურია.

„მერსედეს-ბენცი“ რეპლიკა ავტომობილებს დაერია

Mercedes-Benz Destroys Replica of the 300SL Gullwing in Germany after Winning Lawsuit
22 მარტი
ვინც არ იცის: რეპლიკა ავტომობილები წარსულის პოპულარული მოდელების თანამედროვე ვერსიებია, რომლებსაც პატარა ფირმები ამზადებენ და ორიგინალურ მოდელებზე გაცილებით იაფ ფასად ჰყიდიან. ასეთ მწარმოებელთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილია „მერსედეს-ბენც 300SL“, რომელიც ასევე თოლიას ფრთის (გალუინგ) მეტსახელითაა ცნობილი.

აირტონ სენას ფ1-ის პირველი მანქანა აუქციონზე გაიყიდება

Ayrton Senna's First F1 Racecar from 1984 Hits the Auction Block
22 მარტი
სარბოლი ავტომობილი, სახელად „ტოულმენ TG184-2“, რომლითაც ლეგენდარულმა აირტონ სენამ, 1984 წელს ფორმულა ერთში პირველი სეზონი გაატარა, მალე აუქციონზე გაიყიდება. აუქციონს, სახელწოდებით „სპრინგ სეილ“, 16 მაისს, სააუქციონო სახლი „სილვერსტოუნ უქშენზის“ მასპინძლობით ჩატარდება.

Wednesday, March 21, 2012

„მერსედეს-ბენც SL65 AMG“ - ახალი შტუტგარტელი მონსტრი

New Mercedes-Benz SL65 AMG Sports Bi-Turbocharged V12 with 621-Horses
21 მარტი
„მერსედის-ბენცის“ ორადგილიანი სუპერ ავტომობილი SL63 AMG, რომელიც 5.5-ლიტრიანი V8 წყვილ ტურბოიანი, 530-556-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი, თავისი კლასის ლიდერად ითვლება. მაგრამ არიან ისეთი მყიდველები, ვისთვისაც ეს ავლა-დიდებაც კი ცოტაა და ისინი უფრო მეტს ითხოვენ. რას იზამ, რახან ითხოვენ, უნდა მიიღონ კიდეც - ეს ბაზრის კანონია. და სამქიმიანებმაც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტეს.

„პორშე ბოქსტერს“ „ფოლკსვაგენის ქარხანაში გამოუშვებენ

Volkswagen to build new Porsche Boxster
21 მარტი
მართალია, „ფოლკსვაგენმა“ ჯერ ვერ მოახერხა თავის ოჯახში „პორშეს“ გაწევრიანება, მაგრამ ორ გერმანულ კომპანიას შორის ურთიერთობა სულ უფრო მყარდება. ამის მორიგი დასტურია ის ფაქტი, რომ ახალ „ბოქსტერს“ „ფოლკსვაგენის“ ოსნაბრუკის ქარხანა გამოუშვებს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ „პორშეს“ ცუფენჰაუზენის ქარხნის სიმძლავრე სრულადაა ათვისებული და ის მოთხოვნებსაც კი ძლივს აკმაყოფილებს.

„ჰიუნდაი“ „სონატას“ და „ჯენეზისს“ განაახლებს

Hyundai CEO Says Redesigned Sonata Coming in 2014, Revamped Genesis Sedan in 2013
20 მარტი
სონატა
სააგენტო როიტერსთან საუბრისას, „ჰიუნდაი მოტორ კომპანის“ მთავარმა აღმასრულებელმა კიმ ჩუნ-ჰომ განაცხადა, რომ მისი კომპანია, საშუალო ზომის სედან „სონატას“ განახლებას 2014 წელს აპირებს. მანამდე კი ბაზარზე ასევე განახლებული, უფრო დიდი ზომის სედანი „ჯენეზისი“ გამოვა. ამასთან, ჩუნ-ჰოს არ დაუკონკრეტებია, ამ ორ ავტომობილს საფუძვლიანი ფეისლიფტინგი ელის, თუ მათი შემდეგი თაობის მოდელები მზადდება.